დეფიციტური ინვესტიციების მქონე დარგების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა გადასახედია

დეფიციტური ინვესტიციების მქონე დარგების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა გადასახედია

access_time2018-03-26 12:45:17

2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 16.2 % -ით გადააჭარბა 2016 წლის მონაცემებს და 1861.9 მლნ დოლარი შეადგინა. ინვესტორებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ სექტორად, ისევ რჩება ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, სადაც მთლიანი ინვესტიციების 28.3 % მოდის, მეორე ადგილს იკავებს საფინანსო სექტორი 16.3 % -ით, ხოლო მესამე ადგილზე სამშენებლო სექტორია 15.8% -ით. ინვესტიციების მნიშვნელოვანი ვარდნა ფიქსირდება, ისეთ სექტორებში როგორებიც არის დამამუშავებელი მრეწველობა, ჯანმრთელობის დაცვა სოფლის მეურნეობა და თევზჭერა. უფრო კონკრეტულად თუ 2016 წელს დამამუშავებელ მრწეველობაში 128.8 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა 2017 წელს ეს მონაცემი 74.7 მლნ არ აღემატებოდა. ოთხჯერ ნაკლები ინვესტიცია ჩაიდო ჯანდაცვის სექტორში 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით და ეს მოცულობა 3.3 მლნ დოლარს არ აღემატებოდა. თითქმის სამჯერ არის შემცირებული ინვესტიციები სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაშიც, 2017 წელს ამ დარგში განხორიცელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 3.6 მლნ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს სექტორი ბოლო სამი წელია ინვესტიციების მუდმივ კლებას განიცდის.



ინვესტიციების შემოდინების საერთო სურათს დადებითად აფასებს ეონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი და ამ მიმართულებით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე აკეთებს აქცენტს. როგორც ვიცე-პრემიერი აცხადებს, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საინვესტიციო კლიმატის განვითარების და კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით.



“მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, შეექმნა კორუფციისგან თავისუფალი გარემო, წარმატებული და პროდუქტიული გამოდგა, რომელიც, ასევე, აისახა კერძო სექტორის საქმიანობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეიტინგებში. საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების – მმართველობის რეფორმის მიზანია კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამ გზით საქართველოში უფრო პროგნოზირებადი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს უზრუნველყოფა”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად, თუმცა არასაკმარისად აფასებენ ეკონომისტები. როგორც აფბას ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი აღნიშნავს მთავრობის მიდგომები დადებითია, თუმცა ძალიან ზოგადი და ის არ არის ორიენტირებული კონკრეტული სექტორების განსავითარებლად.


“ეკონომიკური გუნდი ნამდვილად მუშაობს ინვესტორების მოსაზიდად, გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, რომელიც მთლიანად საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული. ინვესტორებისთვის პოზიტიური გზავნილი იყო ის, რომ კერძო საკუთრების დაცულობის თვალსაზრისით ჩვენმა ქვეყანამ საერთაშორისო რეიტინგებში მნიშვნელოვნად წაიწია წინ, ასევე, დადებითად შეიძლება შეფასდეს სავაჭრო-კომერციული ურთიერთობების დამყარება ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის ჩინეთი და ინდოეთი, ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად შეგვიძლია შევაფასოთ ბოლო პერიოდში დაანონსებული კომერციული ატაშეს ინსტიტუტი, რომელიც ექვს სხვადასხვა ქვეყანაში დაინიშნება. თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ხშირად გვესმის, კითხვა თუ რატომ არ ისახება საინვესტიციო თუ სხვა პოზიტიური ეფექტები რიგითი ადამიანების ჯიბეზე – პასუხი მარტივია. თუ ჩავხედავთ საინვესტიციო სტრუქტურას ვნახავთ, რომ ინვესტიციების ძირითადი ნაწილი მოდის, ისეთ სექტორებზე როგორიც არის მაგალითად საფინანსო სექტორი. ამ სექტორში საერთო დასაქმებულების დახლოებით 5-6% მუშაობს, ხოლო ისეთი სექტორი როგორიც არის სოფლის მეურნეობა, სადაც საერთო დასაქმებულების 47-48% მოდის, წლიდან წლამდე ინვესტიციები მცირდება და 2017 წელს ამ სექტორში, ინვესტიციების მოცულობამ სულ რაღაც 3.3 მლნ დოლარს მიაღწია.



გასაგებია, რომ ინვესტორი იმ დარგით ინტერესდება რომელიც მისთვის მეტად მომგებიანია მაგრამ სწორედ აქ არის სახელმწიფოს როლი, სწორედ მან უნდა შეუქმნას ინვესტორს დამატებითი მოტივაცია იმ დარგებში სადაც თავისი სურვილით ინვესტორები ნაკლებად შედიან”, – მიიჩნევს ბაირახტარი.


ბაირახტარმა მსოფლიო პრაქტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაკლებ პოპულარული ეკონომიკური სექტორები, მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში არ არის და სხვადასხვა ქვეყნები მრავალ მექანიზმს იყენებენ, ასეთი დარგების მიმართ ინტერესის გასაღრმავებლად.


“ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველი დარგები მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეკონომიკას გააჩნია და ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. აქედან გამომდინარე, ამის “წამალიც” უკვე არსებობს და რაღაც ახლის მოგონება საჭირო არ არის. ასეთ დარგებს სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, დამატებითი ბიძგი ინვესტორისთვის, რომ მან თავისი კაპიტალი შედარებით ნაკლებ მომგებიან დარგში დააბანდოს.


ინვესტორებისთვის ნაკლებ პოპულარული დარგების წასახალისებლად იყენებენ, ისეთ ბერკეტებს მაგალითად, როგორიც არის კონკრეტულ ეკონომიკურ სექტორში, სხვადასხვა რეგულაციების შერბილება ან საერთოდ გაუქმება. ასევე, განვითარებადი ქვეყნები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა საგადასახადო ლიბერალიზაციას ე.წ. საგადასახადო სამოთხეების მოწყობას და ა.შ. მსგავს დარგებს სჭირდებათ სპეციფიკური მიდგომა, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საინვესტიციო პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც მსგავსი სენსიტიური დარგებისთვის სპეციალური მოქმედების გეგმა იქნება შემუშავებული იმდენად, რამდენადაც ზემოთხსენებული ზოგადი ნაბიჯების გადადგმა საკმარისი არ არის, რასაც ციფრებიც გვაჩვენებს”,- მიიჩნევს ბაირახტარი.


საინვესტიციო პროგრამების შექმნაში ხედავს გამოსავალს ინვესტიციების ექსპერტი, ვახტანგ ხომიზურაშვილი. ექსპერტის შეფასებით, საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად აუცილებელია ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.


“პირველ რიგში ჩვენ უნდა განვასხვავოთ პირდაპირი ინვესტიციები და ე.წ პორტფელური ინვესტიციები, პირდაპირი ინვესტიციები ამ შემთხვევაში ძირითადად მიმართულია ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ანუ მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტებში. რაც შეეხება უშუალოდ საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვას, ეკონომიკის რეალურ სექტორში, ეს იქნება სოფლის მეურნეობა, საწარმო მრეწველობა თუ სხვა დარგები, ეს დამოკიდებულია პირველ რიგში საინვესტიციო პირობების შექმნაზე. საინვესტიციო პირობებში ვგულისხმობ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.


ჩვენ გვაქვს ორი გზა, ერთი არის, რომ რეგიონების თვალსაზრისით, იგივე სოფლის მეურნეობაში, დაუშვათ მუნიციპალიტეტებმა გამოუშვან მუნიციპალური ფასიანი ქაღალდები და ამით მოიზიდონ საინვესტიციო კაპიტალი რომელიც მიმართული, იქნება ინფრასტრუქტურაში, მათ შორის გადამამუშავებელ წარმოებებში და ა.შ. მაგრამ, ესეც საკმარისი არ არის, ანუ ჩვენ უნდა შევქმნათ წინაპირობები, რომ ინვესტორი იყოს პირველ რიგში დაცული და მეორე მისთვის ეს დაბანდება უნდა იყოს რენტაბელური. რაც მთავარია ფასიანი ქაღალდების ბაზარი უნდა იყოს ლიკვიდური.


აი, ეს არის ინვესტორისთვის ის ძირითადი პირობები, რომელიც აღებინებს გადაწყვეტილებას ინვესტიციების განხორციელებაზე. არსებულიდან გამომდინარე, ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების წინა პირობები შევქმნათ, უნდა შეიქმნას უშუალოდ ფასიანი ქაღალდები, ეს შეიძლება იყოს როგორც სოფლის მეურნეობაში, იგივე აგრო კორპორაციების მეშვეობით გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, რომლის მეშვეობითაც, მოზიდული იქნება გრძელვადიანი საინვესტიციო კაპიტალი. როცა ეს გაკეთდება, მაშინ ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამ კუთხით რაღაც ძვრები არის. როგორც ასეთი, პირდაპირი ინვესტიციები, რომელზედაც აპელირებს მთავრობა, ამ სახის ინვესტიციები არ მიემართება  ეკონომიკის კორპორატიულ სექტორში, ამ ინვესტიციების დანიშნულება განსხვავებულია, ამ სახის ინვესტიციები როგორც წესი არ ქმნიან დამატებით სამუშაო ადგილებს და არ ზრდიან საექსპორტო პოტენციალს, თუმცა გარკვეულწილად რასაკვირველია, პოზიტიურიცაა”,-აცხადებს ხომიზურაშვილი.


წყარო: BFM.GE



„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟნერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟნერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა

#იმოგზაურევისოლთანერთად  - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
access_time2019-11-11 15:00:01
„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა მიიღეს. მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების...


მსგავსი სიახლეები

up