„დეფიციტის საშიშროება არ გვაქვს, რადგან პროდუქცია უკვე წარმოებულია და გაგზავნილია ჩვენს საწყობებში“

„დეფიციტის საშიშროება არ გვაქვს, რადგან პროდუქცია უკვე წარმოებულია და გაგზავნილია ჩვენს საწყობებში“

access_time2020-04-03 14:40:29

„დეფიციტის საშიშროება არ გვაქვს, რადგან პროდუქცია უკვე წარმოებულია და გაგზავნილია ჩვენს საწყობებში“- ამის შესახებ კომერსანტს „მარგებელი ჰოლდინგის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანუკა ბერიშვილმა განუცხადა. უმსხვილეს კომპანიაში, რომელიც ბაზარზე ბრენდებით “ნაბეღლავი” და “მარნეული” არის წარმოდგენილი ამბობენ, რომ მოსახლეობას შიშის საფუძველი არ აქვს, რადგან „მარგებელი ჰოლდინგი“ პროდუქციის დეფიციტის საფრთხის წინაშე არ დგას.  ანუკა ბერიშვილის თქმით, თავიდან როდესაც კორონავისურის გავრცელება დაიწყო,  პროდუქტზე მოთხოვნა გაზრდილი იყო , თუმცა  ახლა მოთხოვნა დარეგულირდა და მშვიდ რეჟიმში გადავიდა. „მარგებელი ჰოლდინგის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ახლა  მთავარი არის ის, რომ კომპანიამ 2020 წლის სეზონი დაიწყოს და მომავალი წელი არ ჩააგდოს.

 

 „2019 წლის სეზონი დახურულია, წარმოება დასრულებულია, პროდუქცია შეფუთულია და გადაგზავნილია თბილისში და დასავლეთ საქართველოს ჩვენს საწყობებში. პროდუქცია მზად არის და მომარაგებულია ყველა ჩვენი საწყობები. მომარაგების მხრივ პრობლემა არ შეგვექმნება, რადგან უშუალოდ საწარმოო პროცესი ახლა ქარხანაში არ მიმდინარეობს. გარდა იმისა, რომ პროდუქცია წარმოებული გვაქვს ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე გვაქვს მომარაგებული საექსპორტო ბაზრისთვის, უკვე  დასრულებულია ეს პროცესი და შესაბამისად თუ ჩვენს ქვეყანას დაჭირდა ამ ექსპორტის დიდ შეფუთვებსაც ქვეყანას მოვახმართ“, - განმარტავს ანუკა ბერიშვილი.

 

 „მარგებელი ჰოლდინგის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ნედლეული მთლიანად ქართულია კომპანია მაინც დამოკიდებულია ვალუტის კურსზე. ანუკა ბერიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ჯერჯერობით პროდუქციაზე ფასები არ გაზრდილა, თუმცა მომავალში რა იქნება ამის პროგნოზის გაკეთება „მარგებელი ჰოლდინგში“ უჭირთ. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ბიზნესსა და მთავრობას ჰქონდეს კარგი კომუნიკაცია და ერთად იპოვონ გზა როგორ უნდა გამოვიდნენ ამ კრიზისიდან.  

 

„ჩვენ ამ დროის განმავლობაში, ფასები არ შეგვიცვლია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროდუქცია სრულად ქართული ისევე როგორც ყველა ბიზნესი საქართველოში, მაინც დამოკიდებულია უცხოურ ვალუტაზე. შესაფუთ მასალას, ქილას, თავსახურს, სასუქს  და დოლარში ვყიდულობთ, ამ ყველაფრის მიუხედავად ფასი არ შეგვიცვლია. თუმცა, ძალიან რთულია პროგნოზების გაკეთება, ახლა აღარ არის იმაზე საუბარი, რომ კომპანიას მოგება ჰქონდეს, აქ არის იმაზე საუბარი, რომ ჩვენ როგორც ქართულია კომპანია საქართველოს მოქალაქეებთან ერთად გადავრჩეთ და ეს კრიზისი გავიაროთ.მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს გამოწვევა გადავლახოთ, მთავარია, რომ პროცესები არ შეჩერდეს და ეკონომიკამ ფუნქციონირება გააგრძელოს“, - ამბობს ანუკა ბერიშვილი.


 

ანუკა ბერიშვილი აცხადებს, რომ ქარხანაში ახლა წარმოების პროცესი არ მიმდინარეობს, რადგან სეზონი ჯერ არ დამდგარა, თუმცა ამბობს, რომ „მარნეულის სასურსათო ქარხანაში“ დაწყებულია წინა საწარმოო პროცესები. „მარგებელი ჰოლდინგის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გვიყვება პირველ მოსავალს მაისის შუა რიცხვებისთვის ელოდებიან, ხოლო მოსავლის მიღების შემდეგ კომპანია ნედლეულის გადამუშავებას დაიწყებს. მისი თქმით გარდაბანში და მარნეულში დაახლოებით 75 ადამიანამდე მუშაობს,  25 ადმიანი უშუალოდ ქარხანაშია დასაქმებული, ხოლო საველე სამუშაოებს 50 ადამიანი ასრულებს.  ანუკა ბერიშვილის განცხადებით, საწარმოში დაცულია ყველა ის რეკომენდაცია და წესი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა. „მარგებელი ჰოლდინგის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით ,თანამშრომლები აღჭურვილი არიან საჭირო ინვენტარით, ხოლო ქარხანაში ყოველდღიურად დეზინფექცია ტარდება.

 

 „მარნეულის სასურსათო ქარხანაში“ ახლა წინა საწარმოო პროცესები მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უშუალოდ ქარხანაში დანადგარების და დაზგების გამზადებას, სახარში ქვაბების გამზადებას და ასე შემდეგ. საველე სამუშაოებს რაც შეეხება, ადამიანები ჩვეულებრივად მუშაობენ, რათა მოსავალი მივიღოთ, საქართველოში ნედლეულის ყველაზე მსხვილი ჩამბარებლები ვართ, 150 ფერმერისგან ვიბარებთ ნედლეულს, ყველა ამ ადამიანმა უნდა მოიტანოს თავისი მოყვანილი პროდუქტი, ჩვენ უნდა ჩავიბაროთ და გადავამუშაოთ. შესაბამისად მთავარია, რომ მომავალი წლის პროცესები სწორხაზოვნად მიმდინარეობდეს.ბოლნისის და მარნეულის საკარანტინო ზონებად გამოცხადების შემდეგ, ერთი დღე შევაჩერეთ მუშაობის პროცესი, თუმცა საქართველოს მთავრობასთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ძალიან მჭიდრო კომუნიკაციით, მათი თანმიმდევრული რჩევებით და რეკომენდაციებით, ზუსტად ერთ დღეში აღვადგინეთ მუშაობა“, - აცხადებს ანუკა ბერიშვილი.

 

 

 ბაჩო ადამია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up