დეფაქტო აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კრიტიკულად იზრდება

დეფაქტო აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კრიტიკულად იზრდება

access_time2021-01-25 18:34:24

„კომერსანტი“ გთავაზობთ EKHOKAVKAZA-ს  სტატიის ქართულ ვერსიას, სადაც გამოყენებულია ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ტოპონიმები და ტერმინები, რომელთაც რედაქცია არ იზიარებს.


აფხაზეთში ბევრი იმედოვნებდა, რომ 2020 წელი კორონავირუსსაც თან გაიყოლებდა, თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა  - იანვარის პირველი დღეებში დაინფიცირების შემთხვევათა ნახტომისებრი ზრდა დაფიქსირდა.

 

დღე-ღამეში დაავადებულთა რაოდენობამ 170-ს გადააჭარბა, რაც ძალიან ბევრია რესპუბლიკისთვის, სადაც 280 000 ადამიანი ცხოვრობს.

 

თითქმის ერთდროულად კოვიდით აფხაზეთის ხელმძღვანელობის 3 ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელი დაავადდა - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, და პარლამენტის სპიკერი.

 

პრემიერ-მინისტრის ალექსანდრ ანქვაბის ჯანმთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა - ის დღესაც მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობს და ხელოვნური სუნთქვის აპარატთანაა მიერთებული.

 

ჯანდაცვის მინისტრის თამაზ წახნაკიას თქმით, მდგომარეობა აფხაზეთში მართლაც გართულდა. .

 

„ნოემბერში ჩვენთან მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და ალბათ ამიტომ მოსახლეობამ სიფრთხილე დაკარგა, ყველამ იფიქრა, რომ ეპიდემია დასრულდა. ეს  მდგომარეობის დამძიმების ერთ-ერთი ფაქტორია. გარდა ამის, ზოგადად პანდენია ტალღისებრად ვითარდება, და ეს არა მხოლოდ აფხაზეთს, არამედ მთელს მსოფლიოს ეხება. სწორედ ეს მოხვდა ჩვენთანაც - დეკემბრის ბოლოს დაინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, და ეს პროცესი დღესაც გრძელდება“ - განაცხადა მან.

 


თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება აფხაზეთში საკმაოდ რთულია, ის მსოფლიოში არსებული ტენდენციებისგან დიდად განსხვავებული არაა. მაგალითად, 100 000 ადამიანზე კორონავირუსისგან სიკვდილიანობის თვალსაზრისით აფხაზეთმა რუსეთს გაუსწრო - აფხაზეთში ეს მაჩვენებელი 60 ადამიანს შეადგენს, ხოლო რუსეთში 45-ს.

 

თუმცა, უარესია მდგომარეობა სომხეთში (100), შტატებში (120), ბრიტანეთში (140), ესპანეთში  - 180.

 

აფხაზეთში საკმაოდ გავრცელებულია აზრი, თითქოს ინფიცირების ზრდას ხელი იანვრის დასაწყისში რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთრმა მატებამაც შეუწყო. თუმცა, ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ამ აზრს არ ეთანხმებიან.

 

საქმე იმაშია, რომ ტურისტების დიდი ნაწილი აფხაზეთი 1-დღიანი ექსკურსიებით, ძირითადად რიწის ტბაზე ჩამოდის, დასახლებულ პუნქტებში არ შედის, და ადგილობრივ მოსახლეობას თითქმის არ ეკონტაქტება.

 

სამაგიეროდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა საახალწლო ზეიმები, წვეულებები, ქორწილები, და ქელეხები, რომლებიც ყოველგვარი შეზღუდვების და რეგულაციების დაცვის გარეშე ტარდება.

 

შესაბამისად, ტურისტებზე მეტად ინფიცირების ზრდას ხელს ადგილობრივი ტრადიციები უწყობს.

აფხაზეთში დამოკიდებულება რეგულაციებისადმი მნიშვნელოვნად შეიცვალა - თუ ადრე მათ ყველა აკრიტიკებდა, დღეს უკვე მოსახლეობა აკრძალვებს გაგებით ეკიდება.

 

მაგალითად, რესპუბლიკაში ოქტომბრიდან სკოლები დაიხურა. ნოემბერში სკოლებში კარანტინის გახანგძლივებამ მშობელთა მწვავე რეაქცია გამოიწვია, თუმცა, იანვარში, როდესაც სკოლების დახურვა 1 თებერვლამდე გაგრძელდა, ამ გადაწყვეტილების კრიტიკა თითქმის არ ისმოდა.

 

აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმის ლუდმილა სკორიკის თქმით,  ამჟამად კარანტინის მოხსნისთვის არავითარი პირობები არ არსებობს.

 

„როგორც მინიმუმ, ამას ხელს ამინდიც არ იწყობს. ზამთარი ხომ გრიპის სეზონია, და ამ დროს ბავშვების სკოლაში სიარული დაუშვებელია. შეგახსენებთ, რომ დღეს აფხაზეთში აქტიურ დაავადებულებს შორის 50-ზე მეტი ბავშვია“ - განაცხადა მან.

 

Ekhokavkaza.com

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
covid 19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up