ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება

access_time2020-09-16 19:15:40

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაავადებულებისთვის დამატებით 100 ახალ ადგილი შეიქმნება. ასევე იგეგმება ეპიდემიოლოგიურ სამსახურთან მოქმედი ლაბორატორიის შტატების გაფართოება და ახალი აღჭურვილობის შეძენა.

 

თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თქმით, 1 ოქტომბრიდან, 1993 წელს საქართველოსთან ომში გამარჯვების აღნიშვნის შემდეგ, მასობრივი ღონისძიებები შეიზღუდება.

 

ამ დროისთვის აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში რუსეთიდან მივლენილი ექიმების 2 ბრიგადა მუშაობს, მთლიანად კი covid19-ით დაავადებულებისთვის ქალაქ გუდაუთაში გამოყოფილ საავადმყოფოში 125 სპეციალისტი მუშაობს.

 

მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლიუდმილა სკორიკმა ვირუსის პირველი ტალღა, როდესაც მხოლოდ 38 ადამიანი დაინფიცირდა, მეორე ტალღას შეადარა  - დღეს აფხაზეთში 700-ზე მეტი ინფიცირებულია. ის მიიჩნევს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება რესპუბლიკაში ძალიან რთულია და აუცილებელია მკაცრი შეზღუდვების დაწესება.

 

პირველ რიგში უნდა აიკრძალოს ყველა მასობრივი და გასართობი ღონისძიება, განსაკუთებით კი დახურულ სივრცეში. არ უნდა იყოს ხანგძლივი რიტუალები, მაგალითად, პანაშვიდები, სადაც ადამიანები მასობრივად იკრიბებიან ერთ ადგილას 5-6 დღის მანძილზე. ასევე პირბადეების ტარება აუცილებელი უნდა გახდეს, განსაკუთრებით დაწესებულებებში, სადაც ბევრი ასაკოვანი ადამიანია თავმოყრილი - განაცხადა მან.

 

სკორიკის თქმით, ლაბორატორია, რომელიც კორონავირუსის დადგენაზე მუშაობს, დატვირთვას ვერ უძლებს და აუცილებელია მისი გადაიარაღება და შტატების ზრდა.


 

ჩვენ გვჭირდება ლაბორატორიის მეორე ხაზი, რომელიც დღეში მინიმუმ 500 ტესტს ჩაატარებს. ამ დროისთვის ლაბორატორიაში ბევრი ბიოსინჯებია დაგროვილი და ჩვენ ამ რაოდენობას ვერ უმკლავდებით. დღეს ჩვენი მაქსიმუმია 200 ანალიზი დღეში და თუ ამ მაჩვენებელს 500-მდე გავზრდით, ბრძოლა ვირუსის წინააღდეგ გაცილებით უფრო ეფექტური იქნება - მიიჩნევს ლიუდმილა სკორიკი.

 

პრემიერ-მინისტრის ალექსანდრ ანქვაბის თქმით, დღეს აფხაზეთში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტია.

 

კადრების იმ რაოდენობით, რომელიც ჩვენ გვყავს, ეპიდემიასთან ბრძოლა საერთოდ შეუძლებელია. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სპეციალისტების მომზადებაზე. მაგრამ ეს გრძელვადიანი პროცესია, კორონავირუსი კი დღესაა. ყველას თხოვნით მივმართავთ - აუცილებლად უნდა ატაროთ პირბადეები.  პირველ რიგში ეს იმათ ეხება, ვისაც ბევრ ადამიანებთან უშუალო შეხება აქვს  - მედიკოსებს, სამართალდამცავებს, მებაჟეებს, მესაზღვრეებს, და .. საჯარო მოხელეებმა ხალხს ვირუსთან ბრძოლის მაგალითი უნდა აჩვენონ - თვლის ანქვაბი.

 

თუმცა, მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგანაც ხელისუფლება ეფექტურ ზომებს იღებს და სიტუაცია კონტროლდება.

 

კორონავირუსის მძლავრმა ტალღამ აფხაზეთში რუსეთთან საზღვრის გახსნისა და რუსი ტურისტების მასობრივი შემოსვლის შემდეგ იფეთქა. საშუალოდ დღეში ინფიცირდება 25-დან 60 ადამიანამდე.

 

მთლიანობაში არაღიარებულ რესპუბლიკაში კორონავირუსით 726 ადამიანი დაავადდა, 192 პაციენტი განიკურნა, 7 გარდაიცვალა.

 

ekhokavkaza


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
აფხაზეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up