დეფაქტო აფხაზეთის მრავალწლიანი პრობლემები  - მაინინგი და ენერგოკრიზისი

დეფაქტო აფხაზეთის მრავალწლიანი პრობლემები - მაინინგი და ენერგოკრიზისი

access_time2020-12-30 20:00:35

„კომერსანტი“ გთავაზობთ EKHOKAVKAZA-ს  სტატიის ქართულ ვერსიას, სადაც გამოყენებულია ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ტოპონიმები და ტერმინები, რომელთაც რედაქცია არ იზიარებს.

 

მცირე ხნით,  აფხაზეთის მოსახლეობამ თითქოს ამოისუნთქა - რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღების დაწყების შემდეგ ნორმალური ენერგომომარაგება აღდგა. თუმცა, ცოტა ხანში ეს სიმშვიდე დასრულდა.

 

რამდენიმე დღეში სოხუმის ერთ-ერთ ქვესადგურზე ავარია მოხდა, რომელმაც უშუქოდ თითქმის მთელი ქალაქი დატოვა. ამან, ყველაფერთან ერთად წყალსაქაჩების მუშაობაც შეაჩერა და ქალაქი შემდეგ დილამდე წყლის გარეშეც დარჩა.

 

პარალელურად, ელექტროენერგიის გათიშვებიც განახლდა, ოღონდ წინა კვირებთან შედარებით ბევრად უარესად - ადრე განრიგი მაინც მოქმედებდა და ეს მოსახლეობის სიტუაციასთან ადაპტირების შესაძლებლობას აძლევდა.

 

გათიშვების ახალი ტალღა დაიწყო, ქაოტური და უსისტემო - ზოგ ადგილას შუქი შეიძლება საერთოდ არ გაითიშოს 2-3 დღის მანძილზე, ზოგან კი ადგილობრივებს სიბნელეში რამდენიმე საათით ყოფნა უწევთ.

 

ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც ელექტროენერგია დეფიციტი არაა - რუსეთიდან დღეს აფხაზეთში ენერგიის საკმარისი მოცულობა მოდის. განახლებული ენერგოკრიზისის მიზეზი იგივეა, რაც მანამდე იყო - ჭარბი მოხმარება და ენერგოსისტემის უკიდურესი გადატვირთულობა.

 


სახელმწიფო კომპანია „ჩერნომორენეგრომ“ განაცხადა, რომ ამის გამო ენერგომომარაგება დროებით იმ რაიონებს შეუწყდებათ, სადაც გადატვირთულობა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს - ანუ, უსისტემოდ, ქაოტურად, ისე, რომ არავინ იცის, შემდეგი ვინ იქნება.

 

„ჩერნომორენერგოს“ პრეს-მდივნის ალხას გაგულიას თქმით, ვითარება ძალიან მძიმეა - სოხუმში ენერგოსისტემა თითქმის ყველა რაიონში შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს.

 

საშინელი გადატვირთულობაა სოხუმში. ზოგ ადგილას ფიდერები ავტომატურად ითიშება, ზოგან კი ჩვენი ოპერატორები თიშავენ. რუსეთმა ენერგია იმ პირობით მივიღეთ, რომ მოხმარებას შევამცირებდით. გარკვეული დროით ჩვენ ეს მართლაც მოვახერხეთ, თუმცა, მოგვიანებით მაინერები ისევ ამოქმედდნენ. თანაც ბუნებრივი დატვირთვა ცივი ამინდის გამოც გაიზარდადღეს ჩვენ თათბირი ჩავატარეთ, და გადაწყვეტილებაც მივიღეთ - მკაცრ რეჟიმს ვუბრუნდებით, და კრიპტოვალუტის მომპოვებლებს ქსელიდან ისევ ჩამოვჭრით“ - განაცხადა მან.

 

მისი თქმით, განრიგზე გადასვლა არ განიხილება, რადგანაც, ვითარება სხვადახხვა რაიონში განსხვავებულია - ზოგ ადგილას ენერგოსისტემა ნორმის ფარგლებში მუშაობს, ამიტომაც იქაური მოსახლეობა სხვისი დანაშაულის გამო არ უნდა ისჯებოდეს.

 

მაინერებთან დაკავშირებით ბევრი სირთულეა. მსხვილი ფერმები ჩვენ უკვე გავთიშეთ, და ისინი პრობლემას არ ქმნიან, მაგრამ მცირე მაინერებს, რომლებიც სახლებში იმალებიანჩვენ ვერ ვხედავთ. 5-10 აპარატი მუშაობს, თავისთავად ეს ბევრი არაა ერთი ფერმისთვის, თუმცა, ჯამურად ყველაზე დიდ პრობლემას ენერგოსისტემას სწორედ ისინი ქმნიან. ამიტომაც ჩვენ შეზღუდულები ვართ - მაგალითად, როდესაც ვხედავთ სადღაც ჭარბ მოხმარებას, სახლში შესვლის უფლება მაინც არ გვაქვს. ეს ჩვენს უფლებამოსილებაში არ შედის - ვერ შევალთ კერძო სახლში და ვერ შევამოწმებთ, მუშაობს თუ არა იქ კრიპტოვალუტის მომპოვებელი მანქანა. ეს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ“ - ამბობს ალხას გაგულია.

 

ფაქტია, რომ აფხაზეთის მთავრობის მიერ კრიპტოვალუტის აკრძალვამ, და მაინერების წინაამღდეგ ბრძოლამ შედეგი მხოლოდ ნაწილობრივ გამოიღო - საბოლოო ჯამში, ფერმების ნაწილის დახურვის მიუხედავად, ენერგოსისტემას მაინც არ ეშველა.

 

ალბათ გასაგებიცაა რატომ - ბიტკოინის ფასმა ხომ უკვე 27 000 დოლარს მიაღწია.

 

 

ekhokavkaza.com

 

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
აფხაზეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up