დედოფლისწყაროს სოფლების - ზემო და ქვემო ქედის, არხილოსკალოსა და გამარჯვების უწყეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები მოეწყობა

დედოფლისწყაროს სოფლების - ზემო და ქვემო ქედის, არხილოსკალოსა და გამარჯვების უწყეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები მოეწყობა

access_time2020-10-20 13:29:26

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მიმდინარე წლის გეგმით პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.



„ამჯერად, კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების -ზემო და ქვემო ქედის, არხილოსკალო და გამარჯვების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე.



ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 28 ოქტომბრის ჩათვლით იწარმოებს.



პროექტის სავარაუდო ღირებულება 3,6 მილიონ ლარზე მეტია.




არსებული მდგომარეობით, ოთხი სოფლის მოსახლეობას გაზაფხულსა და შემოდგომაზე წყალი სტაბილურად, თუმცა ზაფხულისა და ზამთრის პეროდში დებიტის სიმცირის გამო შეზღუდვით მიეწოდება.რეაბილიტაციას საჭიროებს არსებული ინფრასტრუქტურაც.



პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჭაბურღილებისა და მაგისტრალური მილის მოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სატუმბო სადგურს, წყლის სათავე ნაგებობას და რეზერვუარებს. მოძველებული ქსელი ახლით ჩანაცვლდება და გამრიცხველიანდება მოსახლეობა.



ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 14 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც ოთხი სოფლის მოსახლეობას, ჯამში 5 000-მდე ადამიანს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...

Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა

Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა
access_time2020-11-28 20:00:00
Amazon-ის დამაარსებელმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა ბუნებაზე ზრუნვა გადაწყვიტა და საქველმოქმედო ეკოლოგიური ფონდი Bezos Earth Fund შექმნა. ნოემბერში ფონდმა 16 ეკოლოგიური ორგანიზაცია უკვე შეარჩია, ისინი მისგან ჯამურად 1 მლრდ. დოლარს მიიღებენ. თუმცა, ამ ინიციატივას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ძირითადად ეკოლოგიური ორგანიზაციები, რომლებსაც ბეზოსისგან არაფერი მიუღიათ. მილიარდერს 3 მიმართულებით აკრიტიკებენ: ...


მსგავსი სიახლეები

up