დედაქალაქში წელს რამდენიმე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყება

დედაქალაქში წელს რამდენიმე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყება

access_time2020-02-06 13:50:36

2020-2021 წლებში დედაქალაქში რამდენიმე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. ინფორმაციას მერია ავრცელებს.



მერის მოადგილის თქმით, იგეგმება მარშალ გელოვანის გამზირისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ერთმანეთთან დაკავშირება.



„აქ მოეწყობა შვიდი, სხვადასხვა სიგრძის კვანძი, გაუქმდება ყველა არსებული შუქნიშანი და გადაადგილება შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. ასევე, ხორციელდება ლისიდან ჩამომავალი გზის მოწყობის პროექტი. სწორედ ამ ორი პროექტის განხორციელების შემდეგ დიღმისა და ლისის ტბის მიმართულებით მოძრაობა შეუზღუდავად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.



მისივე თქმით, პროექტი უკვე მზადაა და უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება.



სამუშაოების ღირებულებაა 21 634 083 ლარი და მის დასრულებას დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდება.




წელსვე დაიწყება უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდის მშენებლობა, რომელსაც დაახლოებით 2 წელი და 56 029 454 ლარი დასჭირდება.



„600 მეტრამდე სიგრძის ხიდი მდინარე ვერეს კალაპოტში აშენდება. მნიშვნელოვანია, რომ წყნეთსა და ბაგებში, ასევე უნივერსიტეტის ქუჩასა და ზედა საბურთალოზე იმატებს განაშენიანება და სატრანსპორტო ნაკადები. ამ თვალსაზრისით, ხიდი მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას თამარაშვილსა და ჭავჭავაძეზე“, - განაცხადა მერის მოადგილემ.



ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, ხიდის მოწყობა ასევე ორი კვანძის მოწყობას საჭიროებს უნივერსიტეტის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილზე.



მერის მოადგილის თქმით, წელსვე განხორციელდება ქეთევან დედოფლის, წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაცია.



„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რეაბილიტაციაზე, აქ იგულისხმება არა მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლა, არამედ ძირეული, ფუნდამენტური პრობლემების გადაწყვეტა - მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ყველა საკომუნიკაციო კომპანიასთან და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის. ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია ერთ-ერთი იქნება იმ პროექტებს შორის, რომელსაც ამ კომპანიებთან ერთად განვახორციელებთ. როდესაც ამ სამუშაოებს ვგეგმავთ, მნიშვნელოვანია, რომ ერთდროულად არ მოხდეს ძირითადი საკვანძო არტერიების შეზღუდვა ქალაქში და არ გამოვიწვიოთ კოლაფსი. ვეცდებით, რომ ყველა დაგეგმილი პროექტი ისე განვახორციელოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეფერხება გამოვიწვიოთ დედაქალაქის მასშტაბით. ვაჟა-ფშაველას გამზირზეც ანალოგიურად, მიწისქვეშ გვაქვს ცუდი მდგომარეობა, ფიქსირდება დაზიანებები. რეაბილიტაციის შემდეგ აქ, ისევე როგორც სხვა პროექტების შემთხვევაში, მოეწყობა ავტობუსის ზოლები, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.



თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს 2020-2021 წლებში განსახორციელებელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წევრები, პარლამენტის დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები დაესწრნენ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up