დედაქალაქში მტვრის რაოდენობა დასაშვენ ნორმას აღემატება – კატალიზატორის გარეშე ავტომანქანამ შესაძლოა, ტექდათვალიერება ვერ გაიაროს

დედაქალაქში მტვრის რაოდენობა დასაშვენ ნორმას აღემატება – კატალიზატორის გარეშე ავტომანქანამ შესაძლოა, ტექდათვალიერება ვერ გაიაროს

access_time2018-09-26 16:24:06



პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ პრობლემად გაუმართავ ავტოპარკს ასახელებს.


როგორც კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, გამკაცრდეს ტექდათვალიერების მოთხოვნები, მათ შორის სავალდებულო გახდეს ე.წ. კატალიზატორი.


“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ამ მიმართულებით გამოვლინდა, არის გაუმართავი ავტოპარკი. რაც არ უნდა კარგი ხარისხის საწვავი შემოდიოდეს, თუ ავტოპარკი არ არის გამართული, ძალიან სავალალო შედეგს ვიღებთ. ამას ემატება სამშენებლო მტვერი და სხვა პატარა დეტალები.



არის შემთხვევები, როდესაც ე.წ. კატალიზატორებს აყენებენ ტექდათვალიერების წინ, შემდეგ კი ისევ ხსნიან. კატალიზატორების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გამონაბოლქვი შემცირდეს ან საერთოდ არ იყოს. დღეს ამ საკითხს გავივლით ექსპერტებთან”,- განაცხადა კუჭავამ.


კუჭავა კომიტეტთან ერთად ამ წუთებში თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საკითხზე არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას მართავს.


“საკომიტეტო განხილვა დავიწყეთ იმ საკითხზე, რაც ყველას აწუხებს – ეს არის თბილისში ჰაერის მდგომარეობა. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს კონკრეტული ვადა მიეცათ თავისი მოსაზრებების და რეკომენდაციების წარმოსადგენად. გამოიკვეთა 15 საკანონმდებლო ინიციატივა და რეკომენდაცია, რომელსაც განვახორციელებთ წლის ბოლომდე”, – განაცხადა კუჭავამ.


BFM.GE





ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა
access_time2020-01-22 19:00:34
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტების რიცხვმა [2019 წელს] 9 მილიონს გადააჭარბა. დასახელებული რიცხვი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას შეესაბამება და არა ტურისტული ვიზიტების რაოდენობას. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ტურისტების რიცხვი 6.8%-ით გაიზარდა და 5 მლნ შეადგინა. ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში წყარო: საქართველოს...

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა
access_time2020-01-22 18:30:49
გამოცემა Economist-ის ყოველწლიური, დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარიხსი გაუარესდა. 2019 წელს საქართველო კვლავ დარჩა ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების ჯგუფში, თუმცა შეფასების ქულა 0,08 ქულით გაუარესდა. თუ კი 2018 წელს საქართველოს შეფასებითი ქულა 5,5 ქულა, იყო 2019 წელს 5,42-მდე შემცირდა. უცვლელი დარჩა საქართველოს პოზიცია და წინა წლის მსგავსად კვლავ 89-ე ადგილს ვიკავებთ. ახალი შეფასება 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. შეფასების...

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-22 21:00:21
„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა 1.სადღესასწაულო პერიოდში აუქციონების გამართვა-საკანონმდებლო ხარვეზი თუ კორუფციის წყარო 2.„სოფლის მეურნეობის დარგში სტაბილური განვითარების დინამიკა არ აღინიშნება„ 3.სამორინეების ინკოგნიტო...

Deutche welle: ამერიკა ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება

Deutche welle: ამერიკა  ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება
access_time2020-01-22 20:00:27
2021 წელს  აშშ-ს შეუძლია ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდეს, და ჩაანაცვლოს რუსეთი, საუდის არაბეთი, ანგოლა, და ავსტრალია . ასეთი დასკვნამდე  გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტი ამერიკულ-ჩინური სავაჭრო შეთანხმების შესწავლის შედეგად მივიდა.   როგორც ცნობილია, დოკუმენტს   ხელი 15 იანვარს ხანგძლივი სავაჭრო ომის შემდეგ მოეწერა.   კერძოდ, ჩინეთი იღებს თავის თავზე ვალდებულებას 2 წლის მანძილზე 200 მლრდ....

„სილქნეტმა“ გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

„სილქნეტმა“  გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb   თანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერა ხელი
access_time2020-01-22 14:55:46
წამყვანმა ქართულმა კონვერგენტულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტმა“ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან. OneWeb-ის მიზანია სატელიტური კავშირგაბმულობის გამოყენებით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის და დაბალი ლატენტობის ინტერნეტ-კავშირი ყველგან და ყველასთვის, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა, და OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან სთექელმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის...


მსგავსი სიახლეები

up