დედაქალაქში ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათპუნქტიანი პროგრამა განხორციელდება

დედაქალაქში ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათპუნქტიანი პროგრამა განხორციელდება

access_time2017-09-15 13:12:27

დედაქალაქში, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათპუნქტიანი პროგრამა განხორციელდება, რომლისთვისაც ნახევარ მილიარდ ლარამდე დაიხარჯება.

 

ამის შესახებ იურისტმა ირაკლი ხმალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა.

 

„ისტორიული ნაწილი ქალაქის ეკონომიკისა და ქვეყნის მოსახლეობისთვის განსაკუთრებულ სიკეთეს ქმნის. აქედან გამომდინარე, ჩვენს გუნდს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ამბიციური გეგმა გააჩნია. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ვაპირებთ, განვახორციელოთ ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათპუნქტიანი პროგრამა, რომელიც ნახევარ მილიარდ ლარამდე ღირებულების იქნება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

მისივე თქმით, მსგავსი სამუშაოების შედეგად, უძრავი ქონების ღირებულება და მოსახლეობის ყოველდღიური შემოსავალი იზრდება, რომელიც ათპუნქტიანი პროგრამის პირდაპირი ბენეფიციარი იქნება.

 

აღნიშნული პროგრამის მიხედვით, სარეაბილიტაციო არეალებს შორის ორბელიანის მოედანი, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, გუდიაშვილის მოედანი, ზემო კალის უბანი, ქვემო კალის უბანი, კოტე აფხაზის ქუჩა, ნიკო ფიროსმანის ქუჩა, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩები, გუდიაშვილის ქუჩა და ისტორიული ბაღები იქნება.

 

ირაკლი ხმალაძემ კახა კალაძის ხედვა  წარადგინა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, ქალაქს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

 

„ქალაქში 1700-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ძირითადად, მოედნების, ქუჩების, შენობების, სადარბაზოებისგან შედგება, რასაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება. ჩვენს გუნდს აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა მოვუაროთ მათ. უნდა ჩავატაროთ რეინვენტარიზაცია და თანმიმდევრულად და ეტაპობრივად უნდა აღვადგინოთ. ასევე, ახლადაღდგენილი ადგილების მოვლა-პატრონობაზეც ვიზრონოთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობაზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ურბანული პოლიტიკის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

 

„ჩვენთვის ისტორიული უბნები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ქალაქის იერსახე და სიმდიდრეა. პირობას გაძლევთ, რომ  ამ მიმართულებით ჩვენს პოლიტიკას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. აღმაშენებლის გამზირის მაგალითზე, ყველამ კარგად ვნახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძველი თბილისის რეაბილიტაცია. ძველ უბნებში ახალი სიცოცხლე შემოდის და შესაბამისად, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მასშტაბური პროექტები განხორციელდება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა.

 

 



არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს
access_time2020-06-01 12:40:52
უკვე რამდენიმე დღეა, აშშ-ის არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები არეულობის ფონზე მიმდინარეობს – არბევენ და წვავენ მაღაზიებს, პოლიციის მანქანებსა და შენობებს. დემონსტრანტები აპროტესტებენ მინესოტის შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ უაიარაღო აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობრივ მოპყრობას, რომელსაც შესაძლოა მისი სიკვდილი გამოეწვია და უფრო ფართო პრობლემას — პოლიციის მიერ აფროამერიკელებისადმი სასტიკ მოპყრობას. პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა — დერეკ ჩაუვინმა...

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო
access_time2020-06-01 11:55:07
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1531-ით დაიწყო, 12:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1045-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1180 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.0820 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1450 ლარადაა...

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-06-01 10:50:10
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588 ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-06-01 10:30:24
სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრებიც. როგორც მან ფეისბუკის პირდაპირ ეთერში თქვა, მისი ტესტირების პასუხი დადებითია. მთავრობის მეთაურის თქმით, დაავადება კვლავ ასიმპტომურია. იგი გააგრძელებს მუშაობას პრემიერ მინისტრის რეზიდენციიდან. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი სომხეთში ლაბორატორიულად 9 282 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უშუალოდ კორონავირუსით 131 პირი გარდაიცვალა, თანმხლები...

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!
access_time2020-06-01 09:30:16
COVID-19 პანდემიის დროს, Matercard-მა სამედიცინო პერსონალს მადლობა განსხვავებული ფორმით გადაუხადა: ...


მსგავსი სიახლეები

up