დედაქალაქში ჰაერის დამაბინძურებელ ნაწილაკთა რაოდენობა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშია  გაზრდილია  - კვლევის შედეგი

დედაქალაქში ჰაერის დამაბინძურებელ ნაწილაკთა რაოდენობა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშია გაზრდილია - კვლევის შედეგი

access_time2019-06-11 12:45:42

2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, გაზრდილია ჰაერის დამაბინძურებელ ნაწილაკთა რაოდენობა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშია, - ამის შესახებ „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა ჰაერის ხარისხის კვლევის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, კვლევის ფარგლებში წარმოდგენილია წერეთლის გამზირზე დაფიქსირებული წამყვანი დამაბინძურებლების (აზოტის დიოქსიდი - NO2, მიკრონაწილაკები PM2.5 და PM10) მონაცემების ანალიზი, თუმცა ანალოგიური ან გაუარესებული მდგომარეობა შეიძლება დედაქალაქის სხვა უბნებშიც იყოს.


"2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებმა ჰაერის ხარისხთან მიმართებით დაგვანახა, რომ გაზრდილია იმ წამყვან დამაბინძურებელთა ოდენობა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მეტად საშიშია. ამას წარმოადგენს განსაკუთრებით აზოტის დიოქსიდი, არის შეწონილი მყარი ნაწილაკები და მტვერი. წერეთლის გამზირი აღებულია ერთ-ერთ მაგალითად იმისთვის, რომ გვეჩვენებინა დატვირთულ ქალაქზე, სადაც ჰაერი იზომება გზის პირას, თუ როგორი ვითარებაა. ბუნებრივია, ამის განზოგადება შეიძლება მთელ ქალაქზე ვერ მოხდეს, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვის საფუძველი არსებობს, რომ სხვა დატვირთულ ქუჩებზეც იყოს იგივე ან უარესი ვითარებაა", - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.


მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ტრანსპორტის ნაკადის მოძრაობა იზრდება, იზრდება აზოტის დიოქსიდის ოდენობაც.



"კვლევამ გვიჩვენა, რომ ავტომობილების კორელაციაში, პირდაპირ კორელაციაშია აზოტის დიოქსიდის ზრდა. დღიური მაჩვენებელი სურათს გვიხატავს, როდესაც 8 საათიდან იწყება ტრანსპორტის ნაკადის ზრდა, ამის პარალელურად იწყება აზოტის დიოქსიდის მატება.


ამ კვლევისა და წინა კვლევის, რომელიც ტექინსპექტირებაზე ჩატარდა, მთავარი გზავნილი არის, რომ გამონაბოლქვის გზისპირა კონტროლი მოხდეს. სხვა შემთხვევაში, რეფორმა, რომელიც დაიწყო ეკონომიკის სამინისტრომ, ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს წლის ბოლოსკენ, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ ავტომობილებს, რომელთაც ეკუთვნით ტექნიკური ინსპექტირება, მაგრამ მათ აქვთ შავი და მუქი ფერის გამონაბოლქვი, რომელიც დღეს რეგლამენტით არის აკრძალული. ეს არის ძალიან სერიოზული და მძიმე სიგნალი იმისა, რომ ტექინსპექტირება ჯერჯერობით ისე ვერ მიმდინარეობს, გამონაბოლქვის თვალსაზრისით, რომ ჰაერის ხარისხის გაუარესება არ გამოიწვიოს ავტოტრანსპორტმა," - აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.


ამასთან, ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა დიზელის ძრავზე მომუშავე ტრანსპორტზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეს ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.


"დღეს განსაკუთრებული გამოწვევაა დიზელის ტრანსპორტი. ევრო 4-ის სტანდარტია ქვეყანაში, თუმცა ასევე არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლებელია და ხელმისაწვდომია უფრო იაფიანი და უხარისხო საწვავი, თუმცა ამაზე კონკრეტულად კვლევა არ ჩაგვიტარებია. იმის თქმა შეგვიძლია, რომ დღეს გამოწვევას, აზოტის ოქსიდების ზრდის თვალსაზრისით, წარმოადგენ დიზელის ძრავზე მომუშავე ავტოტრანსპორტი.


ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოძველებული ავტოპარკი, რომელიც დღეს პრაქტიკულად 90%-ია. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დაიწყოს იმ სტრატეგიის ამოქმედება, რომელიც დღეს გააჩნია და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას იმისკენ, თუ როგორ განახლდეს და გაჯანსაღდეს ავტოპარკი," - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.


IPN






სალომე ზურაბიშვილი იზიარებს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ქართული ოცნება - რას ამბობდა ოცნება სალომე ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილი იზიარებს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ქართული ოცნება - რას ამბობდა ოცნება სალომე ზურაბიშვილზე
access_time2019-09-18 22:30:57
მას შემდეგ, რაც მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა რამდენიმე მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული შეიწყალა, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. პრეზიდენტს განმარტებას ქართული ოცნების დეპუტატები და ხელისუფლების წარმომადგენლებიც სთხოვენ. მათი თქმით, პრეზიდენტის შეწყალების დისკრეციული უფლების მიუხედავად, პოლიციელის და სტუდენტის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალება მიუღებელია. პრეზიდენტად ე.წ დამოუკიდებელი კანდიდატი  ქართული ოცნების...

Forbes: შეძლებს თუ არა ზელენსკი პუტინთან შერიგებას

Forbes: შეძლებს თუ არა ზელენსკი პუტინთან შერიგებას
access_time2019-09-18 20:00:41
უკრაინის ახალი მთავრობა ყოფილი მსახიობის ვლადიმერ ზელენსკის ხელმძღვანელობით, არ ეთანხმება ბევრ ადამიანს დასავლეთში, ვინც თვლის ვლადიმერ პუტინს საშინელ ბოროტებად. ზელენსკი მიიჩნევს, რომ პუტინს სურს ურთიერთობების ნორმალიზება. ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლის დროს უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თანახმაა საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგემტის განლაგებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში და სურს დაასრულოს ომი დონეცკის და ლუგანსკის...

რუსეთმა ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას ხელფასების და პენსიებისთვის 1 მლრდ. რუბლი გამოუყო

რუსეთმა ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას ხელფასების და პენსიებისთვის 1 მლრდ. რუბლი გამოუყო
access_time2019-09-18 18:00:07
2019 წელს მოსკოვმა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას საბიუჯეტო სფეროს ხელფასების და პენსიებისთვის 1 მლრდ. რუბლი, ასევე საბანკო სისტემის გაძლიერებისთვის 500 მლნ. რუბლი გამოუყო - განაცხადა რუსეთის ფედერაციის ე.წ. ელჩმა აფხაზეთში ალექსეი დვინიანინმა. „ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამას. 2019 წლისთვის ის ითვალისწინებს 1,7 მლრდ. რუბლის ღირებულების პროექტების რეალიზებას. ამასთან ერთად რუსეთმა...

ბიძინა ივანიშვილი: 2012-ში ხალხს ქუთაისში უნივერსიტეტს დავპირდი, 2020-ში - სტუდენტები შეაბიჯებენ

ბიძინა ივანიშვილი: 2012-ში ხალხს ქუთაისში უნივერსიტეტს დავპირდი, 2020-ში - სტუდენტები შეაბიჯებენ
access_time2019-09-18 16:30:40
ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ განცხადებას ქართული ოცნების ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს. პარტიის თავმჯდომარე წერს, რომ "განათლება ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ჰაერი და წყალი". მისივე თქმით, ის 2012 წელს საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ქუთაისში უნივერსიტეტი აშენდებოდა, 2020 წლის სექტემბერში კი "აქ პირველი სტუდენტები შეაბიჯებენ". პოსტს კომერსანტი უცვლელად...

გიორგი რამიშვილი: „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნებით საქართველოს მედია-ბაზარზე მაღალი მედია-სტანდარტების ქართულენოვანი ევროპული არხი შემოდის

გიორგი რამიშვილი: „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნებით საქართველოს მედია-ბაზარზე მაღალი მედია-სტანდარტების ქართულენოვანი ევროპული არხი შემოდის
access_time2019-09-18 15:05:34
საქართველო მესამე ქვეყანაა, ალბანეთისა და სერბეთის შემდეგ, სადაც ევრონიუსი თავის წარმომადგენლობას ფრანშიზის ფორმით აფუძნებს. დღეს ევროპის წამყვანმა საერთაშორისო არხმა „ევონიუსმა“ და მისმა პარტნიორმა „სილქნეტმა“ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნების თაობაზე. დღესვე წარდგენილ იქნა „ევრონიუს საქართველოს“ სტრატეგიულ მედია- კონსულტანტად ლუსიან სარბი, წარსულში ევრონიუსის სარედაქციო დირექტორი, რომელიც ადგილობრივ გუნდს სატელევიზიო არხის გამართვაში...


მსგავსი სიახლეები

up