„დედაქალაქში გვაქვს, დაახლოებით, 20 პრობლემური მარშრუტი, სადაც გზების შეზღუდული გამტარუნარიანობის გამო, დაგეგმილი ბრუნების, დაახლოებით, 30% ვერ სრულდება“

„დედაქალაქში გვაქვს, დაახლოებით, 20 პრობლემური მარშრუტი, სადაც გზების შეზღუდული გამტარუნარიანობის გამო, დაგეგმილი ბრუნების, დაახლოებით, 30% ვერ სრულდება“

access_time2022-09-21 13:20:00

დედაქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემას იწვევს საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ავტობუსებისა და ავტომანქანების გარკვეული რაოდენობის გატარებას ვერ ახერხებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


თბილისის მერის თქმით, არსებულ პრობლემას ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდა ვერ მოაგვარებს.


„მოსახლეობაში არსებობს მოსაზრება, რომ ტრანსპორტის დამატებით პრობლემა მოგვარდება. კიდევ ავტობუსები რომ დავამატოთ, ეს მეტ პრობლემას შექმნის და შეუძლებელი გახდება გადაადგილება. უნდა აღინიშნოს, რომ კერძო ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 8%-ით იზრდება. შესაბამისად, გამოსავალია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რასაც ვაკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისი თქმით, დედაქალაქში ყოველდღიურად ხორციელდება მონიტორინგი, რაც ტრანსპორტით გადაადგილებისას არსებულ შეფერხებებს ხსნის.



„დედაქალაქში გვაქვს, დაახლოებით, 20 პრობლემური მარშრუტი, სადაც გზების შეზღუდული გამტარუნარიანობის გამო, დაგეგმილი ბრუნების, დაახლოებით, 30% ვერ სრულდება. ეს ნიშნავს, რომ პიკურ პერიოდში საზოგადოებას განახევრებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურება, რაც ერთი მხრივ, ზრდის მოლოდინის დროს და მეორე მხრივ, ვიღებთ გადავსებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ამ შეფერხების მიზეზი რამდენიმე კვანძია, მათ შორის, მარშალ გელოვანის კვანძი, სადაც გათვლებმა აჩვენა, რომ პიკურ დროს ნაკადების 15%-ის შემცირებით, აღნიშნული კვანძი ავტომობილებს დასაშვები სიჩქარით გაატარებს. ამდენად, თუ პრობლემურ კვანძებს განვაზოგადებთ მთლიანი ავტომობილების რაოდენობაზე, გადაადგილებისთვის საჭირო 8-10%-სთვის მაინც გამოვიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც ვფიქრობთ, რეალურია და სრულიად შესაძლებელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


მისი თქმით, ამ მხრივ, ყველა ევროპულმა ქალაქმა გაიარა ის გზა, რასაც ახლა თბილისი გადის.


„ათეული წლის წინ ყველა ევროპულ ქალაქში, პარიზში, მილანში და ა.შ. იგივე პრობლემები იყო, რაც ჩვენთანაა. შესაბამისად, საუკეთესო პროექტების გადმოტანა მნიშვნელოვანია. მადლობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და ყველა კომპანიას, რომელიც ამ პროექტების განხორციელებაში გვეხმარება“, - განაცხადა თბილისის მერმა.






ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up