დედაქალაქში  გაზზე მომუშავე (CNG) ავტობუსები დაემატება

დედაქალაქში გაზზე მომუშავე (CNG) ავტობუსები დაემატება

access_time2019-11-29 16:03:57

საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის მიერ შემუშავებულ სატრანსპორტო პოლიტიკაზე დაყრდნობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, დედაქალაქს ეკოლოგიურად სუფთა საქალაქო ტრანსპორტი - გაზზე მომუშავე (CNG) ავტობუსები დაემატება.


დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ჰანსენმა პროექტის მხარდაჭერის შეთანხმება გააფორმეს.


„ჩვენ უკვე დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის მოსახლეობას გამართულად მოემსახუროს და ჩანაცვლდეს ის ყვითელი ავტობუსები, რომელთა მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ჩანაცვლების პროგრამა უკვე დავიწყეთ, შემოყვანილი გვყავს ახალი ავტობუსები და საზოგადოებაც ხედავს ქალაქში მოძრავ 10-მეტრიან და 8-მეტრიან ახალ ავტობუსებს.


დღევანდელი ხელშეკრულებით გამოიყოფა 80 მილიონი, საიდანაც 65 მილიონი მოხმარდება დამატებითი ავტობუსების შემოყვანას. გარდა ჩანაცვლებისა, მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ავტობუსების დამატება. გვაქვს უბნები რაიონებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს ან თუ მოძრაობს, ძალიან დიდხნიანი ლოდინი უწევს მგზავრებს. ეს პრობლემა აუცილებლად იქნება მოგვარებული. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ საზხოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში იქნება ყველაზე სწრაფი და კომფორტული“, - განაცხადა კახა კალაძემ.


დღესვე, კატარინა ჰანსენმა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ივანე მაჭავარიანთან ერთად ხელი მოაწერა სასესხო შეთანხმებას.პროექტი წარმოადგენს 2016 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გაფორმებული პროექტის გაგრძელებას. ახალი შეთანხმებით, EBRD გამოყოფს სესხს 80 მილიონი ევროს ოდენობით, საიდანაც 65 მლნ ევრო გათვალისწინებული იქნება 200 ავტობუსის შესაძენად, ხოლო 15 მლნ ევრო - დეპოს მშენებლობისთვის.


აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის შეიძინეს და ამჟამად ქალაქის მოსახლეობას ემსახურება ეკოლოგიურად ეფექტური, გაზზე მომუშავე 143 ავტობუსი.





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-01 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი მიწოდების ჯაჭვი იქმნება, საქართველო მზად უნდა იყოს - ამერიკის სავაჭრო პალატა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მოსალოც წერილში 26 მაისს...

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-01 19:15:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ

 Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ
access_time2020-06-01 20:00:35
რუსეთი პრეზიდენტის მკაცრ საკარანტინო ზომებს აქებს, თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ წესების დაცვით ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომაც, ადამიანები მუშაობას არალეგალურად აგრძელებენ.მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში  სილამაზის ერთ-ერთი სალონის თანამშრომლები სამსახურში ფარულად დადიან.    „ჩვენ სიფრთხილის ყველა...

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან
access_time2020-06-01 17:11:59
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს და გამართლებულად მიიჩნევს აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და აშშ–ს ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ: “წარმოიდგინეთ უზარმაზარი მსოფლიო ორგანიზაცია, განსაკუთრებულად რთული მისიით, რომლის მართვასაც სჭირდება გამორჩეული ინტელექტუალი, რათა ერთიან ფორმატში გაიაზროს...

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება
access_time2020-06-01 17:30:55
არაერთხელ გადავადებული მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ვერც წელს ამოქმედდება. საკითხი დღის წესრიგში სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაბრუნდება. როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფრომა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კანონის მიღებას ხელი ახალმა კორონა ვირუსმა შეუშალა. „კოვიდ-19 რომ არ ყოფილიყო, ეს დაზღვევა ახლა უნდა ქონდეს ყველას. მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა ძალიან ბევრ კარგ შედეგს მოიტანს. თუმცა, ჩემი აზრით, ახლა არც...


მსგავსი სიახლეები

up