დედაქალაქში ძალიან ბევრი შემთხვევაა, სადაც უკანონოდ ხდება მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების დატაცება -კახა კალაძე

დედაქალაქში ძალიან ბევრი შემთხვევაა, სადაც უკანონოდ ხდება მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების დატაცება -კახა კალაძე

access_time2020-11-25 11:05:19

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას, თბილისში მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების თვითნებურად მიტაცების საკითხის მოწესრიგება და პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ამ მიწებზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დაავალა. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

"დედაქალაქში ძალიან ბევრი შემთხვევაა, სადაც უკანონოდ ხდება მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების დატაცება, რაც კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ამან უკვე მიიღო სისტემატური ხასიათი და ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს. მინდა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას დავავალო, რომ დღეიდანვე დაიწყოთ უკვე ქმედებები. ვიცი, რომ რამდენიმე კონკრეტულ ლოკაციაზე გაფრთხილებები გაქვთ მიცემული და მიმართეთ, რომ ის პატარა შენობა-ნაგებობები, რომელიც მათ აშენებული აქვთ, თავადვე მოახდინონ დემონტაჟი, თუ ეს არ განხორიციელდება, შეგიძლიათ მიხვიდეთ და თქვენვე გაუკეთოთ ამას დემონტაჟი. კატეგორიულად მიუღებელია ეს უკანონობა. სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრება, ქონება, ეს არც ჩემია, არც თქვენი, ეს არის სახელმწიფოსი. არავის უნდა მივცეთ იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი მიიტაცოს. იმ ადამიანებს რას ვპასუხობთ, ვინც კეთილსინდისიერად იქცევა და კანონს ემორჩილება?! შესაბამისად, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და დღესვე დაიწყეთ ქმედება. შეგიძლიათ დაიხმაროთ ამაში შსს, მე მქონდა მინისტრთან კონსულტაციები და ყველანაირად გექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ეს უმსგავსობა დედაქალაქში დავამთავროთ",- განაცხადა კახა კალაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up