კალაძის მორიგი დაპირება – თბილისის ზღვაზე ახალი უბანი თბილისის მაღლობები აშენდება

კალაძის მორიგი დაპირება – თბილისის ზღვაზე ახალი უბანი თბილისის მაღლობები აშენდება

access_time2021-09-22 13:40:00

თბილისის ზღვაზე ახალი უბანი - თბილისის ზღვის მაღლობები გაშენდება და, ასევე, განახლდება დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ავარიული უბანი - ვარკეთილის მესამე მასივი. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მერობის კანდიდატ კახა კალაძის თბილისის მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.



ირაკლი ხმალაძის თქმით, ეს პროექტები წარმოადგენს თბილისის ურბანული განვითარებისთვის ახალ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ შესაძლებლობებს. როგორც ვიცე-მერმა განმარტა, ვარკეთილის მესამე მასივის განახლების პროგრამას მუნიციპალიტეტი სამშენებლო დეველოპერებთან ერთად განახორციელებს და ამისთვის მათთან გამარტივებულ ბიუროკრატიულ რეჟიმში ითანამშრომლებს.



„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ და აღვნიშნავ, რომ ეს პროგრამა არის საბინაო ფონდის განახლების და ურბანული ქსოვილების გაჯანსაღების პროგრამა. ასევე, არის სოციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და კეთილდღეობას. ჩვენ ამ პროგრამას ვახორციელებთ სამშენებლო კომპანიებთან ერთად. ეს არის უსაფრთხო და სტაბილური პარტნიორობის მოდელი. თავად მუნიციპალიტეტი მოამზადებს სამშენებლოდ თითოეულ პროექტს და ტენდერის საფუძველზე გადასცემს გადასცემს გამარჯვებულ კომპანიას, რომელსაც არ უწევს არანაირი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა. არც პროექტის მომზადება, არც სამშენებლო ნებართვის მიღება. გადაეცემა კონკრეტული პროექტი და უნდა დაიწყოს მისი განხორციელება.




ვარკეთილის მესამე მასივის განახლების პროგრამა - ეს არის 72 ჰა ტერიტორიაზე გაშენებული თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ავარიული უბანი, სადაც 5000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს და სადაც 400 შენობაა სულ. ჩვენ შევიმუშავეთ კონცეფცია, რომელიც შედგება როგორც ვიზუალური დაგემარების, ასევე ეკონომიკურად გამართული მოდელირებისაგან. ტერიტორია დაყოფილია 15 სექტორად, სადაც შესაზლებელია 15 გრგ არეალის დამუშავება დეველოპერული კომპანიები მიერ და მათ ეძლევათ თანაბარი ეკონომიკური პარამეტრები და შესაძლებლობები. მთლიანი სამშენებლო მოცულობა ტერიტორიის შეადგენს 750 000 კვ.მ-ს, ხოლო პროქტის ეკონომიკური ბრუნვა კი არის ნახევარი მილიარდი დოლარი.



ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის ზღვაზე ახალი უბნის დაგეგმარება წარმოადგენს, ბოლო პერიოდში, თბილისის შემოგარენში კერძო დასახლებებზე მოთხოვნის გაზრდაზე პასუხს და მისი მიზანი ერთბინიანი სახლების მშენებლობის მიზნით 2300-ზე მეტი ინდივიდუალური მიწის ნაკვეთის მოწყობაა. ვიცე-მერის განმარტებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები გამოყენებული იქნება სხვადასხვა პრობლემური მიწის ნაკვეთების გამოსყიდვისა და მონაცვლეობის მიზნით.



„ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისის შემოგარენში კერძო დასახლებებზე მოთხოვნა, შესაბამისად ჩვენ დავაგეგმარეთ ახალი უბანი. ეს არის 5 მილიონი კვ.მ. ტერიტორია, რომელიც მდებარეობს თბილისის ზღვის აღმოსავლეთ ფერდობზე და განკუთვნილია ინდივიდუალური განაშენიანებისთვის. საერთო ფართობი არის 2 500 000 კვ.მ. ხოლო 600 000 კვ. მ. ფართობზე დაგეგმილია რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. აღნიშნული ტერიტორიების დაყოფა მოხდება რამდენიმე სექტორად და მათი განხორციელება მოხდება მუნიციპალიტეტის და კერძო სექტორის თანამშრომლობით. მთავარი კონცეფცია ამ პროექტის გახლავთ ის, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტი სოლიდური თანადაფინასებით მოახდენს. ეს არის გზები, ველობილიკები, რეკრეაციული სივრცეები, გზაგამყოფები, მწვანე წონები, გარე განათება და სხვა“, - განაცხადა ვიცე-მერმა.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up