მალე დედაქალაქს 15-წლიანი ტრანსპორტის განვითარების გენერალური გეგმა ექნება

მალე დედაქალაქს 15-წლიანი ტრანსპორტის განვითარების გენერალური გეგმა ექნება

access_time2019-05-20 17:27:09

„დედაქალაქს მალე 15-წლიან პერსპექტივაზე გათვლილი ტრანსპორტის განვითარების გენერალური გეგმა ექნება, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავგეგმოთ, სად, რა აშენდეს და თუ აშენდება ეს ტრანსპორტის მიმართულებით დამატებით რა საჭიროებებს გააჩენს“, - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა განაცხადა.


მამუკა მუმლაძემ დიდი დიღმის მაგალითზე დააკონკრეტა, რომ ტრანსპორტის მოწესრიგებისთვის ახლა დიღომში 18 და 24-მეტრიანი ავტობუსებია გათვალისწინებული, თუმცა ბევრი ახალი მშენებლობის გამო, შესაძლოა, მომავალში დიდ დიღომში მეტროს გაყვანაც კი საჭირო გახდეს.


„ეს დოკუმნენტი საშულებას მოგვცემს 15-წლიან პერსპეტივაში დაიგეგმოს, როგორ უნდა განვითარდეს დედაქალაქი. ასევე ბიუჯეტის დაგეგმვისა და გათვალისწინების დროს რა სიკეთეები უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ის პრობლემები არ შეიქმნას დედაქალაქში, რა პრობლემებიც დღეს არის შექმნილი. მაგალითად, დიდ დიღომში ახლა 18 და 24-მეტრიანი ავტობუსებია გათვალისწინებული, რომ დღევანდელი პრობლემა მოაგვაროს, მაგრამ, იქ ახლა ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და მომავალში რისი გაკეთება იქნება საჭირო, ზუსტად ამ დოკუმენტმა უნდა გვაჩვენოს, მაგალითად, შეიძლება, რამდენიმე წელიწადში დიდ დიღომში მეტროს გაყვანა გახდეს საჭირო.



იგივე შიძლება ითქვას, ლაგუნა ვერეს ჩასასვლელზეც, სადაც ბენზინგასამართი სადგურები პრობლემას ქმნის, აქაც გადაწყვეტილი იქნება, რამდენად ღირებული იქნება დედაქალაქისთვის, რომ გზა გაფართოვდეს და ქვეითთა გადასასვლელი გაკეთდეს, რაც ახლა არ არის ამ ნაწილში. ზუსტად ეს დოკუმენტი მოგვცემს ამის საშულებას და 15- წლიან პერსპეტივაში დედაქალქს ეცოდინება, რა უნდა დაიგეგმოს“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ.


თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით ტენდერი უკვე გამოცხადებულია და მონაწილეობის მსურველი კომპანიების სია დაახლოებით ერთ თვეში იქნება ცნობილი.


„ტექნიკურ დავალებაზე, თუ რა გვჭირდება დედაქალაქისთვის, თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. ჩვენი ტექნიკური დავალება გადაეცა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, მათ შემდეგ დაამუშავეს ეს დოკუმენტი, ჩაატარეს ბაზრის კვლევა, მოწონებული იქნა ეს ტექნიკური დოკუმენტი და გამოაცხადეს ტენტერი. ჩვენ ალბათ, დაახლოებით ერთ თვეში შემოგვივა მონაცემები, რომელი კომპანიები არიან მონაწილეები და გამოვავლენთ გამარჯვებულ კომპანიას“,- განაცხადა მამუკა მუმლაძემ.



BMG





მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-25 21:30:49
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე...


მსგავსი სიახლეები

up