დედაქალაქის საკრებულო თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დასამტკიცებლად განიხილავს

დედაქალაქის საკრებულო თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დასამტკიცებლად განიხილავს

access_time2019-12-27 16:27:33

დედაქალაქის საკრებულო თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დასამტკიცებლად განიხილავს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის თქმით 2020 წლის ბიუჯეტი და დაგეგმილი ღონისძიებების ჯამური ხარჯი მილიარდ 300 მილიონზე მეტი იქნება.



„ჩვენი 2020 წლის ბიუჯეტი და დაგეგმილი ღონისძიებების ჯამური ხარჯი, წლის განმავლობაში შევსების პირობით იქნება მილიარდ 300 მილიონზე მეტი. მისი ძალიან დიდი ნაწილი იხარჯება ისევ და ისევ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. მხედველობაში მაქვს როგორც გზების რეაბილიტაცია, ასევე, ახალი ავტობუსების შეძენა, ახალი მატარებლების შეძენა და მოდერნიზება, კაპიტალური რემონტის ჩატარება და ასევე, ისტორიული არეალების მიმდინარე რეაბილიტაციის დასრულება; ორბელიანის მოედნის გაგრძელებაზე თაბუკაშვილის, ჯორჯაძის და ფურცელაძის ქუჩების რეაბილიტაცია, ასევე, გუდიაშვილის ქუჩის დასრულება. ასევე წერეთლის, ქეთევან წამებულისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაცია; მარშალ გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდება; დაიწყება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა.



ინფრასტრუქტურა ქალაქის გამოწვევა ყოველთვის არის და იქნება, თუმცა ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა და ჩვენი ამბიცია იყო და არის სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება. თუ თქვენ თვალს გადაავლებთ რამხელა თანხების ინვესტირებას ახდენს მუნიციპალიტეტი, შეგიძლიათ ნებისმიერ გასულ წელს შეადაროთ და ეს თანხა ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება, ვინაიდან ვატარებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების წამახალისებელ პოლიტიკას და საჭიროა მისი მოწესრიგება“, - განაცხადა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.



2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთლიანი მოცულობა 1 მილიარდ 21 მლნ 400 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 93 მლნ 769 ათასი ლარით არის გაზრდილი.




მომავალ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 431 მლნ 90 370 ლარი, ხოლო სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 317 მლნ 593 121 ლარი.



2020 წლის განმავლობაში ბიუჯეტის მოცულობა, გარდამავალი ნაშთის დამატების შემდეგ 1 მილიარდ 100 მლნ ლარს გადააჭარბებს, რაც ძირითადად გამოწვეულია შემოსავლების გადაჭარბებით.



ბიუჯეტს სესხებისა და გრანტების სახით დაემატება ჯამში დაახლოებით 320 მლნ ლარი.







ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი
access_time2020-02-18 19:32:12
ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. „კომერსანტმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი ქვეყანა ყიდულობს ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო...

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ
access_time2020-02-18 17:30:29
2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას...

პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“

 პასუხი  ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“
access_time2020-02-18 17:10:54
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“.განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო...

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
access_time2020-02-18 17:00:49
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი...


მსგავსი სიახლეები

up