დედაქალაქის მთავრობის სხდომებს ჟესტური ენის თარჯიმანი ეყოლება

დედაქალაქის მთავრობის სხდომებს ჟესტური ენის თარჯიმანი ეყოლება

access_time2021-01-20 13:20:00

დედაქალაქის მთავრობის ყველა სხდომას ჟესტური ენის თარჯიმანი ეყოლება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



კახა კალაძის თქმით, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი გარესამყაროსთან ურთიერთობას სწორედ თარჯიმნის საშუალებით ახერხებს და მათთვის ინფორმაციის ჟესტურ ენაზე მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.



„ყველა ვთანხმდებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და ჩვენ ყოველდღიურ მუშაობაში მათი საჭიროებების გათვალსიწინებას ვცდილობთ. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც ქალაქში ხორციელდება, მათზე მაქსიმალურადაა მორგებული. თბილისი უნდა იყოს ინკლუზიური ქალაქი. ამ მიმართულებით, ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. როგორც იცით, სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის კომუნიკაცია მთავარი პრობლემაა და გარემო მათთვის მაქსიმალურად უნდა იყოს ადაპტირებული. ამიტომ, დღეიდან, დედაქალაქის მთავრობის ყველა სხდომაზე ჟესტური ენის თარჯიმანი გვეყოლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.




მისივე თქმით, თარჯიმნის საშუალებით, დედაქალაქის მოსახლეობა ინფორმაციას თანაბრად და ოპერატიულად მიიღებს.









იურიდიულ პირები პროკრედიტ ბანკში დისტანციურად გახსნიან ანგარიშებს

იურიდიულ პირები პროკრედიტ ბანკში დისტანციურად გახსნიან ანგარიშებს
access_time2021-03-02 09:55:07
...

ირაკლი ღარიბაშვილი - შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება

ირაკლი ღარიბაშვილი - შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება
access_time2021-03-01 22:54:17
ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ყველამ ერთად გამონახოს საერთო ენა. „შარლ მიშელის მიერ...

გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე

გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე
access_time2021-03-02 10:00:49
2021 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა მოგებით დაიწყო, რომლის მოცულობა 113.36 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა წინა წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია საპროცენტო შემოსავლები და მისი მოცულობა 367.56 მლნ ლარს უტოლდება, კლება 14 მლნ ლარია, გაზრდილია სხვა და არასაპროცენტო შემოსავლები, ზრდა 3 მილიონი ლარია. საკონვერსიო ოპერაციებიდან კი სექტორმა 13.46 მლნ ლარის ზარალი მიიღო. გარდა შემოსავლებისა, მნიშვნელოვანი ცვლილებებია ხარჯების ნაწილშიც, რომლის მოცულობაც მიუხედავად საპროცენტო...

შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა მიმდინარეობს

შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2021-03-01 20:34:10
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებიან. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდნენ ირმა ინაშვილი, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სალომე სამადაშვილი, ალეკო ელისაშვილი, მამუკა ხაზარაძე, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-01 21:00:35
1. სასტუმროს გახსნა არ არის გასაღების გადატრიალება - მთავრობის დაგვიანებული...


მსგავსი სიახლეები

up