დედაქალაქის მთავრობის ახალმა შემადგენლობამ პირველი სხდომა გამართა

დედაქალაქის მთავრობის ახალმა შემადგენლობამ პირველი სხდომა გამართა

access_time2017-11-20 13:42:26

დედაქალაქის მთავრობის ახალმა შემადგენლობამ პირველი სხდომა გამართა. მერიის ცნობით, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე მთავრობის წევრებს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

 

 

პირველი საკითხი, რომელსაც თბილისის მერი მთავრობის სხდომაზე შეეხო, დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტია და აღნიშნა, რომ მთავრობის დამტკიცებამდე, საკრებულოში წარდგენილ პროექტში ცვლილებები ვერ განხორციელდებოდა.

 

 

კახა კალაძემ ვიცე-მერს სთხოვა, საკრებულოდან ბიუჯეტის პროექტი გამოითხოვოს, რათა მასში ის კონკრეტული პროექტები აისახოს, რომელიც მომავალ წელს, ქალაქის განვითარებისთვის უნდა განხორციელდეს.

 

„მინდა ვთხოვო ვიცე-მერს, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყოს, გამოითხოვოს წარდგენილი ბიუჯეტი და კანონის გათვალისწინებულ ვადებში, თბილისის საკრებულოში მისი გადაგზავნა მოხდეს. მასში აუცილებლად უნდა იყოს ასახული ის კონკრეტული პროექტები, რომელიც ჩვენ 2018 წელს გვაქვს დაგეგმილი. შესაბამისად, პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს იმ ბიუჯეტის საკრებულოში გადაგზავნაა, რომელშიც ჩვენს საარჩევნო პროგრამაში არსებული პროექტები აისახება", - აღნიშნა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.


 

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ მერიის სტრუქტურულ ერთეულებს, რაიონების გამგეობებს, თბილისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სსიპ-ს, შპს-სა და ა(ა)იპ-ს, სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად საჭირო ქმედებების დაწყებაც დაავალა.

 

„ჩვენი მიზანია, თბილისის მერია გახდეს მოქნილი, მოქალაქეებზე მეტად ორიენტირებული უწყება და დაგეგმილი რეფორმაც, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. პროცესი იქნება აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და კონკრეტული ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას", - განაცხადა თბილისის მერმა.

 

ბოლო საკითხი, რასაც მთავრობის სხდომაზე თბილისის მერი შეეხო, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონებაა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

 

„ყველა რაიონში იყო ფაქტები, სადაც მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ფართებში, თაობები გაზარდეს და დღესაც იმის შიში აქვთ, ხვალ ვინმე არ მივიდეს და გამოასახლოს. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გავეცით დაპირება, რომ პირველივე დღიდან, როდესაც კი ჩვენი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება მოგვეცემოდა, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დავიწყებდით. კონკრეტულად ეს საკითხი ცაიშის ქუჩა N36-ში მცხოვრებ მოსახლეობას ეხება. 23 ოჯახი იქნება 1 353 კვადრატული მეტრის ფართით დაკმაყოფილებული. ეს სწორედ ის ოჯახებია, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში, ფართის დაკანონებას ვერ ახერხებდნენ", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრსა და ცენტრალურ მთავრობას ამ მიმართულებით განხორციელებული ქმედებებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

 

 




თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭიათურის მოვლენებზე პირად პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ - მეტიც, უმრავლესობას ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან აქვს

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭიათურის მოვლენებზე პირად პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ - მეტიც, უმრავლესობას ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან აქვს
access_time2019-05-24 16:00:07
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების პროტესტმა უკიდურესი ფორმა მიიღო, პროტესტის მერვე დღეს სამმა მოშიმშილემ პირი ამოიკერა. შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულები ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დღესვე მაღაროელებმა მთავრობას მიმართეს და მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. — რატომ არ რეაგირებენ და რატომ ახსენდებათ მოქალაქეები მმართველი გუნდის...

სტარტაპერები ბახტაძის ახალ ინიციატივაზე - “სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოა“

სტარტაპერები ბახტაძის ახალ ინიციატივაზე - “სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი  შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოა“
access_time2019-05-24 15:00:47
“ჩვენთვის ადამიანური კაპიტალის განვითარება არის პირდაპირ კავშირში ახალგაზრდულ ეკონომიკასთან. სწორედ ახალგაზრდების ენერგია, მათი ხედვა და ინოვაციური მიდგომა უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივი“, - ამ სიტყვებით დააანონსა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინოვაციური პროექტების დააფინანსებს ახალი პროგრამა. პრემიერმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ახალგაზრდა...


მსგავსი სიახლეები

up