დედაქალაქის მერმა ყაზბეგის გამზირზე ახლადრეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა ყაზბეგის გამზირზე ახლადრეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

access_time2020-06-01 22:49:00

საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე, N52 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ინფომაციას თბილისის მერია ავრცელებს.



დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და საბურთალოს გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად დაათვალიერა.



„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და მინდა, პირველ რიგში, ყველა პატარას მივულოცო. სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს, ძალიან ლამაზი რეკრეაციული სივრცე გავხსენით. აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. სხვათაშორის, წინა ხელისუფლების დროს ეს კონკრეტული ადგილი გამზადებული იყო გასაყიდად და რომ არა მოსახლეობის ჩართულობა და დედაქალაქის მაშინდელი მერი დავით ნარმანია, ეს სივრცე გაყიდული იქნებოდა და რამდენიმესართულიანი კორპუსი აშენდებოდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.



კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის, რომ დედაქალაქში რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე შეიქმნას და მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.




„ჩემი დამოკიდებულება რეკრეაციული სივრცეების მიმართ ყველასთვის ცნობილია. ჩვენი მთავარი მიმართულებაა, რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას ქალაქში და არსებული სკვერების რეაბილიტაცია მოხდეს. ეს სკვერი კი არის საუკეთესო მაგალითი და საჩვენებელი, თუ როგორი უნდა იყოს მწვანე სივრცე. ძალიან მიხარია, რომ ამ სკვერით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს და ჩვენ, მთელი ქალაქის მასშტაბით, გავაგრძელებთ ასეთი პროექტების განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტების მხრიდან იყო მოწოდებები, რომ თანხები არ დაგვეხარჯა ატრაქციონებში, ხედავთ, რამხელა პოპულარობით სარგებლობს სკვერებში ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცეები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენს შვილებს, ჩვენს პატარებს საუკეთესო მომავალი ჰქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.



პროექტის შედეგად, 3 000 კვ.მ ფართობზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. რულონური ბალახი დაიგო, სხვადასხვა სახის ხე-მცენარე დაირგო და სარწყავი სისტემა დამონტაჟდა. აგრეთვე, შადრევანი, LED განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, საპარკე სკამები და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდა. სკვერში კაუჩუკისსაფარიან მოედანზე ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდა.



სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „გრინსერვის+“ შეასრულა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 424 435 ლარი დაიხარჯა.



ახლადრეაბილიტირებული სკვერი, მერთან ერთან, დედაქალაქის საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.




თეგები:
სკვერი



ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოშია

ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოშია
access_time2020-07-13 16:30:17
„აიგრუპის“ ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები უკვე საქართველოშია.   საწარმოო ხაზი და ტექნოლოგიური სიმძლავრეები, რომელიც კომპანიამ პარტნიორისგან, ავტოინდუსტრიის ჩინური გიგანტი კომპანია „ჩანგანისგან“ ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე შეიძინა და დეკემბერში უნდა ჩამოსულიყო, საქართველოში 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში ჩამოვიდა, ვინაიდან „კოვიდ-19“-ის გამო შექმნილმა ვითარებამ ლოგისტიკური შეფერხებები გამოიწვია.   ქუთაისში,...

საზღვრის კვეთა, ტესტირება, კარანტინი და პროცედურები - საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

საზღვრის კვეთა, ტესტირება, კარანტინი და პროცედურები - საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს
access_time2020-07-13 15:32:31
საქართველოს მთავრობა საზღვრის კვეთასთან, ტესტირებასთან, კარანტინთან და შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე განთავსდა.   ხშირად დასმული კითხვები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რომელი ქვეყნებისთვის იხსნება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი?   ამ ეტაპზე, ევროკავშირის 27 წევრი...

ვინ და როგორ იმარჯვებს უკონკურენტოდ ტენდერებში

ვინ და როგორ იმარჯვებს უკონკურენტოდ ტენდერებში
access_time2020-07-13 17:00:29
ბოლო დროს აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო სულ უფრო ხშირად მიგვითითებს ქვეყანაში კორუფციის რისკების არსებობაზე, თუმცა ხელისუფლება პასუხად ამბობს, რომ საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში მხოლოდ გაუმჯობესდა და შესაბამისად, როგორ შეიძლება ქვეყანა, ერთი მხრივ, მიმზიდველი იყოს ბიზნესის, გლობალური კონკურენტუნარიანობის ან თუნდაც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თვალსაზრისით და, მეორე მხრივ, კორუფციაში იფლობოდეს. რამდენიმე თვის წინ საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებდა...

ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება

ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება
access_time2020-07-13 14:30:00
ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.   „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესების ასეთი...

გია ჯოხთაბერიძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

გია ჯოხთაბერიძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
access_time2020-07-13 13:30:41
„მაგთიკომის“ დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. კომერსანტი  ჯოხთაბერიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „პარასკევს, 10 ივლისს, დარგობრივი ეკონომიკის საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი განიხილებოდა, მაგთიკომის დამფუძნებელმა, გია ჯოხთაბერიძემ, სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა, რომ , კახი ბექაურის...


მსგავსი სიახლეები

up