დედაქალაქის მერმა მოსკოვის გამზირზე ახლადრეაბილიტირებული შუა ზოლი დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა მოსკოვის გამზირზე ახლადრეაბილიტირებული შუა ზოლი დაათვალიერა

access_time2020-11-16 22:39:07

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსკოვის გამზირზე არსებული, 2-კილომეტრიანი შუა ზოლი დაათვალიერა, რომელიც ახლახან რეაბილიტირდა. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.



თბილისის მერის თქმით, წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში არსებული გზაგამყოფის რეაბილიტაციის შედეგად, კეთილმოწყობილი და უსაფრთხო დასასვენებელი სივრცე მოეწყო.



„სამგორის რაიონში, კონკრეტულად მოსკოვის გამზირზე კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა. ყველამ კარგად იცის, რომ ეს გზაგამყოფი წლების განმავლობაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. აქ ადრე ტრამვაის ხაზი გადიოდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოგვეხდინა მისი სრული რეაბილიტაცია. ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო სასეირნო ზოლი და ველობილიკები; დაიდგა ტრენაჟორები, ატრაქციონები და ამ ყველაფრის შედეგად, ძალიან მაგარი სივრცე შეიქმნა. დარჩენილია მხოლოდ გაწმენდის სამუშაოები და გამწვანების მცირე სამუშაოები, რომლებსაც რამდენიმე დღეში დავასრულებთ. მთლიანი სივრცე, რომელიც 2 კილომეტრს მოიცავს, აღჭურვილია უსაფრთხოების კამერებით იმისთვის, რომ წესრიგი მაქსიმალურად იყოს დაცული“, - განაცხადა კახა კალაძემ.




შუა ზოლზე მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ველო და სასეირნო ბილიკები, განათების, სარწყავი და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები, განთავსდა სკამები და ურნები. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაირგო სხვადასხვა სახეობის 9063 ძირი მწვანე ნარგავი და დაითესა ბალახი.



თბილისის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და საკრებულოს დეპუტატები.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up