დედაქალაქის მერმა მამუკა ბახტაძეს გაწეული საქმიანობისა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

დედაქალაქის მერმა მამუკა ბახტაძეს გაწეული საქმიანობისა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

access_time2019-09-04 12:43:46

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა მამუკა ბახტაძეს გაწეული საქმიანობისთვის და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კალაძის თქმით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო დედაქალაქისთვის.



„მინდა გამოვეხმაურო სამთავრობო ცვლილებებსდა ბატონ მამუკას მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ის ყოველთვის გვერდში ედგა დედაქალაქის მუნიციპალიტეტს და ეს აისახა საქმითაც: დედაქალაქის წლევანდელი ბიუჯეტი მართლაც განსხვავებულია წინა წლებთან შედარებით და ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, განვახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები დედაქალაქის მასშტაბით.



თქვენ იცით, რომ უამრავი პრობლემაა და ამ პრობლემებს სჭირდება მოგვარება.მე ყოველთვის მითქვამს:ერთობა, ერთად დგომა და გუნდურობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ღირსეულად დავუდგეთ იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს აქტუალურია ქალაქისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.




დედაქალაქის მერმა, ასევე, წარმატება უსურვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს.
„მინდა წარმატებები ვუსურვო გიორგი გახარიას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, წარმატებები ვუსურვო მინისტრთა კაბინეტში წარმოდგენილ მინისტრობის კანდიდატებს და დარწმუნებული ვარ,ამ შემთხვევაშიც, ერთიანი ძალისხმევით და თანამშრომლობით შევძლებთ, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ დედაქალაქისთვის. ამას ჭირდება ბევრი მუშაობა, ძლიერი ზურგი ცენტრალური ხელისუფლების სახით, რომ შესაძლებელი იყოს ცენტრალური ბიუჯეტიდან უფრო დიდი ტრანსფერის გაკეთება, რომ მოვაგვაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც აწუხებს თბილისს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.






დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up