დედაქალაქის მერმა ,,ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხებზე დეველოპერულ კომპანიებთან მორიგი ონლაინშეხვედრა გამართა

დედაქალაქის მერმა ,,ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხებზე დეველოპერულ კომპანიებთან მორიგი ონლაინშეხვედრა გამართა

access_time2020-12-01 18:09:57

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად,  ,,ცენტრ პოინტის დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხებზესამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებთან მორიგი ონლაინშეხვედრაგამართა. 


სამშებლო-დეველოპერულ კომპანიებთან გამართულ შეხვედრის მიზანი ,,ცენტრ პოინტის დაუმთავრებელი მშენებლობების, კერძოდ, სარემონტო ობიექტების დასრულებისთვის თანხების მობილიზების საკითხის განხილვა და შესაბამისი განაცხადების წარმოდგენის პროცედურებთან დაკავშირებით სამშენებლო სექტორის ინფორმირება იყო. 


თბილისის მერიამ ცენტრ პოინტის დაუმთავრებელ მშენებლობებზე მუშაობა,კომისიის ფორმატში,  2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. შესაბამისმა კომისიამ  „ცენტრ-პოინტის“ 16 დაუმთავრებელი მშენებლობიდან  6 ობიექტზე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ აღნიშნულ 6 სამშენებლო ობიექტის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის მომზადდა  ჩასატარებელი სამუშაოების ნუსხა, ასევე, სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, რომლის ფარგლბშიც სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის ტენდერი ჩატარდა. 



ამ ეტაპზეწინამოსამზადებელ სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს კომპანია მეტტა“. სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებელი გაგრძელებისთვის საჭიროა გარკვეული თანხების აკუმულირება.

შპს ,,ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფილირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობებისმათ შორის, ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობების დასრულების საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, რადგან, შენობა-ნაგებობების დასრულებას და ექსპლუატაციაში მიღებას ელოდება ათასობით დაზარალებული პირი, მათ შორის, ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან საცხოვრებელის არქონის გამო.


აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ცენტრ პოინტის“ სარემონტო-სამშენებლო ობიექტების დროული დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის თანხების აკუმულურების მიზნით, მერია გამოთქვამს მზადყოფნას, მიიღოს და განიხილოს სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენელთა წინადადებები მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებისთვის.





სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა

სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
access_time2021-01-15 16:00:05
დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა  ,,პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად  2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ.   „ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე კოვიდსიტუაცია, ასევე ჩვენი მომხმარებლის საჭიროებები და ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გავამარტივეთ პროცედურა, შევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და...

Forbes: ბაიდენმა ეკონომიკური დახმარების ახალი გეგმა წარადგინა

Forbes: ბაიდენმა ეკონომიკური დახმარების ახალი გეგმა წარადგინა
access_time2021-01-15 20:00:23
აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის დახმარებისთვის კონგრესს 1,9 ტრლნ. დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.   „გეგმა ამბიციურია, თუმცა, მიღწევადი. ის ამერიკის ეკონომიკას გადაარჩენს და ქვეყანას ვირუსთან გამკლავების საშუალებას მისცემს“ - ნათქვამია ბაიდენის გარდამავალი ჯგუფის განცხადებაში.   ახალი პროექტი რამდენიმე ძირითად პუნქტს შეიცავს, მათ შორისაა ხარჯები კორონავირუსთან ბრძოლის გაძლიერებაზე (400 მლრდ....

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა
access_time2021-01-15 14:50:43
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გააცნო.     შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორი ძირითადი საკითხი, კერძოდ  დაქირავებულ პირთა შესახებ ახალი ელექტრონული რეესტრი, რეესტრში ინფორმაციის ასახვის წესი და დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის პროგრამა.  ასევე საუბარი შეეხო ზოგადად...

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი
access_time2021-01-15 15:00:56
„ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა - ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემაა აღვადგინოთ ტურიზმი, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტურიზმის სექტორს ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტის შემოტანა შეუძლია.     „ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ...

ნორვეგიაში Pfizer-ის პრეპარატის მიღების შემდეგ 23 პაციენტი გარდაიცვალა

ნორვეგიაში Pfizer-ის პრეპარატის მიღების შემდეგ 23 პაციენტი გარდაიცვალა
access_time2021-01-15 19:00:17
ნორვეგიაში სულ მცირე 23 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაც ადრე COVID 19-ის ვაქცინა მიიღეს.  ამის შესახებ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს პრესსამსახური იუწყება. „გვაქვს ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებული გარდაცვალების 23 შემთხვევის შესახებ. ამჟამად, სპეციალისტების მხრიდან 13 მათგანის შესწავლა მიმდინარეობს,“ - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. სააგენტოს მთავარი ექიმი სიგურდ ხორტემუ იტყობინება, რომ უკვე მიღებულმა...


მსგავსი სიახლეები

up