დედაქალაქის მერიაში თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა

დედაქალაქის მერიაში თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა

access_time2020-02-25 23:51:00

დედაქალაქის მერიის თანამშრომლებს თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ განვითარების კონცეფცია წარუდგინა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.



დოკუმენტი პროექტის ანგარიშს, ხედვას და 2-წლიან სამოქმედო გეგმას მოიცავს, რომელიც არსებულ ვითარებაზე, სხვადასხვა კვლევაზე, სტატისტიკურ მონაცემებსა და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით შემუშავდა.



პრეზენტაციის პირველ ნაწილში, სერგი გვარჯალაძემ პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, წელიწადნახევრის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში საბიუჯეტო თანხების მინიმალური გამოყენებითა და სპონსორების მხარდაჭერით, არაერთი ღონისძიება განხორციელდა.



„ღამის ეკონომიკის პროექტის დაწყებიდან რამდენიმე თვეში შემუშავდა მარშრუტი და დაინიშნა ღამის ავტობუსი N222, ჩავატარეთ ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი, ქალაქში აკუსტიკური დანაგვიანების პრობლემის მოსაგვარებლად გაიმართა რამდენიმე დისკუსია, წამოვიწყეთ ჰაკათონების, ტრენინგებისა და ვორქშოფების ტიპის ახალი სერია, რომელსაც ღამის ლაბორატორია დავარქვით და ამ ღონისძიებებს ამ ხნის განმავლობაში 300-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავდა, ჩავატარეთ Business to Business (B2B) შეხვედრები, რომელშიც 25 ქართული კომპანიისა და 5 საერთაშორისო საფესტივალო კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს, გაცვალეს იდეები და შესაძლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს“, - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.




მისივე თქმით, მოსახლეობასთან მუდმივად ტარდება საკონსულტაციო შეხვედრები. დაინტერესებულ პირებთან, ამ დრომდე, 300-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა.



პრეზენტაციის სტუმრები ასევე გაეცნენ ღამის ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებს და მათზე დაყრდნობით შემუშავებულ სტრატეგიულ მიმართულებებს, რომელიც 2-წლიან სამოქმედო გეგმაში აისახა.



„სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგად, მოსალოდნელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ღამის ეკონომიკასთან მიმართებაში და ღამით მომუშავე ბიზნესების რაოდენობის ზრდა“, - აღნიშნა სერგი გვარჯალაძემ.



კონცეფციის შექმნაზე თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის და თბილისის მერიის სამუშაო ჯგუფმა იმუშავა.



თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი 2018 წლის აპრილში დაიწყო. პროექტის მიზანია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, განხორციელებული აქტივობებით თბილისის ტურისტული პოტენციალის და კულტურული მრავალფეროვნების გაზრდა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up