დედაქალაქის მერიამ უცხოურ და ადგილობრივ კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გამართა

დედაქალაქის მერიამ უცხოურ და ადგილობრივ კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გამართა

access_time2019-12-19 15:08:56

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, სასტუმრო „რუმსში“, უცხოურ და ადგილობრივ კომპანიებს შორის, ტურიზმის მიმართულებით B2B შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას მერია ავრცელებს.



ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია ესწრებოდნენ.



„დედაქალაქის მერია აქტიურად არის ჩართული ამ სექტორის განვითარებაში და მოხარული ვართ, რომ გვაქვს პატივი, ვუმასპინძლოთ 40-მდე საერთაშორისო ტურისტულ და საპრომოუტერო კომპანიას 10-მდე ქვეყნიდან. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ მცირე და საშუალო სიდიდის ადგილობრივი ტურისტული და ივენთების ორგანიზატორი კომპანიები, რომლებიც სამუშაო შეხვედრებს გამართავენ სტუმარ ორგანიზაციებთან და საშუალება ექნებათ დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, ხელი შეუწყონ ვიზიტორთა ნაკადების ზრდას და პოპულარიზაცია გაუწიონ თბილისის ტურისტულ პოტენციალს“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.



ანდრია ბასილაიამ ტურისტული პოტენციალისა და ამ მიმართულებით მერიის ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმაც.




„სულ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა, მანამდე ამ მიმართულებას ფარავდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელთანაც ახლაც მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. დედაქალაქს აქვს მრავალი პროდუქტი, რომელიც შეუძლია შესთავაზოს მოგზაურებს და სჭირდება სწორი პოზიციონირება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.



ღონისძიების მეორე ნაწილში ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ სხვადასხვა ქვეყნის 35 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს და საშუალება ჰქონდათ დაემყარებინათ საქმიანი კავშირები, განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის პირობები და საერთო ტურისტული პაკეტების შექმნის პერსპექტივები, როგორც ზამთრის პერიოდისათვის, ასევე მთელი წლის გათვალისწინებით.



პროექტის ფარგლებში, თბილისს საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზატორები და პრომოუტერები ეწვივნენ, რომლებმაც შეხვედრები გამართეს ადგილობრივ პროდიუსერებთან და მოინახულეს თბილისში არსებულ საფესტივალო სივრცეები მომავალში საერთაშორისო ღონისძიებების თბილისში ჩატარების მიზნით.



სტუმრები იმ სამიზნე ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, სადაც თბილისის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს. კერძოდ, ლიეტუვადან, ლატვიიდან, იტალიიდან, სლოვაკეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან, სერბეთიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, ისრაელიდან და ა.შ.







„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

„კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის აუცილებელია ყოველდღიურ რაციონში ჩართული იყოს რძის პროდუქტები, ხილი,ბოსტნეული და ხორცი“-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

„კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის აუცილებელია  ყოველდღიურ რაციონში ჩართული იყოს რძის პროდუქტები, ხილი,ბოსტნეული და ხორცი“-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა
access_time2020-02-29 11:00:59
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დღემდე არ არსებობს ვირუსისგან თავის დაცვის კონკრეტული საშუალება და რეკომენდაცია. ვირუსთან გამკლავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად კი ძლიერი იმუნური სისტემა სახელდება, რომელსაც სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და კიდევ რამოდენიმე სხვა კომპონენტი განაპირობებს. როგორი უნდა იყოს დღის კვების რაციონი, როგორც ბავშვებისთვის ისე მოზარდებისთვის, ასევე საფრთხეები და რისკები,...


მსგავსი სიახლეები

up