დედაქალაქის მერიამ მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე დაიწყო  მუშაობა

დედაქალაქის მერიამ მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე დაიწყო მუშაობა

access_time2019-09-25 12:15:40

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიაში მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე მუშაობა დაწყებულია. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამის დოკუმენტს დანიური კომპანია „რამბოლი“ მოამზადებს.


„უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე, რომელიც ქალაქის მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტი იქნება. ანუ ეს არის ტრანსპორტის გენერალური გეგმა. მისი შემუშავებისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა მსოფლიოში წამყვანმა დანიურმა კომპანია „რამბოლმა“, რომელიც ამ დოკუმენტზე მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით იმუშავებს. თვითონ ტენდერი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისი თქმით, ურბანული მობილობის გეგმა 15 წელზე იქნება გაწერილი და ხელს შეუწყობს ქალაქის საცობებისგან განტვირთვას და ტრანსპორტის სწორად გადანაწილებას.


„ურბანული მობილობის გეგმა იქნება 15-წლიანი, დროში გაწერილი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ტრანსპორტის განვითარების ყველა ასპექტს: საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის, დისტრიბუციის ავტომანქანებისა და ველოსიპედების, ასევე, ქვეითთა გადაადგილებას. ამ დოკუმენტის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი, სტანდარტებისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარება. ამა თუ იმ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისას, კონკრეტული ქუჩისთვის ისეთ პროექტს ვაკეთებთ, სადაც გათვალისწინებულია სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის, ველობილიკები, ტროტუარების მოწყობა-მოწესრიგება. აღნიშნული დოკუმენტი კი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მასში მთელი თბილისის გეგმა გაიწერება და ინდივიდუალურად კონკრეტული ქუჩების დაგეგმვა არ მოგვიწევს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


ამასთან, კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიას დაწყებული აქვს მუშაობა დედაქალაქში შუქნიშნების მოწესრიგებასა და ახალი სისტემის დანერგვაზე.


„გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება ფრანგულ კომპანია „სისტრასთან“, რომელიც ასევე ტრანსპორტის მიმართულებით მუშაობს, თუმცა ამ ორ კომპანიას შორის განსხვავება არის ის, რომ „სისტრა“ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშუტების დაგეგმვას ითვალისწინებს, „რამბოლი“ კი სტრატეგიულ დოკუმენტზე იმუშავებს და ქალაქში მოძრავ ყველა ტრანსპორტს მოიცავს. აღნიშნულ სამუშაოებს, დაახლოებით, 11 თვე დასჭირდება და შემდეგ სრული დოკუმენტი გვექნება.


გარდა ამისა, ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ ქალაქში შუქნიშნების მოწესრიგება მოხდეს. ყველა განვითარებულ ქალაქში არის ჭკვიანი შუქნიშნები, რომლებიც ერთმანეთს უყურებს და ქალაქის ერთ მონაკვეთში თუ საცობია, ისე მუშაობს, რომ გამტარუნარიანობა უფრო გააადვილოს. ჩვენც გვინდა ანალოგიური მიდგომები გადმოვიტანოთ. ამაზე ჩემი მოადგილე მაია ბითაძე დიდი ხანია მუშაობს, უახლოეს მომავალში პროგრამების სახით გვექნება შესყიდული და ვფიქრობ, ეს ჩვენს ქალაქს ძალიან წაადგება. რასაც ვაკეთებთ - სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება, შუქნიშნების მოწესრიგება და ახალი სისტემის შექმნა - ერთიანობაში მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს, გადავჭრათ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.


„კომერსანტი“





მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-25 21:30:49
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე...


მსგავსი სიახლეები

up