დედაქალაქის მერიამ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დახმარების 80 ავტომანქანა გადასცა

დედაქალაქის მერიამ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დახმარების 80 ავტომანქანა გადასცა

access_time2020-01-15 16:50:43

დედაქალაქის მერიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომანქანა გადასცა. ინფორმაციას მერია ავრცელებს.



თავისუფლების მოედანზე გამართულ ცერემონიას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.



კახა კალაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.



„დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომობილი შემოვიდა, რომელიც დღეიდან თბილისის მოსახლეობას მოემსახურება.



მინდა, ცოტა უკან დავბრუნდე და ყურადღება გავამახვილო იმ მნიშვნელოვან რეფორმაზე, რომელიც ჩვენ 2012 წლის შემდეგ განვახორცილეთ ჯანდაცვის მიმართულებით. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ჯანდაცვა, რომელიც პრივილეგია იყო, დღეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ჩვენ არ ვჩერდებით იმ განხორციელებულ რეფორმებზე, რომელიც წლების განმავლობაში გაკეთდა და ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა იქნა მიწოდებული საზოგადოებისთვის, ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ჯანდაცვის პროგრამებით და ძალიან ბევრ ადამიანს შეუნარჩუნდა სიცოცხლე, თუმცა, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ ის, რომ ჯანდაცვა, ზოგადად, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის ყველანაირი პრობლემის გარეშე და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ.




თქვენ იცით, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ექვემდებარებოდა ქალაქის მერიას, თუმცა დღეიდან ეს მიმართულება გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს და ვფიქრობ, ეს მართლაც ასე უნდა ყოფილიყო, რადგან ერთიან სისტემაში მოექცევა ეს მიმართულება, ერთი მენეჯმენტის ქვეშ იქნება, რაც უფრო ეფექტიანი იქნება.



მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა თანამშრომელს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდნენ. ეხმარებოდნენ დედაქალაქის მოსახლეობას. ჩვენს სტუმრებს. უამრავი ისტორია შემიძლია მოვყვე ამ ადამიანებზე, თუმცა ახლა ამის შესაძლებლობა არ არის. მინდა მათ წარმატებები ვუსურვო.



არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი უწყების ქვეშ ვიქნებით. ჩვენ ყველა ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ხალხს, სადაც არ უნდა ვიყოთ.



ყველაზე მთავარია ის, რომ ეს ავტომობილები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და საჭიროების შემთხვევაში არის მაქსიმალური მზადყოფნა, რომ მოემსახურონ ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.



დედაქალაქის მერმა წარმატება უსურვა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და კომპეტენციის ფარგლებში თანადგომა აღუთქვა.



მიმდინარე წელს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები გაერთიანდა. ქვეყანაში დაინერგა ერთიანი, თანამედროვე სისტემა, რომელიც მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისს გააუმჯობესებს და პაციენტის ინტერესებს მაქსიმალურად მოერგება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up