დედაქალაქის მერია ვარკეთილის ხიდების სარეკონსტრუციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

დედაქალაქის მერია ვარკეთილის ხიდების სარეკონსტრუციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

access_time2018-06-06 14:34:56

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ქალაქის მერია იწყებს ახალ  ინფრასტრუქუტლ პროექტზე მუშაობას. საუბარია  ვარკეთილის ხიდების სარეკონსტრუციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. კალაძის თქმით, აღნიშნული ხიდები ათეულობით წლებია  ექსპლუატაციაშია და მისი რეაბილიტაცია დღემდე არ განხორციელებულა. 


„პროექტი ეფუძნება კვლევას, რომლითაც შეფასდა მისი ტექნიკური მდგომარეობა და დადგინდა აღდგენითი სამუშაოების აუცილებლობა. ხიდების რეკონსტრუქცია 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ეს პროცესი მოიცავს დაზიანებული რკინა-ბეტონის კონტრუქციის დემონტაჟსა და ახლის აშენებას. ძირითადი კონსტურქციის აღდგენის შემდეგ კი დაიგება ასფლატი და ახალი საფარი. პროექტის ღირებულება შეადგენს მილიონ ნახევარ ლარს“,- განმარტავს კახა კალაძე.


მთავრობის სხდომის დაწყებამდე მან ასევე მადლობა გადაუხადა მეტროს მემანქანეებს იმისათვის, რომ მხარეებს შორის მიღწეულ იქნა გარკვეული კომპრომისი.



„მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს და მეტრომ მუშაობა განაახლა. რაც შეეხება  პროცესებს, იცით რომ გუშინ ღამით შედგა შეხვედრა მხარეებს შორის. ჩვენ კიდვე ერთხლელ ვისაუბრეთ დეტალურად არსებულ მდგომარეობაზე. როგორც მოვილაპარაკეთ, ჩვენ 2019 წელს დავუბრუნდებით ამ საკითხს და ყველაფერს გავეკეთებთ იმისათვის, რომ ამ ადამიანების შრომითი პირობები გაუმჯობესებული იყოს. ზოგადად დასაქმებულთა შრომითი პიროებების  გაუმჯობესება, ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, მნიშვნელოვანია“, -აღნიშნა კალაძე.

 




მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს
access_time2021-05-15 18:00:26
ათენთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულ კეიაზე ტემპერატურის მომატებასთან ერთად ცხოვრების რიტმიც მატულობს. 27 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა შენობების გადაღებვის, რესტორნების და სასტუმროების მოწესრიგების და ახალი ტურისტული სეზონის დაწყებისთვის.   საბერძნეთში შეზღუდვები ყველგან იხსნება, უცხოელებისთვის აუცილებელი კარანტინი უქმდება, კეთილმოწყობილი პლიაჟები ისევ ამუშავდა, კლიენტები კი ბარების და რესტორნების ტერასებზე დაბრუნდნენ.   უცხოელ...

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
access_time2021-05-14 16:00:30
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა...


მსგავსი სიახლეები

up