დედაქალაქის მერი სოფელ აგარაკამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

დედაქალაქის მერი სოფელ აგარაკამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

access_time2019-02-07 17:07:14

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თხინვალასა და ვარაზის ქუჩებიდან სოფელ აგარაკამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. თბილისის მერის თქმით, ამ მონაკვეთში გზის რეაბილიტაცია დასახლებისთვის ტრანსპორტის გადაადგილების წლობით არსებულ პრობლემას გადაჭრის.


„ახლა ვიმყოფებით სოფელ აგარაკში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. შარშან სოფელ თხინვალას მიმართულებით მოვაწესრიგეთ საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობას დავპირდით, რომ ამ დასახლებასაც მივხედავდით. აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ცუდი ამინდის დროს, სასწრაფო დახმარების მანქანებიც კი ვერ ახერხებდნენ ამოსვლას, იმდენად გაუვალი იყო არსებული გრუნტის გზა. შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურა დაახლოებით, 2-კილომეტრიან მონაკვეთზე წესრიგდება. სამუშაოები მარტის ბოლოსთვის დასრულდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, თბილისის ყველა რაიონსა და უბანში მოვაგვაროთ მსგავსი პრობლემები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


სამუშაოების ფარგლებში, სარეაბილიტაციო არეალზე სრულდება ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება. მოეწყო გაბიონი, ასევე, აშენდება ბეტონის დამცავი კედელი, მოეწყობა წყლის აცილების სისტემა - კიუვეტები და დაიწყება ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება, ჯამურად, 15 000 კვადრატულ მეტრზე.



სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია “ჯეუ გრუპი” აწარმოებს, პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 250 000 ლარამდე დაიხარჯება. გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მარტში დასრულდება.


თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, პარლამენტის ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი და საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე.








მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა

 მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა
access_time2019-08-23 19:00:32
მილიარდელი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობდა და ქველმოქმედებაში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ კოხის სპიკერმა კრისტიან ნიკოლასმა განაცხადა. ბიზნესმენი, რომლის ქონება 59 მილიად დოლარს შეადგენდა, მსოფლიოში უმდიდრეს  ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან კანზასის ქალაქ ვიჩიტაში დაფუძნებული კომპანია Koch Industries-იდან მიიღო, რომლის წლიური შემოსავალი 110 მილიარდ...

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...


მსგავსი სიახლეები

up