დედაქალაქის მერი ქვემო და ზემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი ქვემო და ზემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

access_time2018-04-16 20:07:17

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქვემო და ზემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობის პროცესს და მასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. 

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი გოფრირებული ლითონის კონსტრუქციით მოეწყობა. გზაგამტარის სიგრძე სულ 42 მეტრი, სიგანე 11 მეტრი, ხოლო სიმაღლე 4.5 მეტრი იქნება. გვირაბის საავტომობილო სავალი ნაწილის სიგანე შვიდ მეტრს შეადგენს, ტროტუარების კი - ორ-ორ მეტრს. პროექტის მიხედვით, მოეწყობა გზაგამტართან მისასვლელი საავტომობილო გზა, რომელიც 300 მეტრი იქნება.

 

„აღნიშნული პროექტის დასრულებას დაახლოებით, სამი-ოთხი თვე დასჭირდება. ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 50 მეტრიანი გვირაბი გაკეთდება, რომელიც რკინიგზის მაგისტრალის ქვეშ გაივლის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ამ პროექტზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. ჩემი დაპირება იყო, რომ მას აუცილებლად გავაკეთებდით. სამუშაოები უკვე დაწყებულია და მისი ღირებულება დაახლოებით, 2 300 000 ლარია. ადრე შემოვლითი გზით ერთმანეთთან დასაკავშირებლად, ადგილობრივ მოსახლეობას შვიდი კილომეტრით მეტი გზა უნდა გაევლო, ახლა კი, გზები ერთმანეთს დაახლოებით, 50 მეტრიანი გვირაბით დაუკავშირდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

 


ქვემო და ზემო ფონიჭალის დასახლებებს რკინიგზის ხაზი კვეთს, რომლის დამაკავშირებელი უახლოესი წერტილი მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთის ადგილია. აღნიშნულ ორ დასახლებას შორის უმოკლესი სამანქანო გზის მანძილი შვიდი კილომეტრია. ზემოხსენებული პროექტი კი, რკინიგზას გვირაბის საშუალებით, ლ. ღოღობერიძის ქუჩის მიმდებარედ კვეთს და მანძილს 500 მეტრამდე ამცირებს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს დროსა და ხარჯებს უზოგავს. ასევე, შეამცირებს სატრანსპორტო ნაკადს მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთაზე.

 

სამშენებლო სამუშაოებს შპს „სამშენებლო კომპანია მამისონი" აწარმოებს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 2 350 000 ლარი დაიხარჯება. მშენებლობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და ოთხი თვე გაგრძელდება.

 

 

 



„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up