დედაქალაქის მერი გუდიაშვილის მოედანზე ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენას და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

დედაქალაქის მერი გუდიაშვილის მოედანზე ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენას და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

access_time2020-01-27 15:22:06

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან, ალექსანდრე ტოგონიძესთან ერთად გუდიაშვილის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენას და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ამის შესახებ „კომერსანტს“ მერიიდან აცნობეს.



თბილისის მერის განცხადებით, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი ყველა არქეოლოგიური ნივთი მაქსიმალურად შენარჩუნდება და საბოლოოდ, მუზეუმში განთავსდება.



„თქვენც იცით, რომ გუდიაშვილის მოედანის რეაბილიტაციის ფარგლებში დავამატეთ შენობა-ნაგებობები, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა დამატებით გამოგვიყო თანხები. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მოედანი და მიზიდულობის ადგილი თბილისში, რომელიც არის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი. აქ არსებული ისტორიული შენობა-ნაგებობები აღდგენილი და მოწესრიგებული იქნება. სამუშაოები სექტემბრისთვის უნდა იყოს დასრულებული. როდესაც მიმდინარეობს მიწისქვეშა სამუშაოები, არქეოლოგიურად საინტერესო ნივთები ამოდის. ერთ-ერთი ნიმუში, რომელიც ახლა ხელში მიჭირავს, არის თასი, დაახლოებით XI-XII საუკუნის. ძალიან ბევრი მსგავსი ნივთია ამოღებული, რომელთა კონსერვაცია ხდება. ყველა ეს ნივთი განთავსდება მუზეუმში, რომელიც აქ გაკეთდება და დამთვალიერებლისთვის აქ მოსვლა საინტერესო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.



მერიის ინფორმაციით, სულ ცოტა ხნის წინ, ახოსპირელის 3/7-ში მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების დროს გამოვლინდა გუმბათოვანი სარდაფი, რომელიც სპეციალისტების ვარაუდით მე-17-18 საუკუნეებს განეკუთვნება. „ამავე მისამართზე მომიჯნავე სარდაფში აღმოჩენილია მოჭიქული თასი, რომელიც მე-11-12 საუკუნეებს ეკუთვნის. მიმდინარე წლის იანვარში ჯამში 7 მოჭიქული თასი და 3 ჭრაქი აღმოაჩინეს.



მოსალოდნელი აღმოჩენების გამო, სარეაბილიტაციო სამუშაოებში პირველივე დღეებიდან ჩართულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები.



აღმოჩენების შენარჩუნების მიზნით, თბილისის განვითარების ფონდის მიერ საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებები განხორციელდება, რათა აღდგენილი ისტორიული ძეგლები მომავალში მაქსიმალურად საინტერესო და მიმზიდველი გახდეს ტურისტული თვალსაზრისითაც.




რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ამ ეტაპზე, გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს შენობების ნაწილის შიდა სარემონტო, ფასადის მოპირკეთების, სველი წერტილების, შუშაბანდებისა და აივნების მოწყობის სამუშაოები. მეორე ნაწილზე, კონკრეტულად კი, აბო თბილელის N1-სა და ახოსპირელის 3/7-ში ისტორიული ძეგლების საძირკვლებისა და სარდაფების კონსტრუქციული გამაგრება-აღდგენის სამუშაოები, მხატვრული და ხის დეკორატიული ელემენტების სარესტავრაციო სამუშაოები, ასევე, ახლად გამოვლენილი არქეოლოგიური ნაგებობების შესწავლის მიზნით, მათი გაწმენდის სამუშაოები.



ჯიბლაძის N3-სა და N5-ში მიმდინარეობს შენობების დემონტაჟის სამუშაოები, ხოლო აბესაძის N21-ში - შენობის კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები.



შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინ უძღოდა მოედნის კონსერვაციის გეგმის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების აღდგენის სამუშაოები.



ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 26 შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლი.



სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 2018-2019 წლებში შეადგენდა 37 000 000 მილიონს. 2019-2020 წლებისთვის კი დამატებით გამოიყო 25 მლნ ლარი.



გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო პროექტის საერთო ღირებულება 62 000 000 ლარს შეადგენს.



პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 124-მდე ბინათმესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება. ასევე, უძრავი ქონების ღირებულება გაიზრდება. ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაჩნდება ახალი, ტურისტულად აქტიური ქუჩები, რაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია.
გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მოიცავს გუდიაშვილის მოედნისა და ბაღის გამწვანება-კეთილმოწყობას, ქუჩების საფარის აღდგენას, რეაბილიტირებულ არეალში მუზეუმის/საგამოფენო სივრცის მოწყობას.



გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.



ადგილზე მერთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ მერის მოადგილეები - სოფიო ხუნწარია და ირაკლი ბენდელიანი, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე და დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატები - გიორგი ბირბიჩაძე და ბექა დავითულიანი“ – ნათქვამია ინფორმაციაში







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up