დედაქალაქის მერი გლდანის მერვე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი გლდანის მერვე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

access_time2020-06-03 18:00:12

გლდანის მერვე მიკრორაიონში, N23, N11, N9 კორპუსების მიმდებარედ სკვერი ეწყობა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.



კახა კალაძის განცხადებით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დაწყებული სკვერის მოწყობის სამუშაოები, გეგმის თანახმად, ზაფხულის ბოლოს უნდა დასრულდეს.



„აღნიშნულ ტერიტორიაზე გლდანის რაიონის გამგეობას დაწყებული აქვს სკვერის მოწყობის სამუშაოები, რომელიც ერთ ჰექტარამდე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აქ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა და მოსახლეობის თხოვნა იყო, რომ მომხდარიყო ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ აქ მართლაც ძალიან მოწესრიგებული და მიმზიდველი სივრცე იქნება. ეს არის ტერასული ტიპის სივრცე, რომელიც საბოლოოდ ძალიან ეფექტური გამოვა. აქ ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება შესაბამისი ადგილი, სადაც მათ ექნებათ დასვენების შესაძლებლობა. ბავშვებისთვის იქნება სპეციალური გასართობი ზონა, შადრევანი, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, იქნება ხელოვნური ტბა“, - განაცხადა თბილისის მერმა.




აღნიშნულ მისამართზე, რეაბილიტაცია უტარდება, დაახლოებით, 8 000 კვადრატული მეტრი ფართობს, სადაც მრავალფუნქციური სკვერი მოეწყობა.



პროექტის თანახმად, სკვერის ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, კალათბურთის მოედანი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის და სკეიდბორდის მოედანი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, შადრევანი. სკვერი გამწვანდება - დაირგვება ხეები და დაითესება ბალახი. სკვერი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.



აღნიშნული პროექტისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 073 160 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს შპს „არბა“ ახორციელებს.



ადგილზე იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტის წევრი ლევან კობიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე.





თეგები:
სკვერი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up