დედაქალაქის მასშტაბით, დაავადებული ფიჭვების საკითხს უცხოელი ექსპერტები შეისწავლიან

დედაქალაქის მასშტაბით, დაავადებული ფიჭვების საკითხს უცხოელი ექსპერტები შეისწავლიან

access_time2018-11-09 19:13:05

თბილისის მერიის ინიციატივით, დედაქალაქს უცხოელი ექპერტები ეწვივნენ, რომლებიც დაავადებული ფიჭვების საკითხს შეისწავლიან. მათი ვიზიტის მთავარი მიზანი დაავადების გავრცელების პრევენცია და ჯანსაღი კორომების გადარჩენაა.


გარემოს დაცის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, უცხოელ ექსპერტებს დღეს, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიგა გიგაშვილი შეხვდა და მათთან ერთად, რამდენიმე ლოკაციაზე იმყოფებოდა.


ესპანელმა ბიოლოგმა, მარია ხოსე ბრიონგოსმა და ქართველმა ექპერტებმა დაავადებული მცენარეები ადგილზე შეისწავლეს. სპეციალისტებმა ასევე, აიღეს ნიმუშები, რომლებსაც ლაბორატორიული კვლევა ესპანეთში და ევროკავშირში აკრედიტებულ სხვა ლაბორატორიებში ჩაუტარდება. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმება შესაბამისი აგროტექნიკური და ფიტოსანიტარიული ღონისძიებები.



თბილისის შემოგარენში და საქართველოს რეგიონებში ფიჭვების ინტენსიური ხმობა დაახლოებით, 20 წლის წინ, 1997-1998 წლებიდან დაიწყო. დედაქალაქის მერია აღნიშნულ პრობლემას სისტემატურად ებრძვის და დაავადებული ხე-მცენარეების წამლობას, ასევე, ხმელი და ზეხმელი მერქნიანი მცენარეების სანიტარულ ჭრას ახორციელებს.


გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თბილისის ტერიტორიაზე არსებული ხეების სანიტარული ჭრა ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო, რის შედეგადაც, ჯამში, 20 000 ძირი ხმელი და ზეხმელი ხე მოიჭრება. მას შემდეგ, რაც სანიტარული ჭრები დასრულდება, 2019 წლიდან, აღნიშნული ტერიტორიების აღდგენა და ხელახალი განაშენიანება დაიწყება.








"ყაზტრანსგაზი" და კალაძის ინტერესები - კომპანიის წამყვან თანამდებობებს თბილისის მერის პროტეჟეები იკავებენ

access_time2019-01-20 21:29:31
დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს კანონში არსებული რეგულაციებისკენ იშვერს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში ადამიანების ცხოვრება დაშვებულია. დიდი დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევისგან ქალაქის მერის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას პოლიტიკური ოპონენტები უზნეობად აფასებენ. კახა კალაძე...

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები
access_time2019-01-20 20:00:48
მსოფლიო ბრენდების მფლობელების და დამაარსებლების...

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up