დედაქალაქის ისტორიულ ქუჩებში რიგით მე-8 თბილისიმარათონი გაიმართება

დედაქალაქის ისტორიულ ქუჩებში რიგით მე-8 თბილისიმარათონი გაიმართება

access_time2019-09-28 11:15:10

 

რიგით მე-8 თბილისიმარათონი, კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, 2019 წლის 29 სექტემბერს, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება და სტარტს 09:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს. თბილისიმარათონის მარშრუტი კვლავაც ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს - სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ისტორიული ქუჩები.

 

თბილისიმარათონი 3 გარბენს მოიცავს:

 

·                     ნახევარმარათონს (21,097 კმ) - რეგისტრაციის საფასური - 20 ლარი;

 

·                     10 კილომეტრიან გარბენს - რეგისტრაციის საფასური - 15 ლარი;

 

·                     ბავშვთა გარბენებს (6-11 წლამდე - 500მ და 11-15 წლამდე - 1,2კმ) - უფასო რეგისტრაცია. 


 

თბილისიმარათონის რეგისტრაციიდან შემოსულ და ტრადიციისამებრ, ჰაიდელბერგცემენტის მიერ გაორმაგებულ თანხას  კომპანია ამჯერად „ძეგვის თავშესაფრის“ შენობის რეაბილიტაციას მოახმარს.

 

„ძეგვის თავშესაფარი“,  როგორც „მზრუნველობამოკლებული ბავშვთა სახლი“, 1995 წელს დაარსდა. 2010 წელს ბავშვთა თავშესაფარი სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანთა თავშესაფრად იქცა და დღეს იქ 80-ზე მეტი ბენეფიციარი ცხოვრობს. მათ შორისაა უსახლკაროდ დარჩენილი, ასევე შეზღუდული ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობების მქონე ბავშვები, მოზარდები და მოხუცები, სოციალურად დაუცველი ადამიანები, მიტოვებული, მარტოხელა დედები და მათი შვილები. თავშესაფარი თბილისთან ახლოს, არმაზის ხეობაში მდებარეობს.

 

ცნობისთვის, თბილისიმარათონი ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს საპატრულო პოლიციის, განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით ტარდება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას,  ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას ემსახურება. შესაბამისად, მასში მონაწილეთა რიცხვიც ყოველწლიურად მატულობს. მონაწილეთა შორის არიან უცხოელი სტუმრები 60-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსი, ასევე სამთავრობო და ბიზნეს სექტორი.  საზოგადოების დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე,  წელს 3000-მდე მონაწილეს ველით. აღნიშნული ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი არამარტო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, არამედ ტურიზმის განვითარებისთვისაც.

 

2015 წლიდან თბილისმარათონი მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია, შესაბამისად ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება, შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, MYLAPS-ის „Official Timekeeping and Data Processing” სისტემით მოხდება.

 

თბილისიმარათონი 2019 წლის სპონსორები და მხარდამჭერები არიან:

 

ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს საპატრულო პოლიცია, განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, გერმანიის საელჩო საქართველოში, ფედერაცია სპორტი ყველასათვის.

 

World Class Georgia, Superdry, ტელეკომპანია იმედი,  დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი, საინფორმაციო ცენტრი 11808, ევროინსი, ნატახტარი, ხორც პროდუქტების კომპანია „ვაკე“, ვისოლ ჯგუფი, ვენდი’ს ჯორჯია, დანკინ’ დონატსი, ალმა, Outdoor.ge, TIME, ბახმარო, ნაბეღლავი, Vitamin Well, MYVIDEO.GE, იოიოსო, MFG, JAKO FM, BIA, BIKE.GE, MY.GE, GIFme, The Photo Bus, SamRaan სპა, სასტუმრო „Crowne Plaza“, სასტუმრო „ამბასადორი“, აჭარა ჯგუფი, ჩიკორი.


(NS)




აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up