ივანე ჩხაიძე - ვნახოთ, რა მოგვიტანა ორი ინიციატივის დანერგვამ და შემდეგ უკვე შეიძლება, განხილული იყოს სხვა ღონისძიებები

ივანე ჩხაიძე - ვნახოთ, რა მოგვიტანა ორი ინიციატივის დანერგვამ და შემდეგ უკვე შეიძლება, განხილული იყოს სხვა ღონისძიებები

access_time2021-11-25 19:00:00

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში შემოღებულმა წამახალისებელმა ღონისძიებებმა ვაქცინირებულთა რაოდენობა გაზარდა, თუმცა შედეგი საკმარისი მაინც არ არის.



ივანე ჩხაიძის თქმით, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, პირველი დეკემბრისთვის შედეგები გაანალიზდეს და განხილული იყოს სხვა ღონისძიებებიც, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი არის სავალდებულო ვაქცინაცია მოსახლეობის მაღალი რისკის ჯგუფებში, პირველ რიგში კი სამედიცინო პერსონალში.




„ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გაზრდის მხრივ პირველი ნაბიჯები გადაიდგა. ვგულისხმობ 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის ფინანსურ წახალისებას. პირველი ნაბიჯებია კოვიდ პასპორტების სისტემის ამოქმედება, ეს ყველაფერი კარგია და ჩვენ შედეგიც ვნახეთ. 9 000-ზე მეტი ადამიანი იყო გუშინ ვაქცინირებული. რა თქმა უნდა, განსხვავებაა იმ პერიოდთან შედარებით, ვიდრე ეს სისტემები ამოქმედდებოდა, მაგრამ არის თუ არა ეს ციფრი საკმარისი, რომ საქართველომ წარმატებით გააკონტროლოს კორონავირუსის პანდემია თუნდაც უახლოეს პერიოდში? სამწუხაროდ, 9 000, 10 000 ვაქცინირებული არ არის ის ციფრი, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ამიტომ შესაძლებელია, პირველი დეკემბრისთვის მოხდეს ამ შედეგების ანალიზი, ვნახოთ, რა მოგვიტანა ამ ორი მართლაც სერიოზული ინიციატივის დანერგვამ ქვეყანაში და შემდეგ უკვე ალბათ შეიძლება, განხილული იყოს სხვა ღონისძიებები. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი, რაც ასევე პრაქტიკულად უმრავლესმა ქვეყანამ გამოიყენა, არის სავალდებულო ვაქცინაცია მოსახლეობის მაღალი რისკის ჯგუფებში. პირველ რიგში, ჩვენ ვგულისხმობთ სამედიცინო პერსონალს. სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია სრულიად გამართლებული, მიღებული, აპრობირებული და ეფექტური მექანიზმია ვაქცინაციის რაოდენობის გაზრდის. ასე რომ, შეიძლება, იყოს სხვადასხვა კატეგორიის მოსახლეობა, სამედიცინო პერსონალი, ეს შეიძლება იყოს საჯარო სამსახური, პოლიცია, პედაგოგი, გააჩნია, რას აირჩევს ქვეყანა, მაგრამ ეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების უდავოდ ერთ-ერთი სერიოზული ხელშემწყობია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.



1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up