დედამიწის დღესთან დაკავშირებით, 21 და 22 აპრილს „პროკრედიტ ბანკის“ სათაო ოფისში მწვანე გამოფენა-გაყიდვა „პრო ექსპო„ გაიმართება

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, 21 და 22 აპრილს „პროკრედიტ ბანკის“ სათაო ოფისში მწვანე გამოფენა-გაყიდვა „პრო ექსპო„ გაიმართება

access_time2019-04-19 10:30:11

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, 21 და 22 აპრილს „პროკრედიტ ბანკის“ სათაო ოფისში (ალექსანდრე ყაზბეგის #21-ში ) მწვანე გამოფენა-გაყიდვა „პრო ექსპო„ გაიმართება. ორი დღის განმავლობაში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნება 12:00სთ-დან 18:00სთ-მდე ქართული წარმოების ბიო პროდუქციას გაეცნონ და ადგილზევე შეიძინონ.


გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ბიო, ასევე ორგანული და გარემოსადმი მეგობრული პროდუქციის მეწარმოებელი და იმპორტიორი 30-მდე კომპანია, სხვადასხვა სფეროდან.


“პროკრედიტ ბანკის” გარემოსდაცვითი მენეჯმენტის განყოფილების ხელმძღვანელი, ქეთევან კეკელაშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ბანკი მწვანე დაკრედიტებას 2012 წლიდან ახორციელებს. შესაბამისად, ინვესტირება გარემოსადმი მეგობრულ ტექნოლოგიებში, ბანკის მომხმარებლებს მეტ კომფორტს უქმნის, ამცირებს დანახარჯებს, ზრდის ეფექტურობას და ამასთანავე, გარემოს შენარჩუნებას უწყობს ხელს.



„ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციების და მათ შორის ბანკების პასუხისმგებლობის გაცნობიერება გარემოს მიმართ აუცილებელია. საბანკო სექტორის ძირითადი ფუნქციიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს დაკრედიტებას, მწვანე დაფინანსების სტიმულირებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერი ბიზნეს მიმართულება, სტარტაპი იქნება ეს თუ უკვე შემდგარი ბიზნესი, თავისი საქმიანობით რაც შეიძლება ნაკლებ ზიანს უნდა აყენებდეს გარემოს, რაც მიღწევადია გარემოსადმი მეგობრულ ტექნოლოგიებში ინვესტიციის განხორციელებით“-აცხადებს კეკელაშვილი.


მნიშვნელოვანია, აღნიშნოს რომ გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით ეკონომიკური საქმიანობა პროკრედიტ ბანკის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, რაც გამოიხატება როგორც მომხმარებლებთან ურთიერთობისას, ასევე შიდა აქტივობების დაგეგმვისას.


იხილეთ გამოფენაში მონაწილე კომპანიების ჩამონათვალი


(R)





„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up