დედამიწაზე გლობალური დათბობა სულ მცირე კიდევ 4 წელი გაგრძელდება

დედამიწაზე გლობალური დათბობა სულ მცირე კიდევ 4 წელი გაგრძელდება

access_time2018-08-18 18:00:51

ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ექსტრემალური ამინდები სულ ცოტა, შემდეგი 4-5 წელი კიდევ გაგრძელდება. ასევე 2022 წლამდე, ადამიანის საქმიანობით გამოწვეული გლობალური დათბობის ტენდენცია პროგრესულად გაგრძელდება და მასთან დაკავშირებული კლიმატური ცვლილებებიც ისევ ძალაში დარჩება. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" წერს.

სამეცნიერო კვლევა შემდეგი 4-5 წლის განამვლობაში მოსალოდნელი დათბობის შესახებ, გამოქვეყნდა ჟურნალში “ნეიჩერ”. მისი ავტორები არიან ფლორიან სეველეკი, ბრესტის უნივერსიტეტიდან (საფრანგეთი) და სიბრენ დრიფუტი, საუთჰემპტონის უნივერსიტეტიდან (ბრიტანეთი).

კლიმატის მსგავსი ცვალებადობის პირობებში, თანდათან გაიზარდა მოთხოვნა სანდო, დასაყრდნობ პროგნოზზე, რომელიც არამარტო უახლოესი კვირის, თუ თვის, არამედ მომავალი წლების ტემპერატურასაც გვამცნობს.

ეს აუცილებელია, რათა უკეთ მოვემზადოთ და დათბობის გამო მომძლავრებულ ბუნებრივ კატასტროფებს უკეთ გავუმკლავდეთ. დედამიწაზე ტემპერატურის მატებას უკავშირებენ გახშირებულ წყალდიდობებს, ქარბორბალებს, ხანძრებს, თუ სხვა ბუნებრივ მოვლენებს.

მეცნიერებმა გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის გამომთვლელი ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც ადასტურებს, რომ ტემპერატურის ინტენსიური, ექსტრემალური ზრდის ტენდენცია მომავალშიც გრძელდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ტემპერატურა ყველგან და ყველასთვის მოიმატებს,- აღნიშნავენ ახალი კვლევის ავტორები.

მკვლევრების თქმით, მათი პროგნოზი არ ნიშნავს, რომ ევროპაში კიდევ უფრო მეტი ცხელი ჰავის შემოტევა იქნება, ან გაიზრდება ხანძრების რაოდენობა ამერიკაში, რომ მოსალოდნელია მეტი გვალვა აფრიკაში, თუ ყინულის მეტად დნობა არქტიკაში. იმის მიუხედავად, რომ მსგავსი მოვლენების ალბათობა იზრდება, “ჩვენ არ ვაკეთებთ ახალი ცხელი ჰავის ტალღის პროგნოზს - თბილი წელი ამას ყოველთვის არ ნიშნავს... პროგნოზი მხოლოდ გლობალურ მაჩვენებელს ეხება, არა რეგიონულ ტემპერატურას მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში” - უთხრა “დოიჩე ველეს” ფლორიან სეველეკმა, კვლევის თანაავტორმა.


ამავე დროს, მეცნიერების უახლესი პროგნოზით, ოკეანეების წყლები დედამიწაზე 2022 წლამდე კიდევ უფრო დათბება. ცუდია ის, რომ წყალი გაცილებით სწრაფი ტემპით დათბება, ვიდრე ჰაერი ხმელეთზე, რაც სანაპირო რეგიონებში ტაიფუნების, ქარიშხლების და წყალდიდობების ალბათობას კიდევ უფრო გაზრდის.

მკვლევრები ჯერჯერობით თავს იკავებენ 4-5 წელზე უფრო გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთებისგან. მაგრამ, ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ ტემპერატურის პროგრესულად მატება 2022 წლის შემდეგაც გაგრძელდეს.

კლიმატურ ცვლილებებზე სამეცნიერო კონსენსუსი დიდი ხანია არსებობს. თუმცა, ეს საკითხი პოლიტიკური დაპირისპირებების თემად რჩება და იმის მიუხედავად, რომ ცვლილებებს სამთავრობო სამეცნიერო ორგანიზაციებიც ადასტურებენ, პოლიტიკოსები კლიმატური ცვლილებების არსებობაზე და მის შედეგებთან გამკლავების მეთოდებზე კამათს კვლავ აგრძელებენ.

კლიმატური ცვლიებები დედამიწისთვის ახალი არ არის. მეცნიერები ფიქრობენ, რომ დათბობა დედამიწაზე ბოლო 650 000 წლის განმავლობაში 7-ჯერ მოხდა. მაშინდელი ცვლილებები დედამიწის ორბიტის ცვალებადობას და მზის ენერგიის მიღების ინტენსივობას უკავშირდებოდა.

შესაბამისად, ბოლო 650 000 წელიწადში ყინულის მოცულობამ პლანეტაზე 7-ჯერ იკლო და შემდეგ ისევ გაიზარდა. გამყინვარების ბოლო ეტაპი დედამიწამ 7 ათასი წლის წინ გამოიარა, რის შემდეგაც თანამედროვე კლიმატის და კაცობრიობის ცივილიზაციის ეპოქა დადგა.

“ახლანდელი დათბობის ტენდენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი უმეტესი ნაწილი უდიდესი ალბათობით (95%-ზე მეტი), მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, დედამიწაზე ადამიანის საქმიანობას უკავშირდება. და ის ისეთი ხარისხით ვითარდება, რომელიც უპრეცედენტოა დეკადებიდან საუკუნემდე” - ამბობს ნასას, შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდი.


Imedinews


თეგები:
კვლევა



ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზე ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი,...

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა
access_time2019-12-07 12:00:03
სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­ში­შე­სუ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თავ­შე­საფ­რე­ბი სრუ­ლად შევ­სე­ბუ­ლია და სა­კუ­თარ რიგს ასე­უ­ლო­ბით ხან­დაზ­მუ­ლი ელო­დე­ბა. ად­გი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იმ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, თუ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვებს ან – გარ­და­იც­ვლე­ბა. ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლანსზე 15 პან­სი­ო­ნა­ტია. აქე­დან ორი დიდი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ხოლო 13 სა­თე­მო, ე.წ.კერ­ძო სახ­ლის ტი­პის...

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე
access_time2019-12-07 11:00:08
მას შემდეგ, რაც გუდაურის საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, ვირუსულად გავრცელებულმა ვიდეომ უამრავი სტუმარი მიიზიდა კურორტზე, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt-ი...


მსგავსი სიახლეები

up