დედაენისა და 9 მარტის ბაღების რესტავრაცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

დედაენისა და 9 მარტის ბაღების რესტავრაცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

access_time2020-06-10 15:40:37

დედაქალაქის მერია და „თბილისის განვითარების ფონდი“ დედაენისა და 9 მარტის ბაღების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.




კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარე რეაბილიტაციის ფარგლებში, დაირგვება ხე-მცენარეები, მთლიანად განახლდება სკეიტპარკი, დამონტაჟდება ატრაქციონები და მოეწყობა სპეციალური სივრცე შინაური ცხოველებისთვის.



„საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების პირველი ეტაპი ზაარბრუკენისა და მშრალი ხიდის ტერიტორიების რეაბილიტაციას, მოასფალტება- გალამაზებას მოიცავდა, რაც უკვე დასრულებულია. მეორე ეტაპი არსებული სკვერების სრული განახლებაა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გვირაბი, რომელიც ამ ორ პარკს ერთმანეთთან დააკავშირებს. პარკი მთლიანად განახლდება - დაირგვება ხე-მცენარეები, შემცირდება ბეტონის საფეხმავლო ბილიკები, რათა ტერიტორიაზე, რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე გაჩნდეს. მთლიანად განახლდება სკეიტპარკი და ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურა დამონტაჟდება, სადაც სხვადასხვა ჩემპიონატის ჩატარების შესაძლებლობა იქნება. განთავსდება ატრაქციონები, შინაური ცხოველების გასასეირნებლად კი, სპეციალური სივრცე მოეწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.




ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო არეალში მიმდინარეობს: არსებული ინფრასტრუქტურისა და გზის დაზიანებული საფარის დემონტაჟი; წყალარინების ქსელის მოწყობა; მწვანე საფარის მოცულობის გაზრდის მიზნით, თარგების კორექცია; მშრალი ხიდიდან სანაპიროზე ჩასასვლელ ორივე პანდუსზე სანიაღვრე ქსელის, საყრდენი კედლის მოწყობა და გზის საფარის რეაბილიტაცია; მშრალი ხიდის ბურჯების სარესტავრაციო სამუშაოები; არსებული სკეიტპარკის დემონტაჟი, რომლის ნაცვლადაც, ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკეიტპარკი მოეწყობა.




პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია სავაჭრო სივრცეების, სარწყავი სისტემის, სანიაღვრე და გარე განათების ქსელების მოწყობა; ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მონტაჟი; ბავშვთა გასართობი მოედნის, ძაღლების სასეირნო სივრცის მოწყობა; ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა საპარკე ინფრასტრუქტურა, ველოსიპედის გასაჩერებელი ადგილები, სასმელი წყლის შადრევნები; დაირგვება სხვადასხვა სახეობის მარადმწვანე წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეები, ჩატარდება არსებული მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირების სამუშაოები.



მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, დედაენისა და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას ისახავს მიზნად.



დედაენისა და 9 მარტის ბაღების, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.



მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე ტოგონიძე, მთაწმინდისა და ჩუღურეთის რაიონების გამგებლები - დავით კირკიტაძე და ზურაბ ჩიკვილაძე, ასევე, საკრებულოს დეპუტატები გაეცნენ.








დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
access_time2020-08-07 13:00:18
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის მერაბ ბაღათურიას სახელმა. კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძეს...

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ
access_time2020-08-07 19:15:27
61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა. საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა. 20-წუთიან ფილმში...

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის
access_time2020-08-07 18:10:39
სვანეთში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა პროექტში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, გურგენიძე ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით სასტუმროს ოპერირებას ქართული...

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ
access_time2020-08-07 17:00:56
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესვიზიტორების პლატფორმაზე საუბრობდა, მისი განცხადებით პლატფორმა წარმატებით მუშაობს და უკვე 2700-მდე ვიზიტორია დარეგისტრირებული, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ და გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტს ჩაიტარებენ. „წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, ერთი თვე გაიტესტა და სრულფასოვნად ამოქმედდა. გვაქვს შთამბეჭდავი ...


მსგავსი სიახლეები

up