დე ფაქტო პრეზიდენტის რევერანსი კრემლში

დე ფაქტო პრეზიდენტის რევერანსი კრემლში

access_time2017-03-22 11:20:48

„ცხინვალი, სხვა დასახლებული პუნქტები, რაიონული ცენტრები შეიცვალა, ხალხი უკვე სხვანაირად უყურებს ცხოვრებას“, - განაცხადა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა გუშინ, კრემლში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე.

 

„შემიძლია კონკრეტულად გითხრათ, რომ ცხინვალი, რესპუბლიკის დედაქალაქი, სხვა დასახლებული პუნქტები, რაიონული ცენტრები შეიცვალა, ხალხი უკვე სხვანაირად უყურებს ცხოვრებას, ხოლო ჩვენი თანამშრომლობა რუს კოლეგებთან უამრავი პროგრამის რეალიზებაში, მათ შორის საინვესტიციო პროგრამებში, ხელსაყრელ შედეგს იძლევა", - აღნიშნა ლეონიდ თიბილოვმა.

 

ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ახალი გზები, სოციალური დანიშნულების ობიექტები გაჩნდა და ეს რუსეთის დამსახურებაა. „დღეს ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ახალ შენობებზე, ახალ გზებზე, სოციალური დანიშნულების ობიექტებზე, ყველაფერი ეს საგრძნობია. რა თქმა უნდა, ეს დიადი რუსეთის დამსახურებაა", - განაცხადა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა.

 


თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წარმატება უსურვა ლეონიდ თიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გაიმართება. „წარმატებებს გისურვებთ. იმედი მაქვს, ყველაფერი კონსტიტუციისა და კანონების დაცვის ფარგლებში ჩაივლის", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრაზე.

 

მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები, მათ შორის ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები.

 

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. „ჩვენ კმაყოფილნი ვართ იმით, რომ სიტუაცია თქვენს ქვეყანაში სტაბილურია", - დასძინა პუტინმა.

 

გუშინ, კრემლში, რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრა გამართა.

 



ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up