დე ფაქტო ცხინვალი - საქართველოს  ნატო-სთან დაახლოებამ არ შეიძლება არ გამოიწვიოს მღელვარება იმ ფონზე, როცა საქართველომ მეზობელი სახელმწიფოების მიმართ ძალის გამოუყენებლობაზე ვალდებულებების აღება ვერ შეძლო

დე ფაქტო ცხინვალი - საქართველოს ნატო-სთან დაახლოებამ არ შეიძლება არ გამოიწვიოს მღელვარება იმ ფონზე, როცა საქართველომ მეზობელი სახელმწიფოების მიმართ ძალის გამოუყენებლობაზე ვალდებულებების აღება ვერ შეძლო

access_time2020-12-12 15:50:16

ოკუპირებული ცხინვალის პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში. ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის აპარატი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე განხილვის ერთ -ერთი მთავარი თემა კავკასიის უსაფრთხოების საკითხი იყო.

”სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა გამოხატეს სერიოზული შეშფოთება რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს მიმდინარე მილიტარიზაციის, ნატო-ს სამხედრო ყოფნის გაფართოებასა და მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფრასტრუქტურული ობიექტების შექმნასთან დაკავშირებით. საქართველოს დაახლოებამ ნატო-სთან არ შეიძლება არ გამოიწვიოს მღელვარება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელი სახელმწიფოების მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულებების აღება ვერ შეძლო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დროს „სამხრეთ ოსურმა მხარემ“ საქართველოს „ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებთან დაკავშირებით“ მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდა.

„შეხვედრის დროს სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებთან დაკავშირებით მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდეს. ეს შესაძლებელს გახდიდა სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ბევრი იმ პრობლემის მოგვარებას, რაც სასაზღვრო შეთანხმებების არ არსებობის გამო არსებობს,“- აცხადებენ დე ფაქტო ხელისუფლებაში.


შეგახსენებთ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 10-11 დეკემბერს გაიმართა.

Ipn.ge

თეგები:
ცხინვალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up