„DCFTA-ს როლი პანდემიასთან გამკლავების პროცესში“-ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით საჯარო-კერძო დიალოგი გაიმართა

„DCFTA-ს როლი პანდემიასთან გამკლავების პროცესში“-ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით საჯარო-კერძო დიალოგი გაიმართა

access_time2020-07-30 13:10:51

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით 2020 წლის 29 ივლისს ონლაინ საჯარო-კერძო დიალოგი გაიმართა თემაზე: „DCFTA-ის როლი პანდემიასთან გამკლავების პროცესში“.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ევროპის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის და სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები, GIZ-ის წარმომადგენლები, ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრები, სექტორული ასოციაციები და სხვა დაინტერესებული პირები.


საჯარო-კერძო დიალოგი ემყარებოდა აღნიშნულ თემაზე 2020 წლის ივლისში ჩატარებულ კერძო სექტორის კვლევის შედეგებს, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა პროექტის მთავარმა ექსპერტმა და TBSC Consulting-ს მმართველმა პარტნიორმა თენგიზ ლომიტაშვილმა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს, თუ რა შეიცვალა პანდემიის შედეგად ევროპასთან ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით, რა ახალი შესაძლებლობები გააჩინა DCFTA-მ კერძო სექტორისთვის პანდემიასთან გამკლავების და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიმართულებით. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ის არსებული და ახალი სირთულეები, რაც ხელს უშლის ქართულ ბიზნესს DCFTA-ს მიერ შემოთავაზებული სარგებლების სრულად ათვისების მიმართულებით.დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა, რომ DCFTA-ს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს პანდემიასთან გამკლავების კუთხით რამდენიმე მიმართულებით, რისთვისაც საჭიროა ინდივიდუალურ სექტორებზე და ხშირ შემთხვევებში ინდივიდუალურ კომპანიებზე მორგებული სისტემური და კოორდინირებული მიდგომა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, რათა:

ა) მოხდეს იმ შესაძლებლობების გამოყენება, რაც პანდემიამ წარმოშვა;


ბ) მოხდეს ასევე პანდემიის მიერ წარმოშობილი ახალ გადაუდებელ საჭიროებებზე რეაგირება; გ) ხელი შეეწყოს კერძო სექტორის პოტენციალის რეალიზაციას ტრადიციულად არსებული წინაღობების აღმოფხვრის მიმართულებით რეფორმების გაგრძელებით.


დისკუსიაზე დაყრდნობით ევროპული ბიზნეს ასოციაცია როგორც სახელმწიფოს, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებს შესთავაზებს რეკომენდაციებს. ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ პროექტის „DCFTA-ის როლი პანდემიასთან გამკლავების პროცესში“ ქვეშ. აღნიშნული პროექტი ხორციელდება როგორც საქართველოში, ასევე უკრაინასა და მოლდოვაში აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონალური ფონდის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up