დაზოგვის მსოფლიო დღე საქართველოში წელს მეცხრედ აღინიშნება

დაზოგვის მსოფლიო დღე საქართველოში წელს მეცხრედ აღინიშნება

access_time2020-10-30 12:00:00

„დაზოგვის მსოფლიო დღე“ მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად 31 ოქტომბერს აღნიშნება. საქართველო ამ მასშტაბურ ღონისძიებას ტრადიციულად, წელსაც უერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.



„დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოში 2012 წლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ინიციატივით იმართება. როგორც წესი, ამ ღონისძიებას კვირეულის სახე აქვს და მასში საბანკო სექტორის წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას. დაზოგვის დღის ქართულ სიმბოლოა - ჭიანჭველა „გროვია“.



2020 წლის დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი კამპანია საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი ფინანსური განათლების პორტალის „ფინედუ“-ს (www.finedu.gov.ge) და გერმანელი შემნახველი ბანკების ფონდ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ორგანიზებით ხორციელდება.




მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, წლევანდელი ღონისძიებები მხოლოდ დისტანციურ არხებს მოიცავს. კერძოდ, კამპანიის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი https://www.facebook.com/finedu.gov.ge-ზე გამოაქვეყნებს სპეციალურ ფორმას, რომელიც 7-12 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო მასალის მიღების მსურველებს დაარეგისტრირებს. ამ გზით 500 დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცემა, სასურველ მისამართზე, ფოსტით მიიღოს მასალები დაზოგვისა და ფინანსური განათლების თემებთან დაკავშირებით.



კამპანიის ფარგლებში იგეგმება ასევე, დაზოგვის თემაზე ბლოგპოსტების კონკურსის ორგანიზება. კონკურსის საორგანიზაციო საკითხებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად ჩართული იქნება 7 კომერციული ბანკიც, კერძოდ, სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ბაზისბანკი“, სს „კრედო ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „ფინკა ბანკი საქართველო“, სს „ტერაბანკი“. კონკურსის გამარჯვებულები ჟიურის წევრ ბანკებში 500 ლარიანი ზრდადი ანაბრებით დასაჩუქრდებიან.



ზემოაღნიშნული კომერციული ბანკები სხვადასხვა სახის აქტივობებს დამოუკიდებლადაც განახორციელებენ, მათ შორის, ბანკის ფილიალებში არსებულ ეკრანებზე გაუშვებენ საინფორმაციო ვიდეორგოლს დაზოგვის მსოფლიო დღის ქართული სიმბოლოს „გროვიას“ მონაწილეობით. ბანკომატებზე, ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში, ასევე, მედიაში გავრცელდება ინფორმაცია დაზოგვის დღისა და დაგეგმილი კონკურსის შესახებ.



1924 წელს მილანში შემნახველი ბანკების პირველ საერთაშორისო კონგრესზე დაზოგვის მსოფლიო დღის დაარსება გადაწყდა. კონგრესში 29 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. თავდაპირველად ამ დღეს მომჭირნეობის მსოფლიო დღეს უწოდებდნენ და მისი მიზანი სახლში დაგროვების ნაცვლად ფულის ბანკში შენახვის იდეის პოპულარიზაცია გახლდათ. 1989 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. გერმანული შემნახველი ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობით, უკვე თითქმის ასი წელია, ეს დღე მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება და საზოგადოებაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დაზოგვის წახალისებას ისახავს მიზნად“.





თეგები:
დაზოგვა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up