გიორგი აბაშიშვილი – „დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურმა შეძლო სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორების კოორდინირება“

გიორგი აბაშიშვილი – „დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურმა შეძლო სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორების კოორდინირება“

access_time2022-05-13 19:00:10

2 მაისს, საქართველოში პირველად, დაზღვევის დღე აღნიშნეს, ღონისძიება სასტუმრო ბილტმორში გაიმართა, რომელსაც როგორც  სექტორის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები და სადაზღვევო სექტორში ჩართული ყველა მხარე ესწრებოდა. რადიო “კომერსანტის” გადაცემაში “დაზღვევის დრო” “კომერსანტის” მმართველმა პარტნიორმა და ღონისძიების წამყვანმა და  ორგანიზატორმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოში  ფინანსურ განათლებასა და დაზღვევისადმი ცნობიერების ამაღლებაზე ისაუბრა.


მისი თქმით, დაზღვევის დღე სინამდვილეში ძალიან კარგი და დიდი ინიციატივის ერთი გრანდიოზული შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც დაზღვევის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ფინანსური განათლებას ეძღვნებოდა.


„ღონისძიებაზე ჩვენ გავაჟღერეთ არაერთი სამომავლო ინიციატივა, რომელიც  ამ  საკითხებს, ცნობიერების ამაღლებას, განათლების ამაღლებას შეუწყობს  ხელს. ერთი  რამ, რაც  ჩემთვის  ყველაზე მეტად საინტერესო  იყო, ძალიან  კარგად  იგრძნობოდა  სხვადასხვა  ტიპის  თანამშრომლობა. მე დავინახე, რომ  დაზღვევის  ზედამხედველობის  სახელმწიფო სამსახურმა  შეძლო სახელმწიფო  სექტორის,  კერძო  სექტორის,  არასამთავრობო სექტორის კოორდინირება. როდესაც შესაძლებელი ხდება  ყველა მხარის  ჩართულობით  აქტივობების  დაგეგმვა, წარმატების გაცილებით  უფრო მეტი  შესაძლებლობაა.

ეს კოორდინაცია  ყველა  ეტაპზე  იყო. კონკურსის  ეტაპზე სადაზღვევო კომპანიების მხრიდან დაწესებული იყო ფულადი პრიზები. ეროვნული ბანკის და  ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან  სხვა  ტიპის  პრიზები იყო დაწესებული. ასევე, კავკასიის  საერთაშორისო უნივერსიტეტთან გაფორმდა საუნივერსიტეტო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ზედამხედველობის სამსახურთან“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

 


გიორგი აბაშიშვილის თქმით „კომერსანტისთვის“ სადაზღვევო თემა ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც მოწმობს გადაცემა „დაზღვევის დრო“. გარდა ამისა, როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, „კომერსანტი“ დაზღვევის დღეზე დიდი დოზით იყო წარმოდგენილი და ამ კუთხით თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება.


 


„კომერსანტი“  ეროვნულ ბანკთანაც და  იგივე კავკასიის  საერთაშორისო  უნივერსიტეტთან პარტნიორობით  გლობალური  ფულის კვირეულში ვიყავით ეროვნული ბანკის და ფინედუს  პარტნიორები და  ერთად ბევრი აქტივობა  განვახორციელეთ  საქართველოში.


პირადად მე ვარ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების და  სტრატეგიის მართვის კომიტეტის წევრი, შესაბამისად, ფინანსური განათლების ნაწილში  ეროვნულ ბანკთანაც  ეს თანამშრომლობა გვაქვს. კომერსანტში  ჩემი მოსვლის მერე  კიდევ  უფრო მეტად  გაძლიერდა ეს კვეთა. დაზღვევის  ზედამხედველობის სამსახურმაც სადაზღვევო მიმართულებით აიღო  ლიდერობა.


როგორც ფინანსური  განათლების მიმართულებით, დაზღვევის და ისე  საბანკო პროდუქტებთან მიმართებით ცნობიერების  ამაღლება “კომერსანტის“ პირდაპირ ინტერესშია, რადგან ეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწევად მიგვაჩნია“, -  აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.



თაკო კვაჭანტირაძე






აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება
access_time2022-05-21 18:00:11
ეს შესაძლოა გამოიყურებოდეს გალაქტიკის ნაწილდად, მაგრამ Star...

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება
access_time2022-05-21 17:00:18
წალკის (დაშბაშის) კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი ვიზიტორებს 15 ივნისიდან მოემსახურება. შეგახსენებთ, რომ კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოებს...

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ
access_time2022-05-21 16:00:38
მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ...

მოცვი, ნუში და ვაშლი კვლავაც პოპულარულია ქართველ მწარმოებლებს შორის

მოცვი, ნუში და ვაშლი კვლავაც პოპულარულია ქართველ მწარმოებლებს შორის
access_time2022-05-21 15:00:01
EastFruit-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2015 წლიდან სახელმწიფო პროგრამამ „დარგე მომავალი - ბაღები“ მრავალწლიან ბაღებში 185 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიზიდა. საქართველოს მთავრობამ ამ ინვესტიციების 50%-ის თანადაფინანსება...

პირველად, 46 წლის მანძილზე, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა ამერიკისას ჩამორჩება

პირველად, 46 წლის მანძილზე, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა ამერიკისას ჩამორჩება
access_time2022-05-21 11:03:04
პირველად, 46 წლის მანძილზე, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა ამერიკისას ჩამორჩება. მიზეზად კი კორონავირუსის ახალი ტალღით გამოწვეული კარანტინი სახელდება. Bloomberg-ის ექსპერტების შეფასებით,...


მსგავსი სიახლეები

up