1 ნოემბრიდან საბანკო არხებით გაყიდული  სადაზღვევო პოლისებიდან  საკომისიოს მიღება შეიზღუდება

1 ნოემბრიდან საბანკო არხებით გაყიდული სადაზღვევო პოლისებიდან საკომისიოს მიღება შეიზღუდება

access_time2019-10-03 10:00:31

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ახალი მითითებით, 1 ნოემბრიდან საბანკო არხებით გაყიდული სადაზღვევო პოლისებიდან საკომისიოს მიღება შეიზღუდება. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც ბანკების ქოლგის ქვეშ არიან, აღარ შეეძლებათ კომერციული ბანკების მიერ გაყიდული სადაზღვევო პოლისებიდან ბანკებს საკომისიო მისცენ.


„დაზღვევის კავშირის“ თანათავმჯდომარე ვასილ ახრახაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ დაზღვევის კავშირის მიერ დაყენებული საკითხი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა ნაწილობრივ გაითვალისწინა.


კერძოდ, სამსახურთან შესაბამისი მომართვის საფუძველზე სადაზღვევო კომპანიებს მიეცათ მითითება არ დაუშვან „დაზღვევის აგენტი’’-ს და ,,დამზღვევის’’ აღრევა და, აქედან გამომდინარე, შეუსაბამო სადაზღვევო პრაქტიკის დამკვიდრება/გაგრძელება.



აღნიშნული მითითებიდან გამომდინარე, დაუშვებელია დამზღვევი ამავდროულად წარმოადგენდეს აგენტს და სადაზღვევო საქმიანობის ფარგლებში მასზე გაიცეს მზღვეველის მხრიდან საკომისიო ან სხვა ასეთი ტიპის დანამატი. მისივე განცხადებით, ზედამხედველმა აღნიშნულის გამოსასწორებლად კომპანიებს 1 ნოემბრამდე  მისცა ვადა.



ახრახაძის ინფორმაციით, როგორც გაირკვა, ამ თემის შესწავლის საჭიროება არსებობდა და მან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით ყველა სადაზღვევო კომპანიას და ბანკს შეტყობინებები დაუგზავნა ყველა იმ პოლისებთან დაკავშირებით, სადაც დამზღვევად. ბანკი ფიქსირდებოდა 



„საბანკო არხებში რეალიზებულ პოლისებში ძალიან დიდი მარჟები იყო, რომელსაც თავად ბანკები იღებდნენ. გამოდიოდა, რომ ბანკი თავის ქსელში, თავისივე კლიენტზე ყიდდა პოლისს, რომელშიც 50-70%-იანი საკომისიოები იყო ჩადებული. „დაზღვევის კავშირიც“ აფიქსირებდა, რომ როდესაც კლიენტი ხვდება ბანკში, ის უფლებაწართმეულია იმიტომ, რომ სესხიდან გამომდინარე მას სხვადასხვა დაზღვევის პოლისებს სთავაზობს ბანკი, თან საკმაოდ შეზღუდული არჩევანით და კაბალური პირობებით. ეს ფაქტი დადასტურდა და მიღებულ იქნა გადაწყეტილება, რომ დამზღვევი და საკომისიოს მიმღები არ შეიძლება ერთიდაიგივე პირი იყოს,“-აცხადებს ახრახაძე.



მისივე განმარტებით, ეს საკმარისი არ არის, რადგან ე.წ შავი ხვრელები მაინც რჩება და ბანკები მაინც ახერხებენ გაყიდონ პოლისები ძვირად და სადაზღვევო კომპანიისგან კლიენტის ხარჯზე სარგებელი მიიღონ. მაგალითად, პოლისში დამზღვევს არ წერენ და არიან როგორც ბენეფიციარები.


„ე,წ შავი ხვდერლები დარჩა, თუმცა, კოსმეტიკურად ნაბიჯი მაინც გადაიდგა,“-აცხადებს ახრახაძე.



კითხვაზე, დაზღვევის ზედამხდველობის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ბანკებს სადაზღვევო კომპანიების ფლობა აეკრძალებათ და, შესაბამისად, თავისივე ჰოლდინგში შემავალი სადაზღვევო კომპანიის პოლისებს ვეღარ გაყიდიან, „დაზღვევის კავშირის“ აღმასრულებელი მდივანი ვახტანგ შურღაია განმარტავს, რომ რეალურად, თუ ბანკი საკომისიოს უკან ვერ მიიღებს, მაშინ სქემა უნდა შეცვალოს.


„ეს ტექნიკურად როგორ დალაგდება უცნობია. ამას უნდა მიჰყვეს ეროვნული ბანკის რეგულაციაც, რომელიც დაარეგულირებს იმას, რომ ბანკებმა კლიენტებს მინიმუმ სამი სადაზღვევო კომპანია შესთავაზონ“-აცხადებს შურღაია.



როგორც ცნობილია, დაზღვევის კავშირი დაახლოებით 15–მდე სადაზღვევო ობიექტს აერთიანებს. მათ შორის, სადაზღვევო კომპანიებს და სადაზღვევო ბროკერებს.



არაპროფილური აქტივების ფლობის საკითხი საფინანსო სექტორში წლებია აქტუალურია. ეს თემა რამდენიმე თვის წინ, „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ გააქტიურა და განაცხადა, რომ „თიბისი დაზღვევასა“ და „თიბისი ბანკს“ შორის ბიზნესინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს“ და ბიზნეს ინტერესების კონფლიქტთან იმ შემთხვევაში გვექნებოდა საქმე, თუ სადაზღვევო კომპანია პარალელურად საავადმყოფოს ან სააფთიაქო ქსელის მფლობელი იქნებოდა. ღაძაძის ამ განცხადებას სადაზღვევო სექტორში ურთიერთსაპირისპირო განცხადებები მოჰყვა.



სოფო ქსოვრელი 




მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-25 21:30:49
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე...


მსგავსი სიახლეები

up