„დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით დასკვნას დაახლოებით 1 თვეში დადებს“ - ონოფრიშვილის პირველი კომენტარი „კომერსანტთან“

„დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით დასკვნას დაახლოებით 1 თვეში დადებს“ - ონოფრიშვილის პირველი კომენტარი „კომერსანტთან“

access_time2019-07-08 15:00:49

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით, მარეგულირებელში დაწყებულ კვლევაზე პირველ კომენტარს „კომერსანტთან“ აკეთებს. მისი განცხადებით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური საბოლოო დასკვნას დაახლოებით 1 თვეში დადებს.



როგორც ცნობილია, მარეგულირებელი სწავლობს ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის ურთიერთობას. მათ შორის,აკვირდება სადაზღვევო კომპანიების პორტფელს და იმ მოცულობას, თუ რა მოცულობითაა საბანკო არხებით პოლისები გაცემული.



მისი განმარტებით, მონაცემები დამუშავების სტადიაშია. „ჩვენ ვსწავლობთ ბანკის მიერ  შეთავაზებულ  სადაზღვევო პროდუქტს რამდენად აქვს ალტერნატივა და მომხმარებელს ასეთ პირობებში აქვს თუ არა საშუალება, სურვილის მიხედვით აარჩიოს სხვა სადაზღვევო კომპანია თუ ის უკეთეს პირობებს სთავაზობს.ჩვენ  ამ კუთხით ვუყურებთ,რადგან  მომხმარებლების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს ერთ-ერთ  პრიორიტეტს წარმოადგენს. განსაკუთრებით, ევროკავშირის რეგულაციებთან  დაახლოების  მიზნით. ჩვენ არ გვინდა, რომ ერთი შეთავაზების საფუძველზე ხდებოდეს ან სიცოცხლის დაზღვევა ან ქონების დაზღვევა, როდესაც ადამიანი სესხს იღებს,“ აცხადებს ონოფრიშვილი.



მისივე განმარტებით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ეს საკითხი არასოდეს შეუსწავლია. შესაბამისად, როგორც ონოფრიშვილი აცხადებს, საკითხში გარკვევა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა სწორედ მისი დავალებით დაიწყო.



შეგახსენებთ, არაპროფილური აქტივების ფლობის საკითხი საფინანსო სექტორში წლებია აქტუალურია. ეს თემა რამდენიმე თვის წინ, „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ გააქტიურა და განაცხადა, რომ „თიბისი დაზღვევასა“ და „თიბისი ბანკს“ შორის ბიზნესინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს“ და ბიზნეს ინტერესების კონფლიქტთან იმ შემთხვევაში გვექნებოდა საქმე, თუ სადაზღვევო კომპანია პარალელურად საავადმყოფოს ან სააფთიაქო ქსელის მფლობელი იქნებოდა. ღაძაძის ამ განცხადებას სადაზღვევო სექტორში ურთიერთსაპირისპირო განცხადებები მოჰყვა.



სოფო ქსოვრელი 




მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-25 21:30:49
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე...


მსგავსი სიახლეები

up