„დაზღვევის კავშირი“:დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ფინანსურ კონგლომერატებში არაპროფილური აქტივების შესაძლო  ფლობას სწავლობს

„დაზღვევის კავშირი“:დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ფინანსურ კონგლომერატებში არაპროფილური აქტივების შესაძლო ფლობას სწავლობს

access_time2019-07-04 15:00:57

„დაზღვევის კავშირის“ თანა თავმჯდომარე ვასილ ახრახაძე „კომერსანტთან“ არაპროფილური ბიზნესების  საკითხს აგრძელებს. მისი ინფორმაციით, დაზღვევის კავშირმა დააყენა საკითხი როგოროც  ბანკებთან, ისე სამედიცინო ჰოლდინგებთან მიმართებაში ფარმაცევტული და ჰოსპიტალური ბიზნესების  კვეთაზე.. მნიშვნელოვანია ის, რომ  ყოველივე ეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა მხედველობაში  მიიღო  და  საკითხის შესწავლაც დაიწყო.  მან  შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით ყველა სადაზღვევო კომაპნიას და ბანკს შეტყობინებები დაუგზავნა.


ახრახაძის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური მონაცემების დამუშავების სტადიაშია. უახლოს დღეებში  კი, საბოლოო დასკვნას და რეკომენდაციასაც დადებს.  


„ვინაიდან მიიღო მხედველობაში და შესწავლა დაიწყო, ეს იმას ნიშნავს, რომ ზედამხედველმა ამ საკითხში რაღაც დაინახა. ვსაუბრობ, ბანკების მხრიდან სადაზღვევო სფეროზე გავლენას. ისინი სწავლობენ სადაზღვევო კომპანიების პორტფელს და აკვირდებიან იმ მოცულობას, თუ რა მოცულობითაა საბანკო არხებით პოლისები გაცემული.


გარდა ამისა,რომელ პოლისებში არიან ბანკები დამზღვევები და ბენეფიციარები და ეს ყველაფერი რა დოზითაა. ასევე სწავლობს რა საკომისიოები გაიცემა ასეთ შემთხვევებში.ეს იმიტომ, რომ ჩვენ მუდმივად ვამბობდით იმას, რომ საბანკო არხებით პოლისების გაყიდვები  გაცილებით უფრო ძვირი ღირს. ბანკში უფრო მეტი საკომისიებია ჩადებული და  კლიენტის „გაყვლეფა“ მიდის. ამ დროს კლიენტი იხდის ძალიან დიდ ფასს და ამ ღირებულების ლომის წილი, ხანდახან 30-50%-იც კი, ბანკს  საკომისიოს სახით მიაქვს.“-აცხადებს ახრახაძე.


მისივე განცხადებით, დაზღვევის სახლემწიფო ზედმხდველობის სამსახურში ეს პროცესები უკვე დაახლოებით 2 კვირაა მიმდინარეობს.


მისივე განმარტებით, პარლამენტში წინა კვირას დარეგისტრირდა „კონკურენციის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ძალაში შესვლის  შემდეგ  საბანკო მიმართულებითაც გავრცელდება. როგორც ახრახაძე აცხადებს, „დაზღვევის კავშირმა“ რა კონსულტაციებიც გამართა პარლამენტის ეკონომიკური პროფილის და ჯანდაცვის კომიტეტებთან, შედეგი გამოიღო.


„ეს ინიციატივა დარეგისტირებულია, ჩაინიშნება სხდომა და მოხდება განხილვა „კონკურენციის შესახებ„ კანონის გავრცობაზე, მათ შორის საბანკო სექტორზე. ჩვენ ზუსტად ამას ვაპროტესტებთ, რომ „კონკურენციის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება ბანკებზე და ბაზარზე არაჯანსაღ კონკურენციასთან გვაქვს საქმე. ასეთ პირობებში  ბანკები და საბანკო ჰოლდინგები თავიანთ სადაზღვევო კომპანიებთან ერთად გვებრძვიან. დღეს მათზე არ ვრცელდება „კონკურენციის შესახებ“ კანონი, ისინი ამითი სარგებლობენ და ამას ბოროტად იყენებენ,“ აღნიშნავს ახრახაძე.



მისივე განცხადებით, ზუსტ რედაქციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა, კანონის ამ ჩანაწერში საუბარი იქნება არა აკრძალვაზე, არამედ იმაზე, რომ კონკურენციის კანონი გავრცელდეს ყველაზე, მათ შორის საბანკო სექტორზე. ეს კი ახრახაძის შეფასებით, მოგვცემს იმას, რომ საბანკო არხებით გაყიდვადი ან შეთავაზებადი სადაზღვევო სერვისები მოექცევა კანონის ქვეშ და ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს დაეფუძნება.

 

„ეს პირველი ნაბიჯი იქნება. დღეს ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც საბანკო არხის გავლით ყიდულობს პოლისს,უფლებაწართმეულია. ის როგორც კი ბანკში მოხვდება, არავინ აღარ ეკითხება მას როგორი ტიპის დაზღვევა უნდა.“

 

მისი თქმით, ამ საკითხზე იმსჯელა და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა ეროვნულმა ბანკმაც. მისი რეკომენდაციით, კლიენტის თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფის მიზნით არა ერთი, არამედ რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის სავალდებულო წესით სერვისი უნდა იქნას შეთავაზებული მომხმარებლისთვის, რომლებიც ბანკის გვერდის ავლით ყიდულობენ პოლისებს.


„ეროვნულ ბანკში ამის მუშა ვერსია არსებობს. ეს გვითხრა ეროვნული ბანკის იურიდიულმა სამსახურმა. თუმცა, გამოქვეყნებული არ არის,“-აცხადებს ახრახაძე.


კითხვაზე, რა მოლოდინი არსებობს სექტორში, გაითვალისწინებს თუ არა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური და პარლამენტი როგორც    დაზღვევის კავშირის და მისი წევრების მოთხოვნას, ისე ევროდირექტივას, სადაც წერია, რომ  საქართველოში ფინანსურ კონგლომერატებში  არაპროფილური აქტივების გამიჯვნა, განაწილება მოხდეს.


 „ამას რამდენად გაიზიარებს პარლამენტი, ეს უკვე ცალკე თემაა. მოლოდინია ის, რომ „კონკურენციის კანონის“ ეს ჩანწერი ბანკებზე გავრცელდება,რაც შეეხება დაზღვევის ზედამხედველობის სამსხურს, იმსჯელებს იმაზე, რომ საბანკო ინსტიტუტების მხრიდან განუზომელი და არაგონივრული ფინანსური ინტერესები  იყოს რეგულირებული დაზღვევის სფეროში. რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა ამ ეტაპზე დემერჯინგი, ანუ ბანკების მხრიდან არაპროფილური აქტივების გამიჯვნა, ამას უფრო მეტი მუშაობა სჭირდება. მისი განხილვა პლენარულ სხდომაზე უნდა მოხდეს.“


როგორც ცნობილია, დაზღვევის კავშირი  დაახლოებით 15–მდე სადაზღვევო ობიექტს აერთიანებს. მათ შორის, სადაზღვევო კომპანიებს და სადაზღვევო ბროკერებს.


არაპროფილური აქტივების ფლობის საკითხი საფინანსო სექტორში წლებია აქტუალურია. ეს თემა რამდენიმე თვის წინ, „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა  დირექტორმა  პაატა ღაძაძემ  გააქტიურა და  განაცხადა, რომ „თიბისი დაზღვევასა“ და „თიბისი ბანკს“ შორის ბიზნესინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს“ და ბიზნეს ინტერესების კონფლიქტთან იმ შემთხვევაში გვექნებოდა საქმე, თუ სადაზღვევო კომპანია პარალელურად  საავადმყოფოს ან სააფთიაქო ქსელის მფლობელი იქნებოდა. ღაძაძის ამ განცხადებას სადაზღვევო სექტორში ურთიერთსაპირისპირო განცხადებები მოჰყვა.


სოფო ქსოვრელი

 





500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან -260$— მდე ჩამოვიდა, რის გამოც...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up