„ დაზღვევის ბაზარზე დომინანტური პოზიციები  ბანკების საკუთრებაში არსებულ სადაზღვევო კომპანიებს უკავიათ“

„ დაზღვევის ბაზარზე დომინანტური პოზიციები ბანკების საკუთრებაში არსებულ სადაზღვევო კომპანიებს უკავიათ“

access_time2018-03-19 12:00:00

სადაზღვევო სექტორი, როგორც სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორი და თანამედოვე საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, ბანკების უკონტროლო ექსპანსიის პირობებში, ჩვენს ქვეყანაში სრულიად გაურკევეველი და დამაზიანებელი მიმართულებით ვითარდება - აცხადებს სადაზღვევო კომპანია უნისონი. სწორედ ამ საკითხზე, უნისონის ინიციატივით, სადაზღვევო კომპანიების ასოციაცია 19 მარტს შეიკრიბება.

უნისონის განცხადებით, მთავარი პრობლემა ბანკების სადაზღვევო სექტორში უხეში ჩარევაა. შედეგად ვიღებთ არაკონკურენტულ გარემოს, რაც აფერხებს, როგორც დაზღვევის სფეროს განვითარებას, ისე მნიშნელოვნად აზარალებს მომხმარებლის უფლებებს. 

დღეს დაზღვევის ბაზარზე დომინანტური პოზიციები უკავიათ ბანკების საკუთრებაში არსებულ სადაზღვევო კომპანიებს. მხოლოდ ერთი , ქვეყნის ყველაზე დიდი 

საბანკო ჰოლდინგი, დაზღვევის ბაზარზე 35%-იან წილს ფლობს ორი სადაზღვევო კომპანიის მეშვეობით და სექტორის წმინდა მოგების 80% მიაქვს. ბაზარზე შესვლას დამატებით რამდენიმე მსხვილი ბანკიც გეგმავს უახლოეს მომავალში, რაც საბანკო სექტორის ექსპანსიის დონეს მნიშვნელოვნად გაზრდის. 

შექმნილ ვითარებას ეხმაურება უნისონის გენერალური დირექტორი ბატონი ვასილ ახრახაძე, რომელიც სადაზღვევო კომპანიების შეკრების მთავარი ინიციატორია. 

ბატონო ვასილ, რაში ხედავთ მთავარ პრობლემას

ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ მომავლის დროში საუბარი და ანალიზის გაკეთება კი არ მიწევს, თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება ახლდეს ამ მოვლენას, არამედ უკვე დამდგარ ფაქტებზე დაყრდნობით მივიღეთ სამწუხარო რეალობა.

ჩამოყალიბებული 

არაჯანსაღი სტრუქტურის შედეგად საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებული დაზღვევის ფაქტიურად მთლიან ბაზარზე დამოუკიდებელ სადაზღვევო კომპანიებს წვდომა ეზღუდებათ. მომხმარებელს არ ეძლევა საშუალება აირჩიოს მისთვის სასურველი დაზღვევის შემოთავაზება, რადგან ბანკში მხოლოდ ერთი, ამავე ბანკის საკუთრება სადაზღვევო კომპანიაა წარმოდგენილი. 

ამ ნაწილში საგანგაშო არის ის, რომ კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილება არ ვრცელდება ბანკებზე, ხოლო ეროვნული ბანკის კომპეტენციას სცდება კონკურენციის პირობების დაცვაზე პასუხისმგებლობა. შესაბამისად პროცესი არის სრულიად უკონტროლო და ტრენდი უარესისკენ იცვლება.

მდგომარეობა უფრო მწვავდება მსხვილ კორპორატიულ სეგმენტში. კომპანია, რომელსაც კონკრეტულ ბანკში აქვს მსხვილი სასესხო ვალდებულება, ბანკი იძულებულს ხდის თავისივე სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით ისარგებლოს. თუ გადავხედავთ ბანკების პორთფელებში არსებულ მსხვილ კომპანიებს და მათ მზღვეველებს, ხსენებულში ადვილად დავრწმუნდებით. 

როგორც საქმიან წრეებში საუბრობენ, საკმაოდ მწვავედ დგას კორპორატიული ინფორმაციის გადინების პრობლემაც. ამ საკითხზე რამეს ხომ არ დაამატებდით?

ნამდვილად, საფრთხის ქვეშ დგება მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაცია. ბანკების მრავალმხრივი ინტერესი სხვადასხვა სექტორში ამგვარ ინფორმაციას ჰოლდინგის ყველა წევრისათვის პირდაპირი თუ ირიბი გზით ხელმისაწვდომს ხდის. 

პრობლემა მწვავედ უდგას დამოუკიდებელ სადაზღვევო კომპანიებსაც. ფაქტიურად ბაზარზე აღარ დარჩა ბანკი, რომელიც არ იქნება სადაზღვევო კომპანიასთან აფილირებული, ხოლო სადაზღვევო კომპანიებს საკუთარი ფინანსური რესურსი ზედამხედველის რეგულაციების თანახმად მინიმუმ 3 სხვადასხვა საბანკო დაწესებულებაში უნდა ჰქონდეთ განთავსებული. შესაბამისად ჩვენი კონფიდენციალური ფინანსური ინფორმაცია ავტომატურად გაზიარებულია კონკურენტი კომპანიის დამფუძნებელთან. ბანკთან აფილირებული კონკურენტი სადაზღვევო კომპანიას ექმნება წვდომა ჩვენი მომხმარებლების მიერ ჩვენთან განხორციელებული გადახდების შესახებ. ეს ჩვენი სტრატეგიული და კონფიდენციალური ინფორმაციაა, რასაც ბანკები არაკანონიერად იყენებენ.

სადაზღვევო ბაზარი ჩვენს ქვეყანაში დაბალი მომგებიანობით ხასიათდება, რატომ გახდა ბანკებისთვის ის ასე მიმზიდველი

სავალდებულო დაზღვევის სახეობების ბაზრის გაჩენამ სექტორი განსაკუთრებით მიმზიდველი გახადა. მაგალითად, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო დაზღვევა, საკმაოდ სოლიდურ ბაზარს ქმნის. ბანკებიც გამალებით იღებენ სადაზღვევო ლიცენზიებს პროექტიდან მოგების სანახავად. 

სადაზღვევო სექტორში ყველაზე მომგებიანი სესხებზე მიბმული პროდუქტები სწორედ კონკურენციის უხეში შეზღუდვით ხვდება რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პორთფელში, აქ მოგების საკმაოდ მაღალი მარჟაა. გაზრდილი მარჟა, რა თქმა უნდა დიდწილადაა განპირობებული კონკურენციის ხელოვნური ბარიერებით და მომხმარებლის უფლებების აშკარა დარღვევით.

როგორც ვიცით, თქვენ კონკრეტულ გეგმას სთავაზობთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. რაში მდგომარეობს თქვენი რეკომენდაცია?

ჩვენ გვაქვს შემუშავებული რეკომენდაციების მთელი პაკეტი. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების ფლობის შეზღუდვის შესახებ კანონის სადაზღვევო სექტორზე გავრცელებაა. ჩვენ წერილით მივმართეთ საქართველოს პარლამენტს და ველოდებით შესაბამის რეაგირებას. 

ძლიერი საბანკო სისტემა აუცილებელია ეკონომიკისთვის, თუმცა თუ მხოლოდ ბანკები დაგვრჩა და კონკურენცია მოისპო, რისკენაც არაერთ სექტორში მივდივართ, გამოუსწორებელ შედეგებს მივიღებთ. ვიმედოვნებთ, ბანკების ექსპანსია პირველად დაზღვევაში შეჩერდება. 



წრარო :bpn.ge



ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-27 18:00:21
27 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.64 თეთრით 3.0892-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0930-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 0.38 თეთრით - 3.6409-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.67 თეთრით 4.2588-მდე, თურქულ ლირასთან 0.02 თეთრით 0.3604-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.52 თეთრით 1.8159-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.74 თეთრით 4.1895-მდე, 1000 სომხურ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-27 21:00:12
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს.   2. რა ღირს ყველაზე ძვირი...

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა
access_time2021-07-27 17:00:45
ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა იმ ქვეყნებს ჩამონათვალის გაფართოების შესახებ კენჭისყრა გადადო, რომელში მოგზაურობაც, წითელის ზონის სტატუსის გამო, ისრაელის მოქალაქეებს შეეზღუდებოდათ პარასკევიდან. საუბარია დიდ ბრიტანეთზე, კვიპროსზე, თურქეთსა და საქართველოზე. კომიტეტეტის თავმჯდომარემ გიდალ კარივმა ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის...

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს
access_time2021-07-27 12:45:13
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება.   აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად, გადალახა ყველა...

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია
access_time2021-07-27 16:00:19
ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ლარში განთავსებულ ანაბარს თითქმის 10-ჯერ მეტი საპროცენტო სარგებელი ერიცხება და 6 თვეში 5%-ით გამყარდა, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა კვლავ დაბალია. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ლარში განთავსებული ანაბრის მთლიანი მოცულობა (ფიზიკური და იურიდიული პირები) 1.047 მლრდ-ით 13.903 მლრდ-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 235 მლნ-ით 21.385 მლრდ-მდე შემცირდა, რისი მთავარი მიზეზიც ლარის...


მსგავსი სიახლეები

up