"ქვეყნის ეკონომიკის სიმყარე სადაზღვევო საფინანსო სექტორზე მოდის" - ნინო კობახიძე

access_time2021-06-12 16:00:24

რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში დაზღვევის დრო “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო კობახიძემ დაზღვევის მნიშვნელობაზე და ფინანსური სექტორის განვითარებაში მის როლზე ისაუბრა. მისი თქმით, დაზღვევა ის სექტორია, რომლის განვითარებასაც სახელმწიფო ყველაზე მეტად უნდა ჩქარობდეს, რათა დაზღვევის მეშვეობით ეკონომიკური დოვლათი მიიღოს.

 


“წამყვან და ძალიან ძლიერ ქვეყნებში სადაზღვევო ინდუსტრიები ბანკების დამფუძნებლად გვევლინებიან, სწორედ ფინანსური ინსტიტუტების სანდოობა, ქვეყნის ინდექსი და ქვეყნის მიმართ სანდოობა იმით იზომება თუ რამდენად ძლიერი ფინანსური  ინსტიტუტები აქვს ქვეყანას. საბანკო და საფინანსო სექტორს სადაზღვევო ინდუსტრია წარმოადგენს. მსოფლიოში არსად ფინანსური სექტორი თავისით არ განვითარებულა, სწორედ იმის გამო, რომ სახელმწიფო საკუთარი რისკების სწორ დეფიცინიას ახდენს დამხმარე ძალად და რგოლად სწორედ სადაზღვეო ინდუსტრია შემოჰყავს, რაც ნიშნავს იმას, რომ მთელი რიგი სავალდებულო ხასიათის დაზღვევები არსებობს, რომლითაც სახელმწიფო თავის რისკებს კერძო მოთამაშეს უნაწილებს. აქედან გამომდინარე სადაზღვევო ინდუსტრია მობილიზებულია ხარისხზე, სწრაფ და ეფექტურ ანაზღაურებაზე, ანვითარებს ფინანსურ სექტორს, ხდება ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და პრაქტიკულად ქვეყნის ეკონომიკის სიმყარე სადაზღვევო საფინანსო სექტორზე მოდის“, - აღნიშნა ნინო კობახიძემ.

 

 

 ნინო კობახიძე ფიქრობს, რომ დღეს ქართული სადაზღვევო ბაზრის უდიდესი ნაწილი საკმაოდ მსხვილი და მყარი კომპანიების მიერ არის წარმოდგენილი, მისივე თქმით თუ სახელმწიფო მოინდომებს და გარკვეულ რისკებს სადაზღვევო სექტორს გადასცემს, ამ რისკების მართვას სექტორი უკეთესად გაართმევს თავს. 

 


“მაგალითად ჯანდაცვის სამინისტროს ერთი საყოველთაო დაზღვეული ორჯერ უფრო ძვირი უჯდება ვიდრე სადაზღვევო კომპანიას ერთი ტენდერით დაზღვეული, რადგან სადაზღვევო კომპანიამ იცის მართვა და კლინიკების კონტროლისთვის უფრო მეტი დროს აქვს. სახელმწიფო რაც უფრო სწრაფად გაყოფს და გაუყოფს სადაზღვევო ინდუსტრიას ამ რისკებს, სადაზღვევო ინდუსტრია უფრო სწრაფად დაიწყებს კაპიტალის ზრდას, დასაქმების ზრდას და ქვეყანაში საერთაშორისო პარტნიორების შემოდინებას. ლოგიკურ შემთხვევაში სადაზღვევო ბაზარი 2 მილიარდ ლარს უნდა შეადგენდეს, როდესაც სახელმწიფო რისკებს სადაზღვევო სექტორს გადასცემს, წვრილი სადაზღვევო კომპანიები თავის პასუხისმგებლობას გააცნობიერებენ და ამ სექტორში რეგულატორის როლიც კიდევ უფრო გაიზრდება. ეს ყველაფერი ჯაჭვური რეაქციით გარდამავალი პროცესია, რაც ნიშნავს, სადაზღვევო ინდუსტრიის სახით მყარ ფინანსურ სექტორს, ინდუსტრიის მყარ თანამშრომელს, მყარ მოქალაქეს და მყარ ეკონომიკას. ახლა გვაქვს პოტენციალი იმისა, რომ მესამე პირების სავალდებულო დაზღვევაზე ვიმუშაოთ. საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეს ზარალები სახელმწიფოს კისერიზეა. მაგალითად. თუ ერთი მანქანა დაეჯახა მეორეს და ადამიანის ჯანმრთელობა ან მანქანა დააზიანა, ეს საქმე მიდის სასამართლოში, სასამართლო იწელება, დაზარალებულის ჯანმრთელობის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს, მაშინ როდესაც მესამე პირის დაზღვევა  წლიურად 150-200 ლარით განისაზღვრება, ანუ საუბარია თვეში 10-15 ლარზე. თვეში 10-15 ლარით ადამიანი იძენს დაცულობას, სასამართლოდან გადის უამრავი შეჩერებული საქმეები და შესაბამისად სასამართლო გადაერთვება იმ საქმეზე,  რაც რეალურად გასაკეთებელია, ინდუსტრია კი იმ დონეზე ვითარდება, რომ დამატებით 10-15 ადამიანს დაასაქმებს“, -  აღნიშნა ნინო კობახიძემ.

 

მისივე თქმით, ჯანდაცვის მიმართულებით სწორი და სისტემური რეფორმაა საჭირო. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვა მხოლოდ ჰოსპიტალურ მომსახურეობას ანაზღაურებს და პირველადი ჯანდაცვა, ამბულატორიული სერვისები, ოპერაციის შემდგომი მკურნალობა, სტომატოლოგიური სერვისები თუ სხვა სამედიცინო მომსახურებები ანაზღაურების მიღმა რჩება. შესაბამისად, კობახიძის აზრით, სახელმწიფო უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ დაზღვევა მისი საქმე არ არის და ეს სადაზღვევო ინდუსტრიის საქმეა. 

 



„თუ ეს ასე არ მოხდა, გამოდის, რომ ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადები იყრება ქოთანში, რომელსაც ძირი არ აქვს, შესაბამისად ალბათ პოლიტიკოსებს უნდა მივმართოთ და ვუთხრათ, რომ ეს იქნება გადამწყვეტი და გარდამტეხი, რომ ადამიანებმა იგივე  ფასში, რაც დღეს თითოეულ მოქალაქეზე იხარჯება, შეძლონ უფრო კვალიფიცური და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობის მიღება. ერთის მხრივ სადაზღვევო კომპანიებზე ამ სერვისის გადანდობით ჯანდაცვის სამინისტრო დარჩება იმ ფუნქციით, რაც რეალურად მისი მოვალეობაა. იქნება ეს სწორი მონიტორინგი თუ სწორი მედიაცია. ჯანდაცვის სამინისტრო კი არ უნდა იყოს თანხის გამცემი, არამედ მისი ჩართულობით უნდა შეიქმნას ერთიანი სისტემა, რისი საჭიროებაც კორონავირუსმა უფრო მეტად დაგვანახა“, - აღნიშნა ნინო კობახიძემ.

 


კობახიძემ განმარტა,რომ ბაზარი ისევ დაკრედიტების ხარჯზე იზრდება რაც იმას ნიშნავს, რომ ის არა კორპორაციულად, არამედ კრედიტებზე მიბმული სავალდებულო შინაარსის დაზღვევებით იზრდება და ძირითადად ბაზარზე არსებული 18 სადაზღვევო კომპანია ერთმანეთისთვის კლიენტების წართმევით არის დაკავებული და ახალი მომხმარებელი პრაქტიკულად არ არსებობს. ხოლო კრედიტზე მიბმული დაზღვევები ორ ბანკშია გადანაწილებული.

 

 

„როდესაც ბაზარზე არსებული 18 სადაზღვევო კომპანია ხედვის და აქციონერების ფარგლებში თამაშის სწორ წესებზე თანხმდება, ეს უკვე დიდი არგუმენტია იმისთვის, რომ მთავრობას და პარლამენტს დაელაპარაკო და შესთავაზო თუ რა შეიძლება გაკეთდეს. დარწმუნებული ვარ რომ ამ შესაძლებლობის დანახვის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ. დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ეს  ძალიან დიდი სიახლე იქნება და საკმაოდ დიდი თანხების აკუმულირება იქნება შესაძლებელი, რაც ეკონომიკურ  ზრდას შეუწყობს ხელს“,  -  აღნიშნა ნინო კობახიძემ.

 


მისივე განმარტებით, კაპიტალის ბაზრის განვითარება ფულის გაჩენასთან პირდაპირ კავშირშია, მისივე თქმით ბაზარზე არსებულ 18 სადაზღვევო კომპანიას თითო ბანკში დაახლოებით 7 მილიონი აქვს გაყინული, რითაც კაპიტალის ბაზრის განვითარება უპრობლემოდ არის შესაძლებელი. მეორეს მხრივ, კობახიძე ფიქრობს, რომ ეს ნაკლები რისკის მატარებელია, რადგან იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო კომპანია გაკოტრდა ზედამხედველი იზღვევს თავს, რომ კლიენტების მიმართ არსებული ყველა ვალდებულება სწორედ გაყინული და დარეზერვებული თანხებიდან დაფაროს.

 

 

„ვისაც დეპოზიტზე თანხები დოლარში უდევს, ხანდახან აღმოჩნდება, რომ დოლარის ხარჯზე იზრდება, ხოლო კომპანიებს ვისაც ლარში გვაქვს ანგარიშები გაყინული ძალიან კარგად ვხედავთ თუ რა და როგორ ხდება, საკმაოდ კომპლექსური პრობლემის წინაშე ვართ, მაშინ როდესაც შეგვიძლია რომ სახელმწიფო ბონდები შევიძინოთ ან ნაკლებ რისკიანი პორტფელები განვახორციელოთ, ეს  შეიძლება იყოს უძრავი ქონების ბაზარი და არ იყოს თანხები გაყინულ მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევა არის ერთწლიანი და განვადების პროდუქტი,  ჩვენ  კლიენტებს  ძალიან დიდ ანგარიშს ვუწევთ ,კორნავირუსით გამოწვეული პანდემიის და ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე ძალიან გვიან რიცხავენ თანხებს და რა თქმა უნდა ყველას, თავიანთი ბიზნეს სექტორიდან გამომდინარე ვაძლევთ საშუალებას,რომ წნეხში არ აღმოჩნდნენ და ჯერ ვემსახურებით და შემდეგ ვიღებთ ანაზღაურებას. ფულის ნაკადების მოზიდვის ერთადერთი დამატებითი მიმართულება არის ვადიანი სიცოცხლის დაზღვევა, არც ერთი ქვეყანა არ მეგულება მსოფლიოში სადაც ვადიანი სიცოცხლის დაზღვევა პოპულარული არ არის“, - აღნიშნა ნინო კობახიძემ.

 

 

კობახიძემ 2020 წელიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურების გამო მთელი რიგი სერვისები გაძვირდა,ეს რაც  ავტომანქანების ანაზღაურების ნაწილში აისახა, მისივე თქმით ძალიან გაძვირდა დოლარზე მიბმული ნაწილებიც, შესაბამისად კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტენდერებში დაბალი ფასით არ შესულიყო, რადგან როგორც კობახიძე აღნიშნავს კომპანია არის ხარისხზე ორიენტირებული.


„პრობლემები მთლიანად ინდუსტრიაში იყო, განსაკუთრებით ეს შეეხო ტურიზმის მიმართულებას, ინდუსტრიის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი  სასტუმრო  გვქონდა  დაზღვეული , ძალიან  ბევრი ტურიზმთან დაკავშირებული სერვისები, ამ სექტორის გაჩერებამ გამოიწვია გადავადება, რაღაც პროდუქტი საერთოდ ამოვარდა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა  ჩვენი პარტნიორებისთვის კონტრაქტები არ გაგვიუქმებია. სამედიცინო სექტორში პირიქით იყო, მიხვდნენ, რომ სამედიცინო დაზღვევა  მნიშვნელოვანია და  პატარ-პატარა ორგანიზაციებმა დაიწყეს თანამშრომლების  დაზღვევა, ნახეს როგორ  ვემსახურებოდით კოვიდ პაციენტებს, სახელმწიფო  ამ პროცესში იყო მთავარი მოთამაშე , თუმცა ჩვენ შევედით  ოჯახის ექიმების თვალსაზრისით. ჩვენ ასევე მზად ვიყავით რომ ვაქცინაციაზე კერძოდ გვემუშავა და ჩვენი დაზღვეულები აგვეცრა თუმცა გვესმის  სახელმწიფო პოლიტიკა , რომ პანდემია მისი პასუხისმგებლობაა“, -  თქვა ნინო კობახიძემ. 



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up