მოთხოვნა ციფრული პროდუქტების მიმართ მზარდია - დაზღვევა ციფრულ–ფინანსურ ბაზარზე

მოთხოვნა ციფრული პროდუქტების მიმართ მზარდია - დაზღვევა ციფრულ–ფინანსურ ბაზარზე

access_time2021-05-22 15:00:56

“დღეს მომხმარებელს სამი მიმართულების პროდუქტს ვთავაზობთ, ეს არის ბანკი, დაზღვევა და ლიზინგი, თუმცა საქართველოში ფინანსური პროდუქტების პოპულარიზაციასთან ერთად არ გამოვრიცხავ, რომ სხვა პროდუქტებიც დაგვემატოს” -  ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში დაზღვევის დრო BB ჰოლდინგის დაზღვევისა და ლიზინგის მიმართულების გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე სულამანიძემ ისაუბრა. 



სულმანიძემ აღნიშნა, რომ BB ჰოლდინგი, მომხმარებელს როგორც ფიზიკურ, ასევე ციფრულ სივრცეს სთავაზობს, სადაც მომხმარებელს მისთვის სასურველი ფინანსური პროდუქტი დახვდება. მისივე თქმით BB ჰოლდინგმა საერთაშორისო კომპანია Back Base -თან გააფორმა კონტრაქტი და სწორედ Back Base- ის პლატფორმაზე დაყრდნობით შექმნის ციფრულ ბაზრობას, სადაც ფინანსური პროდუქტები განთავსდება.



“თუ დავაკვირდებით სტატისტიკას, დავინახავთ, რომ მომხმარებელი უფრო მეტად დისტანციური მომსახურებით ინტერესდება, თუმცა არის პროდუქტები სადაც მას უშუალო ინტერაქცია ურჩევნია, გარდა ამისა მიღებულია ჰიბრიდული მოდელი, სადაც ციფრული გზით უკავშირდება სუპერმარკეტს და ყავს ციფრული კონსულტანტი, რომელიც აკვალიანებს. დღევანდელი პანდემიური პირობების გათვალისწინებით მოთხოვნა ციფრული პროდუქტების მიმართ მზარდია. “-  აღნიშნა კონსტანტინე სულმანიძემ. 



ჰოლდინგის დირექტორი ამბობს, რომ პროდუქტების გაციფრულების საჭიროებაზე დიდი კომპანიების მენეკრები თანხმდებიან, თუმცა მისივე თქმით არ არსებობს საერთო ხედვა იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ციფრულ რეჟიმზე გადასვლა, გარდა ამისა სულმანიძე ამბობს, რომ ამ ყველაფერს პირველ რიგში მომხმარებლის მზაობა და მისი გაწვრთნაც სჭირდება.



“როგორც აღვნიშნე, ჩვენ Back Base - თან ვთანამშრომლობთ, მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი გვიზიარებენ როგორც განვითარებულ ასევე განვითარებად ქვეყნებში მათ მიერ დანერგილი პროექტებიდან მიღებულ გამოცდილებას, სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ხდება გადაწყვეტილების მიღება, რადგან მათ შესწავლილი აქვთ მომხმარებელთა ქცევა , იციან თუ როგორ უნდა მიაწოდონ მომხმარებელს პროდუქტი ციფრულად, მათი ხედვა არის ის, რომ მომხმარებელმა მთლიან პროცესში თავი ჩართულად იგრძნოს. მაგალითად საკურიერო სერვისის მოხმარების დროს ჩვენ ჩართული ვართ იმ კუთხით, რომ ვხედავთ თუ სად იმყოფება ჩვენ მიერ შეკვეთილი პროდუქტი. ეს არის სწორედ ის პლუსი რითაც მომხმარებელი კმაყფილია, ხედავს პროცესს და იცის კონკრეტული ვადები, გარდა ამისა შეუძლია პრეტენზიის  ციფრულად დაფიქსირებაც.


დღესდღეობით ფინანსური პროდუქტები ციფრულ რეჟიმში არ არის და ამის  ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით  ჩვენ შევამცირებთ ხარჯებს, რადგან ქოლ ცენტრში ბევრი თანამშრომელი აღარ დაგვჭირდება, არ დაგვჭირდება ბევრი სატელეფონო ზარზე პასუხი, მომხმარებელიც კმაყოფილი იქნება, რადგან ეცოდინება თუ რა ეტაპზეა მისი განაცხადი, იქნება ეს ზარალის რეგულირებასთან დაკავშირებული თუ სხვა. ეს პოცესი ამარტივებს ურთიერთობას და სწორედ  გამჭვირვალობა არის ის მთავარი ნიუანსი რაც ციფრულ სამყაროს უნდა დაემატოს. სწორედ გამჭვირვალობა არის სადაზღვევო სექტორისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.” -  აღნიშნა კონკსტანტინე სულმანიძემ. 



კითხვაზე თუ როგორ შეიძლება გამარტივდეს ზარალების ანაზღაურებასთან დაკავშირებული პროცედურა, კონსტანტინე სულმანიძე პასუხობს, რომ BB ჰოლდინგის ზარალების რეგულირების 90% დისტანციურად ხდება. მისი თქმით, ამ ეტაპზე ეს პროცესი არა ავტომატიზირებულად, არამედ მეილზე კომუნიკაციით რეგულირდება, რომელსაც იურიდიული ძალა აქვს. თუმცა სულმანიძის თქმით სამომავლოდ პლატფორმა მომხმარებელს საშუალებას მისცემს, რომ მაგალითად ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მანქანას გადაუღოს სურათი და  ატვირთოს  აპლიკაციაში ისე, რომ ავტომატურად დაფიქსირდეს ავტოსაგზაო შემთხვევის დრო და ადგილი. სულმანიძე ფიქრობს რომ აპლიკაცია გაამარტივებს პროცედურას, რომელსაც მომხმარებელიც მიადევნებს თვალს.



“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროცესის განხორციელებას, ნებისმიერი რაოდენობის ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში შევძლებთ, ეს ეხება ფიზიკური პირების ზარალის რეგულირებას, რადგან ჩვენ კლიენტი იდენტიფიცირებული გვყავს, ვაფორმებთ  შეთანხმებას და  ვრიცხავთ თანხას. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი აირჩივეს ავტომობილის შეკეთების  გზას, ამასაც უთითებს აპლიკაციაში,მიყავს მანქანა  ჩვენ პროვაიდერ პროფილაქტიკაში, ამ პროცესს ჩვენი ზარალების მენეჯერი ხედავს და ასანაზღაურებელ თანხას ურიცხავს პროფილაქტიკას.ეს პროცესი აპლიკაციაშიც ისევე იქნება აწყობილი, როგორც ეს კომპანიების შიგნით არის. ჩვენთვის მთავარია, რომ მომხმარებელი პროცესში მარტივად იყოს ჩართული, თუ კლიენტი ჩართული და ინფორმირებულია, იმ სერვისებში რასაც ყიდულობს და იღებს, ციფრული სერვისები უფრო და უფრო გამარტივდება.” -  აღნიშნა  კონსტანტინე სულმანიძემ. 



სულმანიძემ აღნიშნა რომ პლატფორმას რომელსაც  BB ჰოლდინგი  შექმნის , მომხმარებლებს თავიანთი ბიზნესის უკეთ კეთებაშიც დაეხმარება. 



“პლატფომრაზე გათვალისწინებული იქნება, რომ ჯვარედინა გაყიდვები დაკავშირებული იყოს არა მხოლოდ ჰოლდინგურად და ფინანსურ პაკეტებში , არამედ მომხმარებლის პაკეტებში. დაზღვევის კუთხით რომ მივუდგეთ, როდესაც ავტო საგზაო შემთხვევის დროს, დაზღვეული ავტომანქანა გადაყვანილია პროფილაქტიკაში შესაკეთებლად და პროცესს მომხმარებელი ხედავს, ამავდროულად ჩვენ ჩვენ პროვაიდერ ავტოშემკეთებელ ორგანიზაციებს მივცემთ შესაძლებლობას რომ დაზღვეულს შესთავაზონ მანქანის ზეთის , ან რამე სხვა იმ დროს საჭირო პროდუქტის შეძენა. შესაბამისად კმაყოფილია მომხმარებელიც, რადგან ის იძენს საჭირო პროდუქტს და ამავდროულად კმაყოფილია ჩვენი პროვაიდერი კომპანიაც, რადგან ყიდის პროდუქტს.”  -  აღნიშნა კონსტანტინე სულმანიძემ. 



სულმანიძმე  2020 წელიც შეაჯამა და აღნიშნა,რომ  BB ჰოლდინგი 2020 წელს მხოლოდ ორი წლის გამოჩენილი იყო ბაზარზე და იმ თვენახევარში როდესაც კორონავირუსი ჯერ კიდევ არ იყო საქართველოში დაფიქსირებული ჰოლდინგს სადაზღვეო პოლისების ჭრილში საკმაოდ დიდი ზრდა ჰქონდა , თუმცა შემდეგმა პერიოდმა სტრატეგიის ხშირი შეცვლა გამოიწვია. 



“ლოქდაუნებმა  და კრონავირუსთან ადაპტირებულმა ცხოვრებამ იმოქმედა, თუმცა კომპანიამ მიაღწია დაგეგმილ ბიუჯეტირებულ ციფრებს.სექტორში არსებული სხვა კომპანიების მსგავსად ჩვენი კომპანიისთვისაც მეტნაკლებად წარმატებული წელი იყო, თუმცა სხვა კომპანიებს გააჩნდათ დიდი ბაზარი, მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით, სადაც ჩვენ არ ვართ შესული. სადაზღვეო კომპანიებმა ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით  ძალიან იხერიეს, რადგან მოგეხსენებათ რომ პანდემიის პერიოდში კლინიკები პაციენტებს არ ემსახურებოდნენ, ოპერაციები გადადებული იყო და ამან ფინანსურ შედეგზე იმოქმედა.რაც შეეხება 2020 წლის ბოლოს ავტომობილების ბაზარს, აქ დაზღვეულთა კუთხით რეგულირების ხარჯი გაიზარდა, გაიზარდა, რადგან ვალუტის გაუფასურებამ ტარიფების ზრდა გამოიწვია, გარდა ამისა შეკეთების კუთხით იმპორტზე ვართ დამოკიდებული.მეორე პრობლემა , რაც კოვიდმა  შექმნა იყო ის, რომ გაძვირდა საერთაშორისო გადაზიდვები და ლოჯისტიკა, რეგულაციები იყო დასაცავი და პროდუქტიც ლიმიტირებული რაოდენობით შემოდიოდა, ამან რა თქმა უნდა ფასების ზრდა გამოიწვია. ამ ყველაფერმა კი წლის ბოლოს შედეგი გამოიღო.” -  აღნიშნა კონსტანტინე სულმანიძემ. 



2021 წელის გეგმებთან დაკავშირებით კონსტანტინე სულმანიძე აღნიშნავს, რომ როგორც პესიმისტური ასევე ოპტიმისტური მომავლის სცენარი ვაქცინაციის პროცესთან არის დაკავშირებული . 



“თუ ვაქცინაციის პროცესი მეტნაკლებად შემოდგომისთვის დავასრულეთ და მოსახლეობის 60 % ავცერით , მაშინ ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლოსთვის იმ ვითარებას დავუბრუნდებით რაც 2019 წლის დეკემბერში გვქონდა და ვვარაუდობთ, რომ 2022 წელს 2019 წლის შედეგებს გააორმაგებს. 

რაც შეეხება ზოგადად სექტორს, სადაზღვეო სექტორი მუშაობს კარგად იქ სადაც არის კარგი ეკონომიკა, ადამიანს უჩნდება აქტივი და მერე იწყებს ამ აქტივის დაზღვევაზე ზრუნავს. ამიტომაც არის, რომ სადაზღვევო ბიზნესი მუშაობს კარგად ისეთ ქვეყნებში როგორიც არის ევროპა, აშშ. ევროპის საშუალო მაჩვენებლებით რომ გითხრათ სადაზღვეო სექტორს მთლიანი შიდა პროდუქტის 8.3% უჭირავს, როდესაც საქართველოში ეს არის 1.3%  და მისი ზრდის პერსპექტივა ნაკლებად ჩანს, მანამ სანამ  ქვეყანა  სოციალურად  და  ეკონომიკურად არ გაიზრდება. მსოფლიოს კუთხით სადაზღვევო სექტორის ზრდას ორი რამ განაპირობებს ერთია თავად ეკონომიკის ზრდა და მეორე სავალდებულო დაზღვევა.” -  აღნიშნა კონსტანტინე სულმანიძემ.



თაკო კვაჭანტირაძე



თეგები:
დაზღვევა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up