დაზარალებულ ფერმერებს ალდაგი 2 მილიონამდე ლარს უნაზღაურებს

დაზარალებულ ფერმერებს ალდაგი 2 მილიონამდე ლარს უნაზღაურებს

access_time2020-08-03 15:56:50

2020 წლის დასაწყისიდან დღემდე ზარალების დასაფარად სადაზღვევო კომპანია ალდაგი ფერმერებს 2 მილიონამდე ლარს უნაზღაურებს. ბოლო სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფერმერებთან მუშაობა დასრულებულია და თანხების ჩარიცხვა უკვე მიმდინარეობს.


ალდაგი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ ფერმერებს თანხას ზარალისთანავე უნაზღაურებს. ანაზღაურების ეს სისტემა ალდაგმა ორი წელია დანერგა. თუ მანამდე ანაზღაურება პროდუქციის ფაქტობრივ ფასზე იყო დამოკიდებული, დღეს ალდაგი ახერხებს კლიენტებს თანხა აუნაზღაუროს ზარალისთანავე, პოლისში დაფიქსირებული ფასის შესაბამისად. ამ სქემის დახმარებით, ფერმერები თანხას ზარალის დადგომისთანავე იღებენ, რაც მათ საქმიანობაში რისკებს ამცირებს და საშუალებას აძლევს, შეუფერხებლად გააგრძელონ მეურნეობა.


„საკმაოდ სერიოზული იყო წლევანდელი სტიქია. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში მოვახერხეთ ზარალის აღწერა, ჩვენი კლიენტების მომსახურება და ამჟამად ვასრულებთ თანხების ჩარიცხვის პროცესს. მოხარული ვართ, რომ ფერმერებს დროულად ვეხმარებით, რათა მათ შეძლონ გააგრძელონ თავისის საქმიანობა სერიოზული დანაკარგების გარეშე. ზოგადად დაზღვევის მომხმარებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და ჩვენი გლეხებიც დარწმუნდნენ, რომ ფერმერული საქმიანობა დაზღვევის გარეშე ძალიან მაღალი რისკის მატარებელია,“- აცხადებენ ალდაგში.


სულ ალდაგს 17 მილიონ ლარზე მეტი აქვს აგრო სექტორში ანაზღაურებული.



(R)


თეგები:
ალდაგი



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-18 21:00:58
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი...

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა
access_time2020-09-18 19:30:26
ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგროსექტორით დაინტერესდა. გიორგი თაბუაშვილი10 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ქლიავის ბაღებიდან პირველი მოსავალი უკვე მიიღო.   როგორც გიორგი თაბუაშვილმა ბიზნესპარტნიორს განუცხადა, ქლიავის ბაღები კასპშია გაშენებული. მისი თქმით,  რაოდენობა მცირეა, თუმცა მომავალში ბევრად მეტის მოლოდინი აქვთ.   „მეოთხე წელს სტენლის ჯიშის ქლიავის პირველი მოსავალი მივიღეთ, რაც დაახლოებით 4 ტონა იყო. მომავალ წელს, ამ დროს უკვე ემპრესის...

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა
access_time2020-09-18 19:00:47
ევროპელებს ათწლეულების მანძილზე საზღვრების არსებობო თითქმის დაავიწყდათ - თუმცა, 2020-ში საკითხი ისევ რეალობად იქცა. ზოგი საზღვარი გაიხსნა, ზოგი არა, ზოგი ღიაა მხოლოდ გარკვეული ქვეყნებს მოქალაქეებისთვის, სხვებისთვის კი - ჯერაც დახურულია. სულ რამდენიმე კვირაში შენგენის ზონის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. „ევროპელებს დაავიწყდათ, რომ ცალკეულ სახელმწიფოებს საზღვრების დახურვის უფლებამოსილება აქვთ. შენგენის შეთანხმებაში შავით...

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-18 18:25:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
access_time2020-09-18 17:42:25
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე, უფრო საქონლის  ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.   „ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო...


მსგავსი სიახლეები

up