დაზარალებულ ცოლ-ქმარს უკანონოდ ჩამორთმეული გორის საცურაო კომპლექსი დაუბრუნდებათ

დაზარალებულ ცოლ-ქმარს უკანონოდ ჩამორთმეული გორის საცურაო კომპლექსი დაუბრუნდებათ

access_time2016-05-13 13:47:44

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ცოლ-ქმარს ოლღა პავლიაშვილს და გია გიგუაშვილს 2008 წელს უკანონოდ ჩამორთმეული გორის საცურაო კომპლექსი დაუბრუნდებათ. 

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომპლექსი მოიცავს 1 559 კვ. მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებულ 1 373 კვ. მეტრ შენობა-ნაგებობას, საცურაო აუზით.


”ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2007 წლის 6 ივნისს, ცოლ-ქმარმა ოლღა პავლიაშვილმა და გია გიგუაშვილმა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამართულ აუქციონში გამარჯვების შემდეგ, კანონიერად შეიძინეს შპს ,,აკვაპარკი“-ს 100 % წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა ქ. გორში, სტალინის N11ა-ში მდებარე საცურაო კომპლექსი: 1 559 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საცურაო აუზით. 


ამ ფაქტიდან ერთ წელიწადში, 2008 წლის ივლისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც შპს „აკვაპარკის“ ქონება იმჟამინდელი ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პროკურატურის ზემდგომი თანამდებობის პირებისგან მიიღო უკანონო დავალება, ოლღა პავლიაშვილისთვის და მისი მეუღლე გია გიგუაშვილისთვის მოეთხოვა აუქციონის გზით შეძენილი უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ, საჩუქრად გადაცემა. 



ამ მიზნით, გორის რაიონულ პროკურატურაში, რამდენჯერმე დაიბარეს დაზარალებული გია გიგუაშვილი, რომელსაც პროკურორი დაკავების მუქარით კატეგორიულად სთხოვდა ხსენებული ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას. დაზარალებული, მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, იძულებული გახდა დათანხმებოდა უკანონო მოთხოვნას.


2008 წლის 17 ივლისს, გორის რაიონულ პროკურატურაში, დაზარალებულმა გია გიგუაშვილმა, პროკურორის და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის თანდასწრებით, ხელი მოაწერა პროკურატურაში შედგენილ ჩუქების ხელშეკრულებას, რითაც მან სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა მათი ოჯახის კუთვნილი 736 225 ლარის ღირებულების 1559 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 1373.2 კვ.მ. შენობა-ნაგებობით (გორის საცურაო კომპლექსი).


გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ჩამორთმევაში მხილებული პროკურორის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს პროკურატურის რიგები, გამოყენებულ იქნა დისკრეციული უფლებამოსილება და არ მოხდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. 


ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ამ დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად, აღდგენილი იქნება დაზარალებულთა დარღვეული უფლება. პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება გადაეგზავნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც დაიწყებს შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს ოლღა პავლიაშვილს და გია გიგუაშვილს დაუბრუნდეთ უკანონოდ ჩამორთმეული უძრავი ქონება”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ინტერპრესნიუსი



Dyson, აპრილის დასაწყისში, 15000 სასუნთქ აპარატს გამოუშვებს

Dyson, აპრილის დასაწყისში, 15000 სასუნთქ აპარატს გამოუშვებს
access_time2020-03-28 13:00:00
ბრიტანულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Dyson-მა, რომელიც მაღალი ხარისხის მტვერსასრუტებისა და თმის საშრობების წარმოებითაა ცნობილი, სასუნთქი აპარატების გამოშვება გადაწყვიტა. კომპანიამ 10 დღეში შეიმუშავა ახალი სასუნთქი აპარატის, სახელად CoVent დიზაინი და მას უკვე აქვს 10 000 ასეთი მოწყობილობის შეკვეთა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობისგან.   Dyson-მა სასუნთქი აპარატები ციფრული ძრავის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით შექმნა, რომელსაც სხვა პროდუქტებში აქამდე იყენებდა. წარმოების დასაწყებად ის...

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება
access_time2020-03-28 10:00:07
ლიბერთი ბანკმა, რამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი...

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა
access_time2020-03-28 10:02:04
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის...

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება
access_time2020-03-28 11:30:52
დღეიდან, რუსეთში ერთთკვირიანი არასამუშაო პერიოდი დაიწყო. როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განმარტა,  ჯანდაცვასთან დაკავშირებული სტრუქტურები მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებენ, როგორებიცაა სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები, მაღაზიები, ასევე საბანკო სერვისცენტრები, ტრანსპორტი. შესაბამისად, შეჩერდება საწარმოებისა და ქარხნების მუშაობაც. რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება...

„კორონავირუსი ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული“-ზურაბ გურული

„კორონავირუსი ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული“-ზურაბ გურული
access_time2020-03-27 19:30:50
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელ  facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „დასავლური მედიცინის ყოვლისშემძლეობის მითი დაანგრიაო კორონამ. სინამდვილეში ხდება ეს: დასავლური,...


მსგავსი სიახლეები

up